წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზეკიელი 15:1—8

15  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  „კაცის ძეო, რით განსხვავდება სხვა ხეებისგან ვაზი+ ან მისი ყლორტი, ტყის ხეებს შორის რომ არის?  განა გაკეთდება მისგან კეტი საქმის შესასრულებლად?! განა აკეთებენ მისგან კაუჭს რაღაცის ჩამოსაკიდებლად?!  აი, ცეცხლში დასაწვავად ჩააგდებენ მას.+ ცეცხლი შთანთქავს მის ორივე ბოლოს, დაიწვება მისი შუაგული.+ განა გამოდგება ის რამეში?!  აი, ხელუხლებელი არაფრისთვის ვარგა, და თუ ცეცხლი შთანთქავს და დაიწვება, რისთვისღა ივარგებს?!“+  «ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „როგორც ტყის ხეთაგან ვაზი მივეცი ცეცხლს საწვავად, ასევე ვაძლევ იერუსალიმის მკვიდრებს.+  პირი ვიბრუნე მათკენ მათ საუბედუროდ.+ გამოვიდნენ ცეცხლიდან, მაგრამ მაინც ცეცხლი შთანთქავს მათ.+ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა პირს ვიბრუნებ მათკენ მათ საუბედუროდ“».+  „გავაპარტახებ ამ მიწას,+ რადგან ორგულად იქცევიან,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“.

სქოლიოები