წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზეკიელი 30:1—26

30  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე და თქვი,+ აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „იღრიალეთ, ვაი იმ დღესო,+  რადგან ახლოსაა დღე, ახლოსაა იეჰოვას დღე.+ ეს იქნება ღრუბლების დღე,+ ხალხების გასასამართლებლად დანიშნული დრო.+  მახვილი მივა ეგვიპტეში,+ მწვავე ტკივილი დაეწყება ეთიოპიას, როცა დაეცემიან დახოცილები ეგვიპტეში, როცა წაიღებენ მის სიმდიდრეს და დაანგრევენ მის საძირკვლებს.+  ეთიოპია,+ ფუტი,+ ლუდი, მთელი ჭრელი ხალხი,+ ქუბი და შეთანხმების ქვეყნის ძეები მათთან ერთად დაეცემიან მახვილით“.+  აი რას ამბობს იეჰოვა: „დაეცემიან ეგვიპტის მომხრეებიც და დამდაბლდება მისი საამაყო ძლიერება“.+ მახვილით დაეცემიან იქ მიგდოლიდან+ სევენემდე,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. —  გაპარტახდებიან ისინი გაპარტახებულ ქვეყნებს შორის და მისი ქალაქები განადგურებულ ქალაქებს შორის აღმოჩნდება.+  გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა ცეცხლს გავაჩაღებ ეგვიპტეში და ყველა მისი მშველელი შეიმუსრება.+  იმ დღეს ხომალდებით გამოვლენ ჩემგან მაცნეები, რათა შიშით ააკანკალონ თავდაჯერებული ეთიოპია.+ მწვავე ტკივილი დაეწყება მათ ეგვიპტის უბედურების დღეს, რადგან აი დადგება ის.+ 10  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „მოვსპობ ეგვიპტის ბრბოს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის ხელით.+ 11  ის და მისი ხალხი, უსასტიკესნი ხალხთა შორის,+ მიწის მოსასპობად არიან მოყვანილნი; მახვილს იშიშვლებენ ეგვიპტის წინააღმდეგ და დახოცილებით აავსებენ მიწას.+ 12  ამოვაშრობ ნილოსის არხებს+ და ბოროტებს ხელში ჩავუგდებ* მიწას,+ უცხოთა ხელით გავაპარტახებ მიწას და მის სისავსეს.+ მე, იეჰოვა, ვამბობ ამას“.+ 13  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „გავანადგურებ ნეხვიან კერპებს+ და გავაქრობ არაფრის მაქნის ღმერთებს ნოფში,+ აღარ გამოვა თავკაცი ეგვიპტის მიწიდან; შიშის ზარს დავცემ ეგვიპტის მიწას.+ 14  გავაპარტახებ ფათროსს,+ ცეცხლს გავაჩაღებ ცოანში+ და განაჩენს აღვასრულებ ნოზე.+ 15  გადმოვღვრი ჩემს რისხვას+ სინზე, ეგვიპტის სიმაგრეზე, და მოვსპობ ნოს+ ბრბოს. 16  ცეცხლს გავაჩაღებ ეგვიპტეში, მწვავე ტკივილი შეიპყრობს სინს, ნოს შენანგრევებიდან დაიპყრობენ, ნოფს კი დღისით ეყოლება მოწინააღმდეგეები! 17  ონისა+ და ფი-ბესეთის ჭაბუკები მახვილით დაეცემიან, ქალაქები ტყვეობაში წავლენ. 18  დღე დაბნელდება თეხაფნეხესში,+ როცა ეგვიპტის უღელს დავამტვრევ იქ.+ გაქრება მასში მისი საამაყო ძლიერება,+ თვითონ მას კი ღრუბლები დაფარავს+ და ტყვეობაში წავლენ მისი მიმდებარე ქალაქები.+ 19  განაჩენს აღვასრულებ ეგვიპტეზე;+ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“». 20  მეთერთმეტე წელს, პირველი თვის მეშვიდე დღეს კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 21  „კაცის ძეო, მე გადავამტვრევ ფარაონის, ეგვიპტის მეფის მკლავს+ და, აი, არავინ შეუხვევს, რომ მოურჩეს და არავინ დაადებს სახვევს,+ რომ გაუმაგრდეს და მახვილის დაჭერა შეძლოს“. 22  «ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „გამოვდივარ ფარაონის, ეგვიპტის მეფის წინააღმდეგ+ და გადავუმტვრევ მკლავებს,+ ძლიერსაც და მოტეხილსაც,+ და გავაგდებინებ ხელიდან მახვილს.+ 23  გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და მიმოვფანტავ ქვეყნებში.+ 24  გავუმაგრებ მკლავებს ბაბილონის მეფეს+ და ჩემს მახვილს მივცემ ხელში,+ გადავუმტვრევ ფარაონს მკლავებს და მწარედ აკვნესდება ის მის წინაშე სასიკვდილოდ დაჭრილივით.+ 25  გავუმაგრებ მკლავებს ბაბილონის მეფეს, ფარაონის მკლავები კი ჩამოიყრება; გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა ჩემს მახვილს მივცემ ბაბილონის მეფეს ხელში და გაიწვდის მას ეგვიპტის მიწის წინააღმდეგ.+ 26  გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში+ და მიმოვფანტავ ქვეყნებში; და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“».

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — მივყიდი.