წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზეკიელი 37:1—28

37  იეჰოვას ხელი იყო ჩემზე.+ წამიყვანა იეჰოვამ თავისი სულით+ და დამაყენა ძვლებით სავსე ველზე.+  შემომატარა მათ გარშემო, აი, უამრავი ძვალი ეყარა ველის პირზე და ძლიერ გამომშრალი იყო+ ისინი.  მან მკითხა: „კაცის ძეო, გაცოცხლდება ეს ძვლები?“ მე მივუგე: უზენაესო უფალო იეჰოვა, შენ იცი-მეთქი.+  მან მითხრა: «იწინასწარმეტყველე ამ ძვლებზე და უთხარი მათ, გამხმარო ძვლებო, ისმინეთ-თქო იეჰოვას სიტყვა!  აი რას ეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა ამ ძვლებს: „აი, სუნთქვას ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით.+  შეგმოსავთ ძარღვებით და ხორცს შეგასხამთ; კანით დაგფარავთ, სუნთქვას ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით;+ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“».+  ვიწინასწარმეტყველე, როგორც ნაბრძანები მქონდა.+ და, აი, როცა ვწინასწარმეტყველებდი, ჩხარუნის ხმა გაისმა, ძვლებმა ერთმანეთთან მიახლოება დაიწყეს, ძვალმა ძვალთან.  შევხედე და, აი, ძარღვები და ხორცი შეესხა მათ და კანმა დაფარა ისინი, მაგრამ სუნთქვა არ იყო მათში.  კვლავ მითხრა მან: «უწინასწარმეტყველე ქარს, უწინასწარმეტყველე, კაცის ძეო, და უთხარი ქარს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ოთხივე ქართაგან მოდი, ქარო, და დაუბერე ამ დახოცილ+ ხალხს, რომ გაცოცხლდნენ ისინი“».+ 10  ვიწინასწარმეტყველე მისი ბრძანებისამებრ, სუნთქვა შევიდა მათში და გაცოცხლდნენ, ფეხზე წამოდგა+ დიდძალი ლაშქარი. 11  კვლავ მითხრა მან: «კაცის ძეო, ეს ძვლები ისრაელის მთელი სახლია.+ ისინი ამბობენ, გახმაო ჩვენი ძვლები და იმედი გაგვიქრა,+ მოკვეთილნი ვართო. 12  ამიტომ იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „მე ვხსნი თქვენს საფლავებს,+ გამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო, და მიგიყვანთ ისრაელის მიწაზე.+ 13  გაიგებთ, ჩემო ხალხო, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა გავხსნი თქვენს საფლავებს და გამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან.+ 14  ჩემს სულს ჩაგიდგამთ, გაცოცხლდებით+ და დაგასახლებთ თქვენს მიწაზე; გაიგებთ, რომ მე, იეჰოვა ვამბობ ამას და ვაკეთებ კიდეც“, — ამბობს იეჰოვა».+ 15  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 16  «შენ კი, კაცის ძეო, აიღე ჯოხი+ და დააწერე მას: „იუდასთვის და ისრაელის ძეებისთვის, მისი მოძმეებისთვის“.+ აიღე მეორე ჯოხიც და დააწერე მას: „ეფრემის ჯოხი იოსებისთვის+ და ისრაელის მთელი სახლისთვის, მისი მოძმეებისთვის“.+ 17  ერთმანეთს მიადე ისინი ისე, რომ ერთ ჯოხად იქცეს და ერთ ჯოხად იქცევა ისინი შენს ხელში.+ 18  როცა შენი ხალხის ძეები გკითხავენ, ხომ არ გვეტყვი, შენ როგორ ფიქრობ, ეს რას ნიშნავსო,+ 19  უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, ვიღებ იოსების ჯოხს, რომელიც ეფრემის ხელშია, და ისრაელის ტომებს, მის მოძმეებს. დავდებ მათ იუდას ჯოხზე, ერთ ჯოხად+ ვაქცევ მათ და ერთ ჯოხად იქცევიან ჩემს ხელში“. 20  ის ჯოხები, რომლებზეც დააწერე, ხელში უნდა გეჭიროს მათ თვალწინ.+ 21  უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, გამომყავს ისრაელის ძეები იმ ხალხებიდან, რომლებთანაც წასული იყვნენ, შევკრებ მათ ყველა მხრიდან და მივიყვან თავიანთ მიწაზე;+ 22  ერთ ხალხად ვაქცევ მათ იმ მიწაზე,+ ისრაელის მთებზე, და ერთი მეფე ეყოლებათ;+ მეტად აღარ იქნებიან ორ ხალხად და არც ორ სამეფოდ იქნებიან გაყოფილნი.+ 23  მეტად აღარ გაიუწმინდურებენ თავს თავიანთი ნეხვიანი კერპებით, სისაძაგლეებითა და თავიანთი ცოდვებით;+ ვიხსნი ყველა იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობენ და სცოდავენ, და განვწმენდ მათ;+ ისინი ჩემი ხალხი იქნებიან და მეც მათი ღმერთი ვიქნები.+ 24  ჩემი მსახური დავითი იქნება მათი მეფე+ და ერთი მწყემსი ეყოლება ყველას.+ ივლიან ჩემი სამართლით,+ დაიცავენ ჩემს წესებს+ და შეასრულებენ.+ 25  ისინი იცხოვრებენ იმ მიწაზე, რომელიც ჩემს მსახურ იაკობს მივეცი, სადაც თქვენი მამა-პაპა ცხოვრობდა;+ სამარადისოდ მასზე იცხოვრებენ ისინი,+ მათი ძეები და მათი ძეების ძეები;+ სამარადისოდ მათი მეთაური იქნება ჩემი მსახური დავითი.+ 26  მშვიდობის შეთანხმებას+ დავუდებ მათ, მარადიული შეთანხმება იქნება ის.+ მივცემ მათ თავიანთ მიწას და გავამრავლებ მათ;+ სამარადისოდ მათ შორის დავდგამ ჩემს საწმინდარს.+ 27  ჩემი კარავი იქნება მათზე;+ მე მათი ღმერთი ვიქნები და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან.+ 28  სამარადისოდ მათ შორის იქნება ჩემი საწმინდარი+ და გაიგებენ ხალხები, რომ მე, იეჰოვა+ ვწმენდ ისრაელს“».

სქოლიოები