წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზეკიელი 29:1—21

29  მეათე წელს, მეათე თვის მეთორმეტე დღეს, იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა:  «კაცის ძეო, პირი იბრუნე ფარაონისკენ, ეგვიპტის მეფისკენ,+ და იწინასწარმეტყველე მის საუბედუროდ და მთელი ეგვიპტის საუბედუროდ.+  ილაპარაკე და თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, ფარაონო, ეგვიპტის მეფეო,+ ნილოსის არხში+ გაწოლილო ზღვის დიდო ურჩხულო,+ რომელიც ამბობ, ჩემიაო ჩემი ნილოსი, მე, მე შევიქმენიო ის.+  კავებს ამოგდებ ყბებში+ და ქერცლზე მოგაწებებ შენი ნილოსის არხების თევზებს; ამოგიყვან შენი ნილოსის არხებიდან შენს ქერცლზე მოკრულ ნილოსის არხების თევზებთან ერთად.  მიგატოვებ უდაბნოში, შენცა და შენი ნილოსის არხების თევზებსაც.+ მინდვრის პირას დაეცემი;+ არ აგკრეფენ და არ შეგაგროვებენ. მიწის მხეცებსა და ცის ფრინველებს მივცემ საჭმელად შენს თავს.+  ეგვიპტის მკვიდრნი გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა,+ რადგან ლერწმის საყრდენი იყვნენ ისრაელის სახლისთვის.+  როცა ხელი მოგკიდეს, გატყდი+ და მხარი გაუგლიჯე მათ; როცა დაგეყრდნენ, გადატყდი+ და თეძოები აუკანკალე“.+  ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, მოგივლენ მახვილს+ და მოგისპობ ადამიანსა და პირუტყვს.+  გაპარტახდება და განადგურდება ეგვიპტის მიწა;+ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, ვინაიდან ის ამბობს, ჩემიაო მდინარე ნილოსი და მე შევქმენიო ის.+ 10  ამიტომ, გამოვდივარ შენ წინააღმდეგ და შენი ნილოსის არხების+ წინააღმდეგ; გავანადგურებ, გამოვაშრობ, გავაპარტახებ ეგვიპტის+ მიწას მიგდოლიდან+ სევენემდე+ და ეთიოპიის საზღვრამდე. 11  არც კაცი გაივლის მასზე+ და არც პირუტყვი,+ ორმოცი წელი დაუსახლებელი იქნება.+ 12  გავაპარტახებ ეგვიპტის მიწას გაპარტახებულ ქვეყნებს შორის;+ ორმოცი წელი გაპარტახებული იქნება მისი ქალაქები განადგურებულ ქალაქებს შორის.+ გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და მიმოვფანტავ ქვეყნებში“.+ 13  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ორმოცი წლის შემდეგ+ შევკრებ ეგვიპტელებს იმ ხალხთაგან, რომელთა შორისაც იქნებიან გაფანტულნი,+ 14  დავაბრუნებ ეგვიპტელ ტყვეებს, დავაბრუნებ მათ ფათროსის+ მიწაზე, მათ სამშობლოში, სადაც დამდაბლებულ სამეფოდ იქცევიან. 15  დამდაბლდება ის სხვა სამეფოებს შორის და მეტად აღარ ამაღლდება სხვა ხალხებზე;+ იმდენად დავაცოტავებ მათ, რომ ვეღარ დაიმორჩილებენ სხვა ხალხებს.+ 16  აღარ იქნება ის ისრაელის სახლის იმედი+ და აღარ გაიხსენება ის დანაშაული, მას რომ მიმართავდნენ.+ გაიგებენ, რომ მე ვარ უზენაესი უფალი იეჰოვა“». 17  ოცდამეშვიდე წელს, პირველი თვის პირველ დღეს იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა: 18  «კაცის ძეო, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა+ დიდი საქმე შეასრულებინა თავის ჯარს ტვიროსის+ საუბედუროდ. ყველა თავი გამელოტდა და ყველა მხარი გადაიყვლიფა,+ მაგრამ არც მას და არც მის ჯარს გასამრჯელო+ არ მიუღია ტვიროსისგან იმ საქმისთვის, რომელიც მან მის საუბედუროდ შეასრულა. 19  ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს ვაძლევ ეგვიპტის მიწას,+ წაიღებს მის სიმდიდრეს, აიღებს დიდ ნადავლს+ და დაიტაცებს; ის იქნება მისი ჯარის გასამრჯელო“. 20  იმ საქმის გასამრჯელოდ, რომელიც მის საუბედუროდ შეასრულა, ვაძლევ მას ეგვიპტის მიწას, რადგან, რაც გააკეთეს, ჩემთვის გააკეთეს,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. 21  იმ დღეს რქას* აღმოვაცენებ ისრაელის სახლისთვის+ და ბაგეს გაგიხსნი მათ შორის;+ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა».

სქოლიოები

ცხოველის რქა ხშირად ძალისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება.