წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზეკიელი 11:1—25

11  სულმა+ ამიტაცა+ და მიმიყვანა იეჰოვას სახლის აღმოსავლეთ კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებდა,+ და, აი, კარიბჭის შესასვლელთან ოცდახუთი კაცი+ დავინახე, მათ შორის იააზანია, აზურის ვაჟი, და ფელატია, ბენაიას ვაჟი, ხალხის მთავრები.+  მაშინ ღმერთმა მითხრა: „კაცის ძეო, ესენი არიან კაცები, რომლებიც სიავეს იზრახავენ და ცუდ რჩევას იძლევიან ამ ქალაქის საუბედუროდ,+  ამბობენ: განა ახლოს არ არისო სახლების შენების დრო?+ ის ფართოპირიანი ქვაბია,+ ჩვენ კი — ხორციო.  ამიტომ, იწინასწარმეტყველე მათზე, იწინასწარმეტყველე, კაცის ძეო“.+  მაშინ იეჰოვას სული* გადმოვიდა ჩემზე+ და მითხრა ღმერთმა: «თქვი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა:+ „მართალს ამბობ, ისრაელის სახლო, ვიცი, რაც მოგდის აზრად.+  თქვენ გაამრავლეთ დახოცილები ქალაქში, დახოცილებით აავსეთ მისი ქუჩები“».+  „ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: თქვენი დახოცილები, რომლებიც იქ დაყარეთ, სწორედ ისინი არიან ხორცი,+ თავად ის ფართოპირიანი ქვაბია,+ თქვენ კი გაგიყვანენ იქიდან“.+  „მახვილის გეშინიათ+ და სწორედ მახვილს მოვაწევ თქვენზე, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.+  გამოგიყვანთ იქიდან, ჩაგაგდებთ უცხოთა ხელში+ და აღვასრულებ თქვენზე განაჩენს.+ 10  მახვილით დაეცემით;+ ისრაელის საზღვარზე+ გაგასამართლებთ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა.+ 11  არ იქნება ის თქვენთვის ფართოპირიანი ქვაბი+ და არც თქვენ იქნებით ხორცი მასში. ისრაელის საზღვარზე გაგასამართლებთ 12  და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა, რადგან არ დადიოდით ჩემი წესებისამებრ და არ ასრულებდით ჩემს სამართალს,+ არამედ თქვენი მეზობელი ხალხების სამართალს ასრულებდით“.+ 13  როგორც კი დავასრულე წინასწარმეტყველება, მოკვდა ფელატია, ბენაიას ვაჟი.+ პირქვე დავემხვე და ხმამაღლა შევღაღადე:+ „ვაიმე, უზენაესო უფალო იეჰოვა!+ ნუთუ მთლიანად შემუსრავ ისრაელიდან დარჩენილებს?!“+ 14  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 15  «კაცის ძეო, იერუსალიმის მკვიდრნი ეუბნებიან შენს ძმებს,+ შენს ძმებს, შენი გამოსყიდვის უფლებით დაინტერესებულებს, და ისრაელის მთელ სახლს: ჩამოშორდითო იეჰოვას, ჩვენ გვეკუთვნისო ეს მიწა, ჩვენ მოგვეცაო ის სამკვიდროდ.+ 16  ამიტომ თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „თუმცა შორს წავიყვანე ისინი ხალხებში და გავფანტე სხვა ქვეყნებში,+ ცოტა ხნით მაინც ვიქცევი მათთვის საწმინდრად იმ ქვეყნებში, სადაც მივიდნენ“.+ 17  ამიტომ თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „შეგკრებთ ხალხებიდან და შეგაგროვებთ იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც გაფანტული ხართ, და მოგცემთ ისრაელის მიწას.+ 18  მივლენ ისინი იქ და მოაშორებენ იქიდან ყველა სიბილწესა და სისაძაგლეს.+ 19  მივცემ მათ ერთ გულს+ და ახალ სულს ჩავუდგამ;+ ქვის გულს მოვაშორებ სხეულიდან+ და ხორცის გულს ჩავუდებ,+ 20  რათა იარონ ჩემი წესებით, დაიცვან ჩემი სამართალი და შეასრულონ ისინი,+ რომ იყვნენ ჩემი ხალხი+ და მეც ვიყო მათი ღმერთი“.+ 21  „მათ თავზე კი, რომელთა გულიც თავიანთ სიბილწეებსა და სისაძაგლეებს მისდევს,+ მოვაწევ მათივე გზას“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».+ 22  ასწიეს ფრთები ქერუბიმებმა,+ ბორბლებიც მათ ახლოს იყვნენ.+ ისრაელის ღვთის დიდება+ იყო მათზე, მათ ზემოთ.+ 23  ასცილდა იეჰოვას დიდება+ ქალაქს და დადგა მთის თავზე+ ქალაქის აღმოსავლეთით.+ 24  ამიტაცა+ სულმა+ და ღვთის სულით ნაჩვენებ ხილვაში ქალდეაში გადასახლებულ ხალხთან+ გადამიყვანა. ამცილდა ხილვა, რომელიც ვიხილე. 25  ვუამბე გადასახლებულ ხალხს ყველაფერი, რაც იეჰოვამ მიჩვენა.+

სქოლიოები

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.