წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზეკიელი 19:1—14

19  «შენ კი წამოიწყე სამგლოვიარო სიმღერა+ ისრაელის თავკაცებზე+  და თქვი: „რა იყო დედაშენი? ძუ ლომი ლომებს შორის.+ ფაფრიან ლომებს შორის იწვა და ბოკვრებს ზრდიდა.  ნელ-ნელა გამოზარდა ერთ-ერთი ბოკვერი.+ ფაფრიან ლომად იქცა ის და ნანადირევის დაგლეჯა ისწავლა;+ ადამიანსაც კი ჭამდა.  შეიტყვეს ხალხებმა მის შესახებ. მათ მიერ ამოთხრილ ორმოში დაიჭირეს ის და კავებით წაიყვანეს ეგვიპტეში.+  როცა ძუ ლომმა დაინახა, რომ ამაოდ ელოდა და იმედი გაუქრა, მაშინ თავისი ბოკვრებიდან სხვა ბოკვერი აიყვანა+ და ფაფრიან ლომად აქცია.  დაიარებოდა ის ლომებს შორის; ფაფრიან ლომად იქცა. ნელ-ნელა ნანადირევის დაგლეჯა ისწავლა+ და ადამიანსაც კი ჭამდა.+  იცოდა, სად ჰქონდათ მათ საცხოვრებელი კოშკები და გაუნადგურა მათ ქალაქები,+ გაპარტახდა მიწა და ყველგან ისმოდა მისი ღრიალი.+  აღსდგნენ ხალხები მის წინააღმდეგ მეზობელი სამთავროებიდან+ და ბადე ესროლეს;+ მათ მიერ ამოთხრილ ორმოში დაიჭირეს ის;+  კავებით შეიყვანეს გალიაში და მიუყვანეს ბაბილონის მეფეს.+ სანადირო ბადეებით წაიყვანეს ის, რათა აღარავის გაეგო მისი ხმა ისრაელის მთებში.+ 10  დედაშენი+ ჰგავდა წყლის პირას დარგულ ვაზს, ვაზს შენს სისხლში.+ წყლის სიუხვით მსხმოიარე და უხვტოტიანი გახდა.+ 11  მმართველთა კვერთხებად გამოსადეგ ძლიერ ღეროებად ექცა ისინი.+ სხვა ტოტებს ასცილდა ის და თავისი სიმაღლისა და ხშირი ფოთლების გამო ადვილი დასანახავი გახდა.+ 12  მაგრამ საბოლოოდ რისხვით ამოიძირკვა,+ მიწაზე დააგდეს და აღმოსავლეთის ქარმა გაუხმო ნაყოფი.+ მოსტეხეს მას ძლიერი ღერო, გახმა+ და ცეცხლმა შთანთქა ის.+ 13  ახლა უდაბნოშია ის დარგული,+ უწყლო და გვალვიან მიწაზე.+ 14  ცეცხლი გამოვიდა მისი ღეროდან;+ შთანთქა მისი ყლორტები, მისი ნაყოფი, და აღარ შერჩა მას ძლიერი ღერო, აღარ შერჩა მმართველობის კვერთხი.+ ესაა სამგლოვიარო სიმღერა, რომელიც სამგლოვიარო სიმღერადვე დარჩება“».+

სქოლიოები