წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზეკიელი 48:1—35

48  „აი ტომების სახელები. ერთი წილი დანისა+ იქნება: ჩრდილოეთი კიდიდან ხეთლონის+ გზის გასწვრივ ხამათის+ შესასვლელამდე, ხაცარ-ენანამდე+ — დამასკოს ჩრდილოეთ საზღვრამდე, და ხამათის მხარეს; მას ექნება საზღვარი აღმოსავლეთით და დასავლეთით.  დანის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — აშერის+ წილი.  აშერის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — ნაფთალის+ წილი.  ნაფთალის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — მენაშეს+ წილი.  მენაშეს საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — ეფრემის+ წილი.  ეფრემის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — რეუბენის+ წილი.  რეუბენის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — იუდას+ წილი.  იუდას საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე იქნება შეწირული მიწა, რომელიც თქვენ უნდა შესწიროთ; სიგანით ოცდახუთი ათასი წყრთა+ უნდა იყოს, მისი სიგრძე კი აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე ერთ-ერთი წილისას უნდა ემთხვეოდეს. მის შუაგულში საწმინდარი იქნება.+  შეწირული ნაკვეთი, რომელიც უნდა შესწიროთ იეჰოვას, სიგრძით ოცდახუთი ათასი წყრთა და სიგანით ათი ათასი წყრთა იქნება. 10  იქ უნდა იყოს შეწირული წმინდა ნაკვეთი მღვდლებისთვის,+ რომელიც ჩრდილოეთით ოცდახუთი ათასი წყრთა იქნება, დასავლეთით სიგანეში — ათი ათასი წყრთა, აღმოსავლეთით სიგანეში — ათი ათასი წყრთა და სამხრეთით სიგრძეში — ოცდახუთი ათასი წყრთა. მის შუაგულში იეჰოვას საწმინდარი იქნება.+ 11  ეს განწმენდილი მღვდლებისთვის იქნება, რომლებიც ცადოკის+ ძეთაგან არიან, რომლებმაც შეასრულეს თავიანთი ვალდებულება ჩემ წინაშე და რომლებსაც გზა არ აბნევიათ ლევიანებივით, მაშინ, როცა ისრაელის ძეებს აებნათ გზა.+ 12  მათ ლევიანთა საზღვართან ექნებათ შეწირული ნაკვეთი შეწირული მიწიდან, და ის უწმინდესად ჩაითვლება.+ 13  მღვდლების მიწის გვერდით ლევიანებს+ ექნებათ ოცდახუთი ათასი წყრთა სიგრძისა და ათი ათასი წყრთა სიგანის ნაკვეთი; მთელი სიგრძე ოცდახუთი ათასი წყრთა იქნება, სიგანე — ათი ათასი წყრთა.+ 14  არ გაყიდონ მისი არც ერთი ნაწილი, არც გაცვალონ და არც არავის მისცენ საუკეთესო მიწა, რადგან ის წმინდაა იეჰოვასთვის.+ 15  ოცდახუთი ათასი წყრთის გასწვრივ სიგანეში დარჩენილი ხუთი ათასი წყრთა უწმინდური მიწაა.+ ის ქალაქისთვის, საცხოვრებლად და საძოვრებად არის განკუთვნილი. ქალაქი მის შუაგულში იქნება.+ 16  აი ქალაქის ზომები: ჩრდილოეთი საზღვარი — ოთხი ათას ხუთასი წყრთა, სამხრეთი საზღვარი — ოთხი ათას ხუთასი წყრთა, აღმოსავლეთი საზღვარი — ოთხი ათას ხუთასი წყრთა და დასავლეთი საზღვარი — ოთხი ათას ხუთასი წყრთა. 17  ქალაქის საძოვარი+ იქნება: ჩრდილოეთისკენ — ორას ორმოცდაათი წყრთა, სამხრეთისკენ — ორას ორმოცდაათი წყრთა, აღმოსავლეთისკენ — ორას ორმოცდაათი წყრთა და დასავლეთისკენ — ორას ორმოცდაათი წყრთა. 18  დარჩენილი ნაკვეთი სიგრძით ზუსტად დაემთხვევა შეწირული წმინდა მიწისას,+ ათი ათასი წყრთა იქნება აღმოსავლეთით და ათი ათასი წყრთა — დასავლეთით; ის ზუსტად დაემთხვევა შეწირულ წმინდა მიწას; მისი მოსავალი ქალაქის მომსახურეებს ექნებათ საკვებად.+ 19  დაამუშავებენ მას ქალაქის მომსახურეები ისრაელის ყველა ტომიდან.+ 20  მთელი შეწირული მიწა ოცდახუთი ათასი წყრთაა ოცდახუთ ათას წყრთაზე. კვადრატული ნაკვეთი შესწირეთ წმინდა შესაწირავად ქალაქის საკუთრებასთან ერთად. 21  რაც დარჩება შეწირული წმინდა ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების+ ორივე მხარეს, თავკაცისა+ იქნება: შეწირული ნაკვეთის ოცდახუთიათასწყრთიანი გვერდის გასწვრივ აღმოსავლეთ საზღვრამდე და დასავლეთით — ოცდახუთიათასწყრთიანი გვერდის გასწვრივ დასავლეთ საზღვრამდე.+ თავკაცის წილი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც სხვებისა. შეწირული წმინდა მიწა და ტაძრის საწმინდარი მის შუაგულში იქნება. 22  ლევიანთა საკუთრება და ქალაქის საკუთრება თავკაცის კუთვნილ მიწებს შორის იქნება. იუდას საზღვარსა+ და ბენიამინის საზღვარს შორის იქნება თავკაცის მიწა. 23  დანარჩენ ტომებს: აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — ბენიამინის+ წილი; 24  ბენიამინის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — სიმონის+ წილი; 25  სიმონის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — ისაქარის+ წილი; 26  ისაქარის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — ზებულონის+ წილი; 27  ზებულონის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — გადის+ წილი. 28  გადის საზღვართან, სამხრეთით, საზღვარი დაიდება თამარიდან+ მერიბათ-კადეშის+ წყლებამდე, და ხევის+ გაყოლებაზე დიდ ზღვამდე.+ 29  ეს მიწა წილისყრით დაუნაწილეთ ისრაელის ტომებს მემკვიდრეობად+ და ეს იქნება მათი წილი“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. 30  „ეს იქნება ქალაქის გასასვლელები; ჩრდილოეთი საზღვარი — ზომით ოთხი ათას ხუთასი წყრთა.+ 31  ქალაქის კარიბჭეებს ისრაელის ტომების სახელები ერქმევა. სამი კარიბჭე იქნება ჩრდილოეთით: რეუბენის კარიბჭე, იუდას კარიბჭე და ლევის კარიბჭე. 32  აღმოსავლეთი საზღვარი ზომით ოთხი ათას ხუთასი წყრთა იქნება და სამი კარიბჭე იქნება იქ: იოსების კარიბჭე, ბენიამინის კარიბჭე და დანის კარიბჭე. 33  სამხრეთი საზღვარი ზომით ოთხი ათას ხუთასი წყრთა იქნება და სამი კარიბჭე იქნება იქ: სიმონის კარიბჭე, ისაქარის კარიბჭე და ზებულონის კარიბჭე. 34  დასავლეთი საზღვარი ოთხი ათას ხუთასი წყრთა იქნება და იქაც სამი კარიბჭე იქნება: გადის კარიბჭე, აშერის კარიბჭე და ნაფთალის კარიბჭე. 35  მთლიანობაში ის თვრამეტი ათასი წყრთა იქნება. ქალაქს იმ დღიდან დაერქმევა — თვით იეჰოვაა იქ“.+

სქოლიოები