წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზეკიელი 5:1—17

5  «კაცის ძეო, აიღე ბასრი მახვილი და დალაქის სამართებელივით მოიტარე ის თავსა და წვერზე.+ აიღე სასწორი და თმა ნაწილებად დაყავი.  მესამედი ცეცხლში დაწვი შუაგულ ქალაქში ალყის დღეების გასრულებისთანავე,+ აიღე კიდევ ერთი მესამედი და მახვილით დაკუწე ქალაქის გარშემო,+ ბოლო მესამედი კი ქარში გაფანტე; მახვილს ვიშიშვლებ და დავადევნებ მათ.+  აიღე ბოლო მესამედიდან ცოტაოდენი თმა და ტანსაცმლის კალთაში შეახვიე;+  დანარჩენი კი აიღე, ცეცხლში ჩაყარე და დაწვი; გამოვა იქიდან ცეცხლი, რომელიც მოედება ისრაელის მთელ სახლს.+  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ეს არის იერუსალიმი, ხალხების შუაგულში დავაყენე ის, ქვეყნებით შემოვსაზღვრე;  ბოროტებით ეურჩებოდა ის ჩემს სამართალს სხვა ხალხებზე მეტად+ და ჩემს წესებს — სხვა ქვეყნებზე მეტად, რომლებიც მის გარშემო არიან, რადგან უარყვეს ჩემი სამართალი და არ დადიოდნენ ჩემი წესების თანახმად“.+  ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რადგან თქვენს მეზობელ სხვა ხალხებზე უფრო მშფოთვარენი იყავით,+ არ დადიოდით ჩემი წესებით და არ აღასრულებდით ჩემს სამართალს,+ არამედ თქვენ გარშემო მცხოვრები ხალხების სამართალს აღასრულებდით,+  ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: აი გამოვდივარ შენ წინააღმდეგ,+ ქალაქო, და შენში აღვასრულებ ჩემს სამართალს ხალხების თვალწინ;+  შენი სისაძაგლეების გამო ისეთ რამეს გავაკეთებ შენში, რაც არ გამიკეთებია და რის მსგავსსაც აღარასოდეს გავაკეთებ.+ 10  ამიტომ შენში მამები თავიანთ ვაჟებს შეჭამენ,+ ვაჟები კი — თავიანთ მამებს; აღვასრულებ შენში სამართალს და ქარის ყველა მიმართულებით გავფანტავ შენს დარჩენილებს“.+ 11  „ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — რაკი შენი სიბილწეებითა+ და სისაძაგლეებით+ წაბილწე ჩემი საწმინდარი, მეც შეგამცირებ,+ არ შეგიბრალებს ჩემი თვალი+ და არ შეგიწყალებ.+ 12  შენი მესამედი ჭირით დაიხოცება,+ შიმშილით მოეღებათ ბოლო შენში;+ კიდევ ერთი მესამედი მახვილით დაეცემა შენ გარშემო; ბოლო მესამედს კი ქარის ყველა მიმართულებით გავფანტავ,+ მახვილს ვიშიშვლებ და დავადევნებ.+ 13  მაშინ დასრულდება ჩემი რისხვა,+ დაცხრება მათ გამო აღძრული ჩემი მრისხანება+ და დავმშვიდდები;+ როცა გადმოვცლი მათზე ჩემს რისხვას, მიხვდებიან, რომ მე, იეჰოვა, დაჟინებით მოვითხოვდი განსაკუთრებულ ერთგულებას.+ 14  აგაოხრებ და შეგარცხვენ მეზობელ ხალხებში ყველა გამვლელის თვალწინ.+ 15  შერცხვები+ და სალანძღავად,+ გამაფრთხილებელ მაგალითად+ და შიშის ზარად იქცევი შენი მეზობელი ხალხებისთვის, როცა რისხვითა და მრისხანებით აღვასრულებ შენში სამართალს და რისხვით დაგსჯი.+ მე, იეჰოვა, ვამბობ ამას. 16  როცა გამოგიგზავნით შიმშილის მომაკვდინებელ ისრებს,+ დამღუპველ ისრებს, რომლებსაც თქვენ დასაღუპავად გამოვგზავნი,+ შიმშილს გავაძლიერებ თქვენში და გადავტეხ პურის საკიდელ ჯოხებს.+ 17  მოგივლენთ შიმშილსა და მძვინვარე მხეცებს,+ შვილებს წაგართმევენ ისინი; ჭირი+ და სისხლი+ გაივლის შენში და მახვილს მოგივლენ.+ მე, იეჰოვა, ვამბობ ამას“».

სქოლიოები