წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზეკიელი 25:1—17

25  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, პირი იბრუნე ამონის ძეებისკენ და იწინასწარმეტყველე მათ საუბედუროდ.+  უთხარი ამონის ძეებს, ისმინეთ-თქო უზენაესი უფლის, იეჰოვას სიტყვა, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი ამბობთ, ახიაო, ჩემს საწმინდარზე, რადგან შეიბღალა ის, და ისრაელის მიწაზე, რადგან გაპარტახდა ის, და იუდას სახლზე, რადგან გადასახლებაში წავიდა ის,+  ამიტომ აღმოსავლელთა სამკვიდროდ გაქცევ;+ დასცემენ ისინი შენში კედელშემოვლებულ ბანაკებს და თავიანთ კარვებს დადგამენ შენში, შენს ნაყოფს შეჭამენ და შენს რძეს დალევენ.+  რაბას+ აქლემების საძოვრად ვაქცევ და ამონის ძეების ქვეყანას — ფარების მოსასვენებელ ადგილად;+ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“».+  «აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი ტაშს უკრავდი,+ ფეხებს აბაკუნებდი და ზიზღით სავსე სულით ხარობდი ისრაელის მიწის შემხედვარე,+  ამიტომ აი ხელი მაქვს გაწვდილი შენ წინააღმდეგ+ და შენს თავს დავატაცებინებ ხალხებს. მოგსპობ ხალხთაგან და აღგგვი ქვეყნებიდან;+ გაგწყვეტ+ და გაიგებ, რომ მე ვარ იეჰოვა“.  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი მოაბი+ და სეირი+ ამბობენ, აი, იუდას სახლი ისეთივეა, როგორიც სხვა ხალხებიო,+  ამიტომ მივუშვებ მტერს მოაბის ფერდობზე — ქალაქებზე, სასაზღვრო ქალაქებზე ანუ ქვეყნის მშვენებაზე, ბეთ-იეშიმოთზე,+ ბაალ-მეონზე,+ თვით კირიათაიმზე+ 10  აღმოსავლელებს.+ მივუშვებ მათ ამონის ძეებზეც.+ დაეუფლებიან მას, რომ აღარ იხსენიებოდნენ+ ამონის ძეები ხალხებს შორის. 11  განაჩენს აღვასრულებ მოაბზე+ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“.+ 12  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი ედომი შურისგებით ექცეოდა იუდას სახლს, დიდ ბოროტებას სჩადიოდა, შურს იძიებდა მათზე,+ 13  ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: ედომის წინააღმდეგ გავიწვდი ხელს+ და მოვუსპობ მას კაცსაც და პირუტყვსაც,+ გავაპარტახებ მას თემანიდან+ დედანამდე;+ მახვილით დაეცემიან ისინი. 14  შურს ვიძიებ ედომზე ჩემი ხალხის, ისრაელის, ხელით;+ ჩემი რისხვისა და მრისხანებისამებრ მოექცევიან ისინი ედომს. გაიგებენ, რას ნიშნავს ჩემი შურისძიება,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“. 15  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი ფილისტიმელები შურისგებით იქცეოდნენ+ და გაუთავებელი მტრობის გამო+ ზიზღით სავსე სულით იძიებდნენ შურს მათ მოსასპობად,+ 16  ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: აი, ვიწვდი მკლავს ფილისტიმელთა წინააღმდეგ+ და მოვსპობ ქერეთელებს+ და აღვგვი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ყველა დანარჩენს.+ 17  მრისხანე მხილებით იქ დიდ საქმეებს აღვასრულებ შურის საძიებლად;+ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა შურს ვიძიებ მათზე“».+

სქოლიოები