წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზეკიელი 35:1—15

35  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, პირი იბრუნე+ სეირის+ მთიანი მხარისკენ და იწინასწარმეტყველე მის საუბედუროდ.+  უთხარი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, სეირის+ მთიანო მხარევ, ხელს გავიწვდი შენ წინააღმდეგ,+ გაგაპარტახებ და გაგაუდაბურებ.+  გავანადგურებ შენს ქალაქებს და შენც გაპარტახდები;+ გაიგებ, რომ მე ვარ იეჰოვა,+  რადგან გაუთავებლად მტრობდი+ და მახვილს გადასცემდი ისრაელის ძეებს+ მათი უბედურების დროს,+ მათი უკანასკნელი დანაშაულის დროს“.+  „ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — რადგან სისხლისთვის გამზადებდი, სისხლი დაგედევნება.+ გძულდა სისხლი და სისხლი დაგედევნება.+  გავაპარტახებ და გავაუდაბურებ სეირის მთიან მხარეს;+ მოვსპობ იქ გამვლელსა და იქ დაბრუნებულს.+  დახოცილებით ავავსებ მის მთებს; მახვილით დახოცილები დაეცემიან შენს გორებზე, ველებზე და მდინარეების კალაპოტებში.+  სამარადისოდ გაგაპარტახებ, არ დასახლდება შენი ქალაქები;+ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“.+ 10  რაკი ამბობდი, ეს ორი ხალხი და ეს ორი მიწა ჩემი გახდებაო, და ორივე მიწას დავეუფლებითო,+ მაშინ, როცა იეჰოვა იყო იქ,+ 11  „ამიტომ, ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — შენი რისხვისამებრ და შენი შურისამებრ მოგექცევი, რასაც სიძულვილის გამო ავლენდი მათ მიმართ;+ თავს გავუმჟღავნებ მათ, როცა შენ გაგასამართლებ.+ 12  გაიგებ, რომ მე, იეჰოვას, მესმის ყველა შეურაცხმყოფელი სიტყვა, რაც ისრაელის მთების შესახებ გითქვამს:+ გაპარტახდა, ჩვენ მოგვეცაო შესაჭმელად.+ 13  მედიდურობდით ჩემ წინააღმდეგ თქვენი ბაგეებით+ და ბევრს ლაპარაკობთ+ ჩემ წინააღმდეგ. მე მესმის ეს ყველაფერი“.+ 14  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „იმ დროს გაგაპარტახებ, როცა მთელი დედამიწა გაიხარებს. 15  რაკი გიხაროდა ისრაელის სახლის მემკვიდრეობის გაპარტახება, შენც იმავეს დაგმართებ.+ გაპარტახდები, სეირის მთიანო მხარევ, გაპარტახდება მთელი ედომი;+ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“».+

სქოლიოები