არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზეკიელი 10:1—22

10  კვლავ გავიხედე და დავინახე, რომ იმ სივრცის+ მაღლა, რომელიც ქერუბიმების თავზემოთ იყო, მათ მაღლა, საფირონის ქვის+ მსგავსი, ტახტისმაგვარი+ რამ გამოჩნდა.  უთხრა მან სელით შემოსილ კაცს:+ „შედი მბრუნავ ბორბლებს+ შორის, ქერუბიმების ქვემოთ, აივსე ორივე მუჭი მოგიზგიზე ნაკვერჩხლებით,+ ქერუბიმებს შორის რომ არის, და ქალაქს მოაფრქვიე“.+ და ისიც შევიდა ჩემ თვალწინ.  ამ კაცის შესვლისას ქერუბიმები ტაძრის მარჯვნივ იდგნენ და ღრუბელი ავსებდა შიდა ეზოს;+  ასცილდა იეჰოვას დიდება+ ქერუბიმებს და ტაძრის ზღურბლთან დაეშვა; ტაძარი ნელ-ნელა ღრუბლით+ აივსო, ეზოც სავსე იყო იეჰოვას დიდების ბრწყინვალებით.  ქერუბიმების ფრთების ხმა+ გარეთა ეზოში ისმოდა, თითქოს ყოვლისშემძლე ღმერთი ლაპარაკობდა.+  როცა მან უბრძანა სელით შემოსილ კაცს, აიღე ცეცხლი მბრუნავ ბორბლებს შორის, ქერუბიმებს შორის რომ არისო, ისიც შევიდა და დადგა ბორბლის გვერდით.  მაშინ ერთმა ქერუბიმმა ხელი გაიწოდა ცეცხლისკენ,+ რომელიც ქერუბიმებს შორის ენთო,+ აიღო ის და ორივე მუჭში ჩაუდო სელით შემოსილ კაცს,+ მანაც აიღო ის და გამოვიდა.  ქერუბიმების ფრთებქვეშ ადამიანის ხელისმაგვარი რამ ჩანდა.+  ვუყურებდი და, აი, ოთხი ბორბალი იყო ქერუბიმების გვერდით, თითო ბორბალი თითო ქერუბიმის+ გვერდით; ბორბლები ქრიზოლითის ქვასავით კაშკაშებდა. 10  ოთხივე ერთმანეთს ჰგავდა, თითქოს ბორბალი ბორბალში ზისო.+ 11  ისინი ოთხივე მხარეს მოძრაობდნენ; სვლისას მიმართულებას არ იცვლიდნენ, რადგან საითაც თავი ჰქონდათ მიმართული, იქით მიდიოდნენ; სვლისას მიმართულებას არ იცვლიდნენ.+ 12  მათი ტანი, ზურგი, ხელები, ფრთები და ბორბლები ირგვლივ სავსე იყო თვალებით.+ ოთხივეს თავ-თავისი ბორბალი ჰქონდა. 13  ჩემ გასაგონად გაისმა ბორბლებისადმი მიმართული ძახილი: „მბრუნავო ბორბლებო!“ 14  თითოეულს ოთხ-ოთხი სახე+ ჰქონდა: პირველი სახე ქერუბიმისა იყო, მეორე — ადამიანისა,+ მესამე — ლომისა და მეოთხე — არწივისა.+ 15  მაღლა იწეოდნენ ქერუბიმები+ (ესენი იგივე ცოცხალი არსებები იყვნენ, რომლებიც მდინარე ქებართან ვიხილე)+ 16  და როცა ქერუბიმები მიდიოდნენ, ბორბლებიც თან მიჰყვებოდნენ;+ როცა ქერუბიმები ფრთებს მაღლა სწევდნენ, რომ მიწიდან მაღლა აწეულიყვნენ, არ იცვლიდნენ ბორბლები მიმართულებას და გვერდიდან არ სცილდებოდნენ.+ 17  როცა ისინი ჩერდებოდნენ, ესენიც ჩერდებოდნენ; როცა ისინი იწეოდნენ,+ ესენიც მათთან ერთად იწეოდნენ, რადგან ცოცხალი არსებების სული იყო მათში.+ 18  ასცილდა იეჰოვას დიდება+ ტაძრის ზღურბლს და ქერუბიმების ზემოთ გაჩერდა.+ 19  ქერუბიმებმა ასწიეს ფრთები და ჩემ თვალწინ აიწივნენ მიწიდან.+ როცა წავიდნენ, ბორბლებიც გვერდით გაჰყვნენ. დადგნენ იეჰოვას სახლის აღმოსავლეთი კარიბჭის შესასვლელთან; ისრაელის ღვთის დიდება იყო მათზე, მათ ზემოთ. 20  ეს ის ცოცხალი არსებები+ არიან, რომლებიც მდინარე ქებართან+ ისრაელის ღვთის ქვემოთ ვიხილე, ამიტომ მივხვდი, რომ ისინი ქერუბიმები იყვნენ. 21  ოთხივეს ოთხ-ოთხი სახე+ და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრთებქვეშ კი — ადამიანის ხელისმაგვარი რამ. 22  მათი სახეები ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც მდინარე ქებართან ვიხილე.+ თითოეული პირდაპირ მიდიოდა.+

სქოლიოები