არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ებრაელები 9:1—28

9  თავის მხრივ, პირველ შეთანხმებასაც ჰქონდა დადგენილებები წმინდა მსახურების+ შესახებ და თავისი წმინდა ადგილი+ დედამიწაზე.  მოწყობილი იყო კარვის პირველი განყოფილება,+ რომელშიც იყო სალამპრე,+ მაგიდა+ და წარსადგენი პური;+ მას წმინდა ეწოდება.+  მეორე ფარდის+ მიღმა კი იყო კარვის განყოფილება, წმინდათაწმინდად+ წოდებული.  იქ იყო ოქროს სასაკმევლე+ და მთლიანად ოქროთი მოვარაყებული+ შეთანხმების კიდობანი,+ რომელშიც ეწყო ოქროს ჭურჭელი მანანით,+ აარონის კვერთხი, კვირტები რომ გამოიღო,+ და შეთანხმების ფილები.+  მათ ზემოთ შერიგების საფარს ჩრდილით ფარავდნენ+ დიდებული ქერუბიმები.+ მაგრამ ახლა ამ საკითხებზე დაწვრილებით ლაპარაკის დრო არ არის.  მას შემდეგ, რაც ყოველივე ამგვარად იქნა მოწყობილი, მღვდლები მუდამ შედიან კარვის პირველ განყოფილებაში+ წმინდა მსახურების შესასრულებლად;+  მეორე განყოფილებაში კი მხოლოდ მღვდელმთავარი შედის წელიწადში ერთხელ+ და ისიც სისხლით,+ რომელსაც სწირავს თავისთვის+ და ხალხის უცოდინარობით ჩადენილი ცოდვებისთვის.+  ამით წმინდა სული მიუთითებს, რომ სანამ პირველი კარავი იდგა,+ ჯერ კიდევ არ იყო გამოჩენილი წმინდაში შესასვლელი გზა.+  ეს კარავი იმ დანიშნული დროის სიმბოლოა,+ რომელიც უკვე დადგა,+ და დღემდე სწირავენ ძღვენსაც და მსხვერპლსაც.+ მაგრამ მათ არ შეუძლიათ სრულყოფილი გახადონ წმინდა მსახურების+ შემსრულებლის სინდისი,+ 10  რადგან ეს არის მხოლოდ საჭმელი,+ სასმელი,+ სხვადასხვაგვარი განბანა+ და მეტი არაფერი. ამასთანავე, ეს დადგენილებები ხორცს ეხებოდა+ და დაწესებული იყო გამოსწორებისთვის დანიშნულ დრომდე.+ 11  როცა ქრისტე მოვიდა, როგორც ამჟამინდელ კურთხევათა მღვდელმთავარი,+ უფრო დიდი და უფრო სრულყოფილი კარვით, რომელიც ხელთქმნილი არ არის, ანუ სხვაგვარადაა შექმნილი,+ 12  ის თხებისა და მოზვრების სისხლით კი არა,+ საკუთარი სისხლით+ მხოლოდ ერთხელ შევიდა წმინდა ადგილას და მარადიული ხსნა მოგვიპოვა.+ 13  თუ თხებისა+ და ხარების სისხლის+ შესხურება და დეკეულთა ფერფლის+ მიფრქვევა შებილწულებს+ ისე განწმენდს, რომ ხორცი გაუსუფთავდეთ,+ 14  განა ქრისტეს სისხლი+ უფრო არ განწმენდს ჩვენს სინდისს+ მკვდარი საქმეებისგან,+ რათა წმინდა მსახურება+ შევუსრულოთ ცოცხალ ღმერთს? ქრისტემ ხომ მარადიული სულის მეშვეობით უზადოდ შესწირა+ მსხვერპლად საკუთარი თავი ღმერთს. 15  ამიტომაც არის ის ახალი შეთანხმების შუამავალი,+ რათა მისი სიკვდილის საშუალებით, რამაც პირველი შეთანხმების+ დარღვევებისგან გამოსასყიდით გაგვათავისუფლა,+ მოწოდებულებმა მიიღონ მარადიული მემკვიდრეობის დანაპირები.+ 16  სადაც შეთანხმებაა*,+ საჭიროა შეთანხმების დამდები ადამიანის სიკვდილი, 17  ვინაიდან შეთანხმება ძალაში სიკვდილის შემთხვევაში შედის; შეთანხმების დამდები ადამიანის სიცოცხლეში ის ძალაში არ არის. 18  ამიტომ არც პირველი შეთანხმება+ შესულა ძალაში უსისხლოდ,+ 19  რადგან როცა მოსემ ყველა მცნება წარმოთქვა მთელი ხალხის წინაშე კანონის მიხედვით,+ მან აიღო მოზვრებისა და თხების სისხლი წყალთან, ალისფერ შალთან და უსუპთან+ ერთად, შეასხურა თვით წიგნსა და მთელ ხალხს 20  და თქვა: „ეს არის სისხლი შეთანხმებისა, რომელიც ღმერთმა დაგიდოთ“.+ 21  მან კარავსაც+ და ხალხის მსახურებისთვის განკუთვნილ ჭურჭელსაც ასხურა სისხლი.+ 22  კანონის თანახმად, თითქმის ყველაფერი სისხლით წმინდავდება+ და სისხლის დაუღვრელად+ პატიება არ ხდება.+ 23  ამიტომ აუცილებელი იყო, რომ ზეციურის სიმბოლო+ ამგვარად განწმენდილიყო,+ მაგრამ თვითონ ზეციური — ამაზე უკეთესი მსხვერპლით. 24  ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმინდა ადგილას,+ რომელიც ჭეშმარიტის ანარეკლია,+ არამედ თვით ზეცაში,+ რათა ახლა ჩვენი გულისთვის ღვთის სახის წინაშე წარდგეს.+ 25  არა იმისთვის, რომ მრავალჯერ შესწიროს თავი, როგორც მღვდელმთავარი შედის ყოველწლიურად+ წმინდა ადგილას+ არა საკუთარი სისხლით. 26  სხვაგვარად მას მრავალჯერ მოუწევდა ტანჯვა ქვეყნიერების შექმნიდან+ მოყოლებული. ახლა კი ერთხელ+ გამოცხადდა+ ქვეყნიერების* დასასრულს,+ რათა საკუთარი თავის შეწირვით მოეშორებინა ცოდვა.+ 27  და როგორც ადამიანები+ კვდებიან ერთხელ, შემდეგ კი სასამართლოა,+ 28  ასევე ქრისტეც მხოლოდ ერთხელ შეეწირა,+ რათა მრავალთა ცოდვები ეტვირთა,+ მეორედ+ რომ გამოჩნდება+ მათთვის, ვინც მოუთმენლად ელის ხსნას+ მისგან, ეს ცოდვის გამო აღარ იქნება.+

სქოლიოები

იხილეთ დანართი 5ბ.
ბერძნულად ეონას, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემებს ან წყობას.