არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზეკიელი 28:1—26

28  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, უთხარი ტვიროსის მთავარს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი გადიდგულდი+ და ამბობ, ღმერთი ვარო,+ ღვთის ადგილზე ვზივარ,+ შუაგულ ზღვაში ვზივარო,+ როცა ადამიანი ხარ+ და არა ღმერთი+ და შენს გულს ღვთის გულს უტოლებ...  აი, დანიელზე ბრძენი ხარ,+ არ არსებობს შენთვის ჩაუწვდომელი საიდუმლო;+  შენი სიბრძნითა და გამჭრიახობით მდიდრდები, საგანძურებში ოქრო-ვერცხლს იგროვებ;+  შენი დიდი სიბრძნითა+ და ნავაჭრით+ მოიხვეჭე სიმდიდრე,+ შენმა სიმდიდრემ გაგადიდგულა“.+  ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი შენს გულს ღვთის გულს უტოლებ,+  მოგივლენ უცხოებს,+ უსასტიკესთ ხალხთა შორის,+ იშიშვლებენ მახვილს შენი სიბრძნის მშვენების წინააღმდეგ და შებღალავენ შენს ბრწყინვალებას.+  ორმოში ჩაგიყვანენ+ და შუაგულ ზღვაში მოკლულის სიკვდილით მოკვდები.+  განა იტყვი შენი მკვლელის წინაშე,+ ღმერთი ვარო, როცა ადამიანი ხარ შენი შემბღალავების ხელში და არა ღმერთი?!“+ 10  წინადაუცვეთელთა სიკვდილით მოკვდები უცხოთა ხელით,+ რადგან მე ვამბობ ამას, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა». 11  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 12  «კაცის ძეო, სამგლოვიარო სიმღერა იმღერე ტვიროსის მეფეზე+ და უთხარი მას, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „სიბრძნით სავსე ხარ+ და სრულყოფილად ლამაზი,+ შენ ასვამ ბეჭედს ნიმუშს. 13  ედემში, ღვთის ბაღში იყავი.+ ძვირფასი ქვები გფარავდა — ლალი, ტოპაზი და იასპი, ქრიზოლითი, ონიქსი+ და ჟადეიტი, საფირონი, ფირუზი+ და ზურმუხტი. ოქროსი გქონდა ყველა ბუდე. შენი შექმნის დღეს დამზადდა ისინი. 14  მფარველი ცხებული ქერუბიმი ხარ, მე დაგაყენე შენ. ღვთის წმინდა მთაზე იყავი.+ ცეცხლოვან ქვებს შორის მიმოდიოდი. 15  უბიწო იყავი შენს გზაზე შენი შექმნის დღიდან,+ სანამ უმართლობა არ იქნა ნაპოვნი შენში.+ 16  შენი ნავაჭრის სიუხვის+ გამო ძალადობით აივსე და შენც შესცოდე.+ ღვთის მთიდან გაგაძევებ შებღალულს,+ მფარველო ქერუბიმო, და მოგსპობ ცეცხლოვან ქვებს შორის! 17  გაგადიდგულა შენმა სილამაზემ;+ სიბრძნე მოგისპო შენმა ბრწყინვალებამ.+ მოგისვრი მიწაზე,+ დაგსვამ მეფეთა წინაშე, რომ გიყურონ.+ 18  შენი მრავალი დანაშაულით,+ შენი უსამართლო ნავაჭრით+ შებღალე შენი საწმინდრები. ცეცხლს გამოვიყვან შენგან და ის გშთანთქავს;+ ფერფლად გაქცევ მიწაზე ყველა შენი მხილველის თვალწინ.+ 19  ყველა, ვინც გიცნობს ხალხებს შორის, გაოგნებული შემოგხედავს.+ უეცრად შიშის ზარი დაგეცემა და სამარადისოდ აღარ იარსებებ“».+ 20  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 21  «კაცის ძეო, პირი იბრუნე სიდონისკენ+ და იწინასწარმეტყველე მის საუბედუროდ, 22  უთხარი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, შენ წინააღმდეგ გამოვდივარ,+ სიდონო, და განვდიდდები შენს შუაგულში;+ გაიგებს ხალხი, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა განაჩენს აღვასრულებ+ მასზე და განვიწმინდები მისით.+ 23  ჭირს მოვუვლენ მას და სისხლს — მის ქუჩებს.+ დაეცემიან იქ მოკლულები ყოველი მხრიდან წამოსული მახვილით;+ და გაიგებს ხალხი, რომ მე ვარ იეჰოვა.+ 24  აღარ იქნებიან ისრაელის სახლისთვის მტანჯველ ეკლად+ ან მტკივნეულ ნარად ისინი, ვინც მის ირგვლივაა, ვინც ზიზღით ეპყრობა მას; და გაიგებს ხალხი, რომ მე ვარ უზენაესი უფალი იეჰოვა“. 25  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „როდესაც შევკრებ ხალხებში გაფანტულ ისრაელის სახლს,+ მათ შორის განვიწმინდები ხალხების თვალწინ.+ იცხოვრებენ თავიანთ მიწაზე,+ რომელიც ჩემს მსახურ იაკობს მივეცი.+ 26  უსაფრთხოდ იცხოვრებენ+ მასზე, ააშენებენ სახლებს+ და გააშენებენ ვენახებს;+ უსაფრთხოდ იცხოვრებენ,+ როცა აღვასრულებ განაჩენს ყველა მათ მოძულეზე ირგვლივ;+ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი“».

სქოლიოები