არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზეკიელი 21:1—32

21  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, პირი იბრუნე იერუსალიმისკენ, აწვეთე+ სიტყვები წმინდა ადგილებისკენ+ და იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწის წინააღმდეგ.+  უთხარი ისრაელის მიწას, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ,+ ქარქაშიდან ამოვიღებ ჩემს მახვილს+ და მოგისპობ მართალსა და ბოროტს.+  ქარქაშიდან ამოვა ჩემი მახვილი, რომ მოგისპო მართალი და ბოროტი, ამოვა ყოველი ხორციელის საუბედუროდ სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.+  გაიგებს ყოველი ხორციელი, რომ მე, იეჰოვამ ამოვიღე ჩემი მახვილი ქარქაშიდან+ და უკან აღარ ჩაბრუნდება ის“.+  შენ კი, კაცის ძეო, თეძოების კანკალით ოხრავდე,+ სიმწრით ოხრავდე მათ თვალწინ.+  თუ გკითხეს, რატომ ოხრავო,+ უთხარი, ამბის გამო-თქო.+ მოხდება ეს+ და დადნება ყველა გული,+ დაეშვება ყველა ხელი, დამწუხრდება ყველა სული და ყველა მუხლზე წყალი ჩამოვა*.+ უეჭველად მოვა+ და მოხდება ეს, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე და თქვი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „თქვი, მახვილი, მახვილი!+ გალესილია+ ის და გაპრიალებული, 10  იმიტომ გაილესა, რომ ხოცოს, იმიტომ გაპრიალდა, რომ ბზინავდეს-თქო“».+ „განა არ უნდა ვხარობდეთ?!“+ „განა ჩემი ვაჟის+ კვერთხს ისევე უარყოფს,+ როგორც ყოველ ხეს?!+ 11  გასაპრიალებლად აძლევენ მახვილს, რომ ხელში დაიჭირონ. გალესილი და გაპრიალებულია მახვილი, რომ მკვლელს მიეცეს ხელში.+ 12  იყვირე და იღრიალე,+ კაცის ძეო, რადგან ჩემი ხალხის წინააღმდეგ+ და ისრაელის თავკაცების წინააღმდეგაა ის;+ ჩემს ხალხთან ერთად გადაუყრიან მათ მახვილს.+ ამიტომ ხელი დაირტყი ბარძაყზე.+ 13  აი, შემოწმდა,+ და რა მოხდება, თუ ის კვერთხსაც უარყოფს?+ აღარ იარსებებს ის,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. 14  შენ კი, კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე და ხელი ხელს დაჰკარი;+ სამჯერ უნდა განმეორდეს+ — მახვილი! მოსაკლავად მოღერებულა ეს მახვილი. დიდებულთა მოსაკლავი მახვილია, გარს რომ უვლის მათ.+ 15  გულის დასადნობად+ და მათ კარიბჭეებთან დაცემულთა გასამრავლებლად+ დავიწყებ მახვილით ხოცვას. ვაი, ბზინავს ის, გაპრიალებულია, რომ ხოცოს!+ 16  ბასრი გამოდექი,+ გაემართე მარჯვნივ! შენი ადგილი დაიკავე, გაემართე მარცხნივ! წადი ყველგან, სადაც პირს მიმართავ! 17  მეც დავკრავ ხელს ხელზე+ და დავაცხრობ+ ჩემს რისხვას.+ მე, იეჰოვა ვამბობ ამას“. 18  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 19  «შენ კი, კაცის ძეო, ორი გზა აირჩიე, ბაბილონის მეფის მახვილმა რომ გაიაროს.+ ორივე ერთი მიწიდან უნდა გამოდიოდეს, გზის მაჩვენებელი დააყენე,+ ქალაქისკენ მიმავალი გზის თავში დააყენე ის. 20  ერთი გზა აირჩიე მახვილისთვის ამონის ძეების რაბას წინააღმდეგ,+ მეორე კი — იუდას წინააღმდეგ, გამაგრებული იერუსალიმის წინააღმდეგ.+ 21  ბაბილონის მეფე სამკითხაოდ გაჩერდა გზაჯვარედინთან, ორი გზის გასაყარზე.+ ისრებს არხევს, თერაფიმის მეშვეობით ეძებს პასუხს,+ ღვიძლს უყურებს. 22  მკითხაობისას მისმა მარჯვენამ იერუსალიმში წასვლა აჩვენა, რომ დაედგათ კედლის სანგრევი იარაღები,+ გამოეცხადებინათ ხალხის ხოცვა, აეტეხათ განგაში,+ კარიბჭეებთან დაედგათ კედლის სანგრევი იარაღები, შემოევლოთ მიწაყრილი და კედელი ალყად.+ 23  გაცრუვდა ეს მკითხაობა მათ თვალში,+ ვინც შეჰფიცა მათ.+ ის იხსენებს დანაშაულს,+ რომ შეიპყროს ისინი.+ 24  ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „თქვენი ცოდვების გამჟღავნებით გაახსენეთ მას თქვენი დანაშაული, რათა გამჟღავნდეს თქვენი ცოდვები თქვენი საქმეებისამებრ; რადგან გაგიხსენეს,+ ხელით დაგიჭერენ“.+ 25  შენ კი, სასიკვდილოდ დაჭრილო ისრაელის+ ბოროტო თავკაცო,+ რომლის დღეც დადგა ბოლო დანაშაულის დროს,+ 26  აი რას გეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა: „მოიძვრე თავსაბურავი, მოიცილე გვირგვინი!+ ყველაფერი სხვაგვარად იქნება.+ აამაღლე დაბალი+ და დაამდაბლე მაღალი!+ 27  ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად ვაქცევ მას!+ არავისი არ იქნება ის, სანამ არ მოვა კანონით უფლებამოსილი,+ — მას გადავცემ“.+ 28  შენ კი, კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა ამონის ძეებზე და მათგან მომდინარე შეურაცხყოფაზე. თქვი: „მახვილი, მახვილია მოღერებული, რომ ხოცოს, გაპრიალებულია, რომ ელვარებდეს და ნთქავდეს,+ 29  რადგან სიცრუეს ხედავენ შენთვის, სიცრუეს გიმკითხავებენ,+ რათა დაგდონ დახოცილთა კისერზე, იმ ბოროტი ხალხის კისერზე, რომელთა დღეც ბოლო დანაშაულის დროს დადგა.+ 30  ჩააბრუნე ის ქარქაშში. შენი შექმნის ადგილას, შენს მშობლიურ მიწაზე+ გაგასამართლებ. 31  შენზე გადმოვღვრი ჩემს რისხვას.+ ჩემი მრისხანების ცეცხლს დაგიბერავთ და ჩაგაგდებთ უგუნური ხალხის ხელში, რომელიც გაწაფულია მოსპობაში.+ 32  შენით აბრიალდება ცეცხლი.+ შენი სისხლი ქვეყნის შუაგულში დაიღვრება. არ გაიხსენები, რადგან მე, იეჰოვა ვამბობ ამას“».+

სქოლიოები

იხილეთ 7:17-ის სქოლიო.