წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზეკიელი 23:1—49

23  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:+  «კაცის ძეო, იყო ორი ქალი, ერთი დედის შვილი.+  ეგვიპტეში დაიწყეს მათ მეძაობა;+ ახალგაზრდობაში მეძაობდნენ.+ იქ დაეჭყლიტათ ძუძუები,+ იქ დაუსრისეს ქალწულობის მკერდი.  უფროსს ოჰოლა ერქვა, მის დას კი — ოჰოლიბა. ჩემები გახდნენ ისინი+ და გააჩინეს ვაჟები და ასულები.+ ოჰოლა ერქვა სამარიას,+ ოჰოლიბა კი — იერუსალიმს.+  დაიწყო მეძაობა ოჰოლამ,+ როცა ჯერ კიდევ ჩემი იყო; ვნებით ილტვოდა მათკენ, ვისაც ვნებიანად უყვარდა ის+ — მეზობელი ასურელებისკენ:+  ლურჯ ქსოვილში გამოწყობილი გამგებლებისკენ და მმართველებისკენ, ცხენებზე ამხედრებული მიმზიდველი ჭაბუკებისკენ.  მეძაობდა ის მათთან, ასურეთის რჩეულ ძეებთან. თავი გაიუწმინდურა მათ ნეხვიან კერპებთან, ყველასთან, ვისკენაც ვნებით ილტვოდა.+  არ მიუტოვებია ეგვიპტეში დაწყებული მეძაობა; წვებოდნენ მასთან მის ახალგაზრდობაში, დაუსრისეს ქალწულობის მკერდი, ვნებიანად ეძლეოდნენ გარყვნილებას მასთან.+  ამიტომაც ჩავაგდე ის თავისი ვნებიანი საყვარლების ხელში,+ ასურეთის ძეების ხელში, რომლებისკენაც ვნებით ილტვოდა.+ 10  მათ გამოუჩინეს სიშიშვლე.+ წაიყვანეს მისი ვაჟები და ასულები,+ თავად კი მახვილით მოკლეს. სახელი გაუტყდა ქალებს შორის, განაჩენი აღასრულეს მასზე. 11  როცა მისმა დამ, ოჰოლიბამ დაინახა ეს,+ მასზე უარესად მიეცა ავხორცობას; მისმა მეძაობამ მისი დის გარყვნილებას გადააჭარბა.+ 12  ვნებით ილტვოდა ასურეთის ძეებისკენ:+ მეზობლად მცხოვრები გემოვნებით ჩაცმული გამგებლებისა და მმართველებისკენ, ცხენებზე ამხედრებული მიმზიდველი ჭაბუკებისკენ.+ 13  დავინახე, რომ ორივეს ერთი გზა ჰქონდა, რადგან მანაც გაიუწმინდურა თავი.+ 14  უმატა მეძაობას, როცა დაინახა კედელზე ამოკვეთილი კაცის გამოსახულებები,+ ამოკვეთილი და ალისფრად შეღებილი+ ქალდეველთა გამოსახულებები; 15  წელზე სარტყლები+ ჰქონდათ შემორტყმული, გრძელი თავსაბურავები ეხურათ, ყველანი მეომრებს ჰგავდნენ, ბაბილონის ძეებს, ქალდეაში დაბადებულებს. 16  თვალი მოჰკრა თუ არა, ვნება აღეძრა მათდამი+ და ქალდეაში მაცნეები გაუგზავნა მათ.+ 17  მოდიოდნენ ბაბილონის ძეები მასთან, მის სასიყვარულო სარეცელზე და ბილწავდნენ მას თავიანთი გარყვნილებით.+ წაიბილწა ის მათ გამო და ზიზღით ზურგი აქცია მათ მისმა სულმა. 18  აჩენდა თავის მეძაობას და სიშიშვლეს;+ ამიტომ ზიზღით აქცია მას ზურგი ჩემმა სულმა, როგორც მის დას.+ 19  ახალგაზრდობის დღეები+ გაიხსენა, ეგვიპტეში რომ მეძაობდა,+ და უმატა მეძაობას.+ 20  მისი ვნებიანი ლტოლვა იმ ხარჭების ლტოლვას ჰგავდა, რომელთა პატრონებსაც ასო მამალი ვირივით აქვთ და რომელთა სასქესო ორგანოც ულაყის სასქესო ორგანოს ჰგავს.+ 21  ახალგაზრდობის დროინდელ შენს თავაშვებულობას იხსენებდი, როცა ეგვიპტიდან მოყოლებული მკერდს ასრესინებდი+ შენი სიყმაწვილის ძუძუების გულისთვის.+ 22  ამიტომ, ოჰოლიბა, აი რას გეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა: „შენ წინააღმდეგ აღვძრავ შენს ვნებიან საყვარლებს,+ რომლებსაც ზიზღით აქცია ზურგი შენმა სულმა, და ყოველი მხრიდან მოგაყენებ მათ:+ 23  ბაბილონის ძეებს,+ ყველა ქალდეველს,+ ფეკოდს,+ შოას და კოას, მათთან ერთად ასურეთის ყველა ძეს, მიმზიდველ ჭაბუკებს, გამგებლებსა და მმართველებს, მეომრებსა და რჩეულებს — ცხენებზე ამხედრებულებს. 24  საომარი ეტლებისა და ბორბლების გრუხუნით მოვლენ შენ წინააღმდეგ,+ ხალხთა კრებულით, დიდი თუ პატარა ფარით და მუზარადით. ყოველი მხრიდან შემოგადგებიან, მათ მივცემ გასამართლების უფლებას და თავიანთი სამართლით განგსჯიან.+ 25  შენკენ მოვმართავ ჩემს წყრომას+ და რისხვით იმოქმედებენ ისინი შენ წინააღმდეგ.+ მოგჭრიან ცხვირსა და ყურებს, ხოლო რაც დაგრჩება, მახვილით დაეცემა. წაიყვანენ+ შენს ვაჟებსა და ასულებს,+ შენგან დარჩენილს კი ცეცხლი შთანთქავს.+ 26  გაგხდიან ტანსაცმელს+ და წაიღებენ შენს ლამაზ ნივთებს.+ 27  ბოლოს მოვუღებ შენს თავაშვებულობას+ და ეგვიპტიდან მოყოლებულ შენს მეძაობას.+ აღარ მიაპყრობ თვალებს მათ და აღარ გაიხსენებ ეგვიპტეს“. 28  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ჩაგაგდებ მათ ხელში, ვინც გძულს, მათ ხელში, ვისაც ზიზღით ზურგი აქცია შენმა სულმა.+ 29  სიძულვილით მოგექცევიან, წაგართმევენ მთელი შენი შრომის ნაყოფს და დაგტოვებენ შიშველ-ტიტველს.+ გამოჩნდება შენი გარყვნილების სიშიშვლე, შენი თავაშვებულობა და მეძაობა.+ 30  ასე მოგექცევიან, რადგან მეძავივით დასდევდი ხალხებს+ და მათი ნეხვიანი კერპებით იუწმინდურებდი თავს.+ 31  შენი დის გზით დადიხარ,+ ამიტომაც მის სასმისს მოგცემ ხელში“.+ 32  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „შესვამ შენი დის სასმისს, ღრმასა და განიერს;+ დასაცინი, მასხრად ასაგდები გახდები, რადგან ტევადია სასმისი;+ 33  სიმთვრალითა და მწუხარებით აივსები, გაოგნებისა და გაპარტახების სასმისით, შენი დის — სამარიის სასმისით. 34  დალევ და გამოცლი მას,+ მის თიხის ნატეხებს დახრავ და ძუძუებს დაიგლეჯ,+ რადგან მე ვამბობ ამას, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“. 35  ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი დამივიწყე+ და ზურგს უკან მომისროლე,+ შენს თავაშვებულობასა და მეძაობას იტვირთებ“». 36  მკითხა იეჰოვამ: «კაცის ძეო, გაასამართლებ+ ოჰოლას და ოჰოლიბას?+ გააგებინებ, რა სისაძაგლეები ჩაიდინეს?+ 37  მრუშობენ+ ისინი, სისხლიანი აქვთ ხელები,+ თავიანთ ნეხვიან კერპებთან მრუშობენ.+ თავიანთი ვაჟებიც კი, რომლებიც მე გამიჩინეს, ცეცხლში გაუტარეს მათ საჭმელად.+ 38  აი კიდევ რა გამიკეთეს: იმ დღეს წაბილწეს+ ჩემი საწმინდარი+ და შებღალეს ჩემი შაბათები.+ 39  როცა თავიანთი ვაჟები დაუკლეს თავიანთ ნეხვიან კერპებს,+ იმავე დღეს ჩემს საწმინდარშიც მოვიდნენ მის შესაბღალავად.+ აი ამას აკეთებენ ჩემს სახლში.+ 40  ამასთანავე, დაიბარეს შორიდან მომავალი კაცები, რომლებსაც მაცნე+ გაუგზავნეს, და ისინიც მოვიდნენ,+ ვისი გულისთვისაც დაიბანე,+ თვალები შეიღებე+ და თავი სამკაულებით მოირთე.+ 41  დიდებულ ტახტზე დაჯექი,+ რომლის წინაც სუფრა იყო გაშლილი,+ და ჩემი საკმეველი+ და ზეთი დადე მასზე.+ 42  უდარდელი ბრბოს ხმა ისმოდა+ იქ, უდაბნოდან მოიყვანეს ლოთები+ უამრავი ხალხიდან მოსულ კაცებთან; ქალებს ხელებზე სამაჯურები გაუკეთეს და ლამაზი გვირგვინები დაადგეს თავზე.+ 43  მაშინ ვთქვი მასზე, ვინც მრუშობით+ დაუძლურდა, ახლა კვლავ გააგრძელებს-მეთქი მრუშობას.+ 44  ისინი მოდიოდნენ მასთან, როგორც მეძავთან; მოდიოდნენ ოჰოლასთან და ოჰოლიბასთან, როგორც თავაშვებულ ქალებთან.+ 45  მართალი კაცები+ გაასამართლებენ მას და მრუში+ და სისხლისმღვრელი ქალის განაჩენს გამოუტანენ;+ მრუშები არიან და სისხლიანი აქვთ ხელები.+ 46  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „გამოვა კრებული მათ წინააღმდეგ,+ საშინელ შესახედავს გახდის და გაძარცვავს მათ;+ 47  კრებული ჩაქოლავს+ მათ და მახვილით დახოცავს; გაწყვეტენ მათ ვაჟებსა და ასულებს+ და ცეცხლს მისცემენ მათ სახლებს.+ 48  ბოლოს მოვუღებ თავაშვებულობას+ იმ მიწაზე,+ ჭკუას ისწავლის ყველა ქალი და არც ერთი აღარ მოგბაძავთ თავაშვებულობაში.+ 49  თქვენზე მოაწევენ ისინი თქვენს თავაშვებულობას,+ თქვენი ნეხვიანი კერპების ცოდვებს იტვირთებთ, და გაიგებთ რომ მე ვარ უზენაესი უფალი იეჰოვა“».+

სქოლიოები