წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზეკიელი 16:1—63

16  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, გააგებინე+ იერუსალიმს მისი სისაძაგლეები.+  უთხარი, აი რას ეუბნება-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა იერუსალიმს: „წარმოშობით ქანაანის მიწიდან+ იყავი, იქ დაიბადე. მამა ამორეველი+ გყავდა, დედა კი — ხეთელი.+  იმ დღეს, როცა დაიბადე,+ არც ჭიპლარი გადაუჭრიათ შენთვის, არც წყლით დაბანილხარ, რომ გასუფთავებულიყავი, არც მარილით გახეხილხარ და არც სახვევებში შეხვეულხარ.  არავის თვალს შებრალებიხარ, რომ ერთი რამ მაინც გაეკეთებინა შენთვის თანაგრძნობის ნიშნად;+ მინდვრის პირას ეგდე, რადგან მოძულებული იყო შენი სული იმ დღეს, როცა დაიბადე.  გვერდით ჩაგიარე და დაგინახე, სისხლში რომ იქნევდი ფეხებს, და გითხარი სისხლში მწოლიარეს, იცოცხლე-მეთქი!+ გითხარი სისხლში მწოლიარეს, იცოცხლე-მეთქი!  მინდვრის აღმონაცენივით გაგამრავლე, რომ გაზრდილიყავი,+ გამაღლებულიყავი და მშვენიერი სამკაულებით გამოსულიყავი.+ მკერდი შეგევსო, ხშირი თმა გაგეზარდა, როცა ჯერ კიდევ შიშველ-ტიტველი იყავი“.  გვერდით ჩაგიარე და დაგინახე, აი, ალერსის დრო დაგდგომოდა;+ კალთა გადაგაფარე,+ სიშიშვლე დაგიფარე, შემოგფიცე და შეთანხმება დაგიდე,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — და შენ ჩემი გახდი.+  წყლით დაგბანე,+ სისხლი ჩამოგრეცხე და ზეთი წაგისვი;+ 10  მოქარგული ტანსაცმელი ჩაგაცვი,+ ფეხი სელაპის ტყავით შეგიმოსე,+ ძვირფასი სელი მოგახვიე+ და მდიდრული ქსოვილით შეგმოსე; 11  სამკაულებით მოგრთე, ხელზე სამაჯურები+ გაგიკეთე და ყელზე ყელსაბამი+ ჩამოგკიდე; 12  ცხვირზე რგოლი+ გაგიკეთე, ყურებზე — საყურეები+ და თავზე ლამაზი გვირგვინი+ დაგადგი. 13  თავს იმკობდი ოქრო-ვერცხლით; ძვირფასი სელით, მდიდრული ქსოვილითა და მოქარგული ტანსაცმლით+ იმოსებოდი; წმინდად დაფქულ ფქვილს, თაფლსა და ზეთს+ ჭამდი. ძალიან, ძალიან გალამაზდი და თანდათან მეფობისთვის შესაფერისი გახდი».+ 14  „ჩემმა ნაბოძებმა ბრწყინვალებამ გაასრულყოფილა შენი სილამაზე და ამით გაითქვი სახელი ხალხებში,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“. 15  „მაგრამ შენს სილამაზეს დაენდე+ და შენმა სახელმა გაგამეძავა;+ ყველა გამვლელთან მეძაობდი,+ მათი გახდა შენი სილამაზე. 16  აიღე შენი ტანსაცმელი, მოიწყვე ჭრელ-ჭრელი მაღლობები+ და მეძაობდი მათზე+ — ასეთი რამ არც უნდა მომხდარიყო და არც უნდა მოხდეს. 17  იღებდი ჩემი მოცემული ოქრო-ვერცხლით გაკეთებულ შენს ლამაზ ნივთებს,+ მამაკაცის ქანდაკებებს იკეთებდი+ და მეძაობდი მათთან.+ 18  იღებდი შენს მოქარგულ ტანსაცმელს და აფარებდი მათ, ჩემს ზეთსა და ჩემს საკმეველს+ უდგამდი წინ. 19  ჩემი მოცემული პურიც — წმინდად დაფქული ფქვილი, ზეთი და თაფლი, რომელსაც გაჭმევდი+ — მათ წინაშე დადგი დამამშვიდებელ სურნელებად+ და ეს ასე გრძელდებოდა, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“. 20  «აგყავდა შენი ვაჟები და შენი ასულები, რომლებიც მე გამიჩინე,+ და მსხვერპლად სწირავდი მათ, რათა შთაენთქათ.+ ნუთუ არ იყო საკმარისი ეს საქციელი — შენი მეძაობა?! 21  შენ ხოცავდი ჩემს ვაჟებს,+ ცეცხლში ატარებდი მათ და კერპებს აძლევდი.+ 22  როცა სისაძაგლეებს სჩადიოდი და მეძაობდი, არ გაგხსენებია შენი ახალგაზრდობის დღეები, შიშველ-ტიტველი რომ იყავი და სისხლში იქნევდი ფეხებს.+ 23  მთელი შენი ბოროტების შემდეგ (ვაი, ვაი შენ,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა) 24  აღმართე გორაკი და მაღლობი გაიკეთე ყველა მოედანზე.+ 25  ყველა გზის თავში აღმართე მაღლობი,+ სისაძაგლედ აქციე შენი სილამაზე,+ ყველა გამვლელს ფეხებს უჩაჩხავდი,+ მოუხშირე მეძაობას.+ 26  მეძაობდი ეგვიპტის ძეებთან,+ შენს დიდხორციან მეზობლებთან;+ და უფრო და უფრო მოუხშირე მეძაობას ჩემ შეურაცხსაყოფად. 27  აი, გავიწვდი ხელს შენ წინააღმდეგ,+ შეგიმცირებ სარჩოს+ და გადაგცემ შენ მოძულე ქალთა+ სულის წადილს,+ ფილისტიმელთა ასულების,+ იმ ქალების სულის წადილს, რომლებიც გაოგნებული არიან შენი თავაშვებული საქციელით.+ 28  მეძაობდი ასურეთის ძეებთან, რადგან ვერ დაკმაყოფილდი;+ მეძაობდი მათთან, მაგრამ მაინც ვერ დაკმაყოფილდი. 29  ამიტომ გაახშირე მეძაობა ქანაანის მიწაზეც+ და ქალდეველებთანაც,+ მაგრამ მაინც ვერ დაკმაყოფილდი. 30  ო, როგორ ავივსე შენზე რისხვით,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — შენი საქციელის, უსირცხვილო მეძავი ქალის+ საქმის გამო!+ 31  ყველა გზის თავში გორაკი აღიმართე და ყველა მოედანზე მაღლობი გაიკეთე, თუმცა იმით არ ჰგავდი მეძავს, რომ გძულდა გასამრჯელო. 32  მრუში ცოლი ქმრის ნაცვლად უცხოებს იღებს.+ 33  მეძავებს საჩუქარს აძლევენ,+ შენ კი თვითონ ასაჩუქრებ ყველა შენს ვნებიან საყვარელს;+ ქრთამს სთავაზობ, რომ ყველა მხრიდან მოვიდნენ შენთან+ სამეძაოდ. 34  შენი მეძაობით არ ჰგავხარ სხვა ქალებს, ყველაფერი პირიქით ხდება; შენსავით არავის უმეძავია, რადგან შენ აძლევ გასამრჯელოს, როცა შენთვის არაფერი მოუციათ; ასე რომ, ყველაფერი პირიქით ხდება. 35  ამიტომ, მეძავო,+ ისმინე იეჰოვას სიტყვა,+ 36  აი რას გეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი გარეთ ღვრი შენს ვნებას+ და მეძაობისას გაშიშვლებულია შენი სასირცხო ადგილები+ შენი ვნებიანი საყვარლებისა+ და შენი საძაგელი ნეხვიანი კერპების+ წინაშე, რაკი მათ მიეცი შენი ძეების სისხლი,+ 37  შევკრებ ყველას, ვისაც ვნებით უყვარდი და ვისაც ასიამოვნებდი, ყველას, ვინც გიყვარდა, და ყველას, ვინც გძულდა; ერთად შევკრებ მათ ყოველი მხრიდან შენ წინააღმდეგ; გავაშიშვლებ მათ წინაშე შენს სასირცხო ადგილებს+ და იხილავენ მთელ შენს სიშიშვლეს. 38  მრუში+ და სისხლისმღვრელი ქალის განაჩენით განგსჯი+ და რისხვისა და მოშურნეობის სისხლს დაგანთხევ.+ 39  მათ ხელში ჩაგაგდებ, დაამხობენ შენს გორაკს+ და დაანგრევენ შენს მაღლობებს,+ გაგხდიან ტანსაცმელს,+ წაიღებენ შენს ლამაზ ნივთებს+ და შიშველ-ტიტველს დაგტოვებენ. 40  კრებულს გამოიყვანენ შენ წინააღმდეგ,+ ქვებით ჩაგქოლავენ+ და მახვილით მოგკლავენ.+ 41  ცეცხლს მისცემენ შენს სახლებს+ და მრავალი ქალის თვალწინ აღასრულებენ შენში განაჩენს;+ შეგაწყვეტინებ მეძაობას+ და აღარ გასცემ გასამრჯელოს. 42  დავაცხრობ შენზე ჩემს რისხვას+ და ჩამოგშორდება ჩემი მოშურნეობა;+ გავჩერდები და აღარ ვიგრძნობ თავს შეურაცხყოფილად“. 43  რაკი არ გახსოვდა შენი ახალგაზრდობის დღეები+ და შემაშფოთე ყოველივე ამით,+ მეც მოვაწევ შენივე გზას შენს თავზე,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — მეტად აღარ მოიქცევი თავაშვებულად და აღარ ჩაიდენ სისაძაგლეს. 44  აი ის, ვინც ანდაზას+ იტყვის შენზე, ასე იტყვის: რაც დედაა, ასულიც ის არისო!+ 45  შენ დედაშენის შვილი ხარ,+ რომელსაც სძულდა ქმარი+ და ვაჟები, შენი დების და ხარ, რომლებმაც თავიანთი ქმრები და ვაჟები შეიძულეს. დედა ხეთელი+ გყავდათ, მამა — ამორეველი».+ 46  «შენი უფროსი და სამარიაა+ თავისი მიმდებარე ქალაქებით,+ შენ მარცხნივ რომ ცხოვრობს; შენი უმცროსი და, შენ მარჯვნივ მცხოვრები, სოდომია+ თავისი მიმდებარე ქალაქებით.+ 47  თუმცა არ დადიოდი მათი გზებით და არც მათ სისაძაგლეებს სჩადიოდი,+ სულ ცოტა ხანში მათზე უარესად მოიქეცი ყველა შენს გზაზე.+ 48  ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — შენს დას, სოდომს თავისი მიმდებარე ქალაქებით, არ ჩაუდენია ის, რაც შენ და შენმა მიმდებარე ქალაქებმა ჩაიდინეთ.+ 49  აი რა იყო შენი დის, სოდომის დანაშაული: სიამაყე,+ პურის სიუხვე,+ მშვიდობით განცდილი უზრუნველობა,+ რაც ჰქონდა მასაც და მის მიმდებარე ქალაქებსაც,+ და ის, რომ ხელს არ უმართავდა დაჩაგრულსა+ და ღარიბს.+ 50  კვლავ ამპარტავნობდნენ+ და სისაძაგლეს სჩადიოდნენ ჩემ წინაშე;+ ბოლოს მეც მოვიშორე ისინი, რადგან ასე იყო საჭირო.+ 51  „სამარიას+ შენი ცოდვების ნახევარიც კი არ ჩაუდენია. მათზე მეტად გაიმრავლე სისაძაგლეები და შენი ჩადენილი სისაძაგლეების გამო შენი დები მართლებად გამოაჩინე.+ 52  მაშ, იტვირთე შენი დამცირება, როცა შენს დებს გაამართლებ. შენი ცოდვების გამო, რომლებიც მათთან შედარებით უფრო მეტი სისაძაგლით ჩაიდინე, ისინი შენზე მართლები არიან.+ შერცხვი და იტვირთე შენი დამცირება, რადგან მართლებად წარმოაჩენ შენს დებს“. 53  შევკრებ მათ ტყვეებს+ — სოდომისა და მისი მიმდებარე ქალაქების ტყვეებს, სამარიისა და მისი მიმდებარე ქალაქების ტყვეებს; შევკრებ მათ შორის მყოფ შენს ტყვეებსაც,+ 54  რომ იტვირთო შენი დამცირება;+ დამცირებულად იგრძნობ თავს იმის გამო, რაც გაგიკეთებია და რითაც ანუგეშე ისინი.+ 55  შენი დები — სოდომი თავისი მიმდებარე ქალაქებით და სამარია თავისი მიმდებარე ქალაქებით დაუბრუნდებიან თავიანთ პირვანდელ მდგომარეობას, და შენ შენს მიმდებარე ქალაქებთან ერთად დაუბრუნდები პირვანდელ მდგომარეობას.+ 56  შენი და სოდომი არ აღმოჩნდა იმის ღირსი, რომ მასზე გელაპარაკა შენი სიამაყის დღეს,+ 57  სანამ არ გამოვლინდა შენი ბოროტება,+ როგორც მაშინ, როცა შეურაცხგყოფდნენ სირიის ასულები+ და მის გარშემო მყოფნი, ფილისტიმელთა ასულები,+ ყოველი მხრიდან რომ გესხმოდნენ თავს და გამცირებდნენ.+ 58  თავადვე უნდა იტვირთო+ შენი თავაშვებულობა+ და შენი სისაძაგლეები, — ამბობს იეჰოვა». 59  «ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ისე მოგექცევი, როგორც შენ იქცევი,+ რადგან არაფრად ჩააგდე ფიცი და დაარღვიე ჩემი შეთანხმება.+ 60  მე გავიხსენებ ჩემს შეთანხმებას, რომელიც შენი ახალგაზრდობის დღეებში+ დაგიდე, და მარადიულ შეთანხმებას დაგიდებ.+ 61  გაგახსენდება შენი გზები+ და დამცირებულად იგრძნობ თავს, როცა მიიღებ შენს დებს — შენზე უფროსებსა და შენზე უმცროსებს; მოგცემ მათ როგორც ასულებს,+ მაგრამ არა შენთან დადებული შეთანხმების გამო“.+ 62  მე დაგიდებ შეთანხმებას;+ გაიგებ, რომ მე ვარ იეჰოვა, 63  რომ გახსოვდეს და შეგრცხვეს+ და დამცირებულმა პირიც ვეღარ გააღო,+ როცა გაპატიებ*+ ყველა შენს ნამოქმედარს, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — გამოვისყიდი.