წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ებრაელები 8:1—13

8  ამ მსჯელობის არსი კი ეს არის: ჩვენ სწორედ ასეთი მღვდელმთავარი+ გვყავს და ის სიდიადის ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში.+  ის ხალხს ემსახურება წმინდა ადგილზე+ და ჭეშმარიტ კარავში, რომელიც ადამიანმა კი არა,+ იეჰოვამ დადგა.+  რაკი ყოველი მღვდელმთავარი ძღვნისა და მსხვერპლის შესაწირავად+ ინიშნება, მისთვისაც აუცილებელი იყო რაიმეს შეწირვა.+  ის რომ დედამიწაზე ყოფილიყო, მღვდელი არ იქნებოდა,+ რადგან არიან სხვა მღვდლები, რომლებიც ძღვენს სწირავენ კანონის თანახმად,  მაგრამ ისინი წმინდა მსახურებას ასრულებენ იმ ადგილას, რომელიც ზეციურის სიმბოლო+ და ჩრდილია,+ როგორც ღმერთმა უბრძანა მოსეს,+ როცა ის კარავს+ ამთავრებდა: „ყველაფერი იმ ნიმუშის მიხედვით გააკეთე, რაც მთაზე იხილე“.+  ახლა კი იესო ხალხს უფრო აღმატებული სახით ემსახურება, რადგან ის შუამავალია+ უკეთესი შეთანხმებისა,+ რომელიც კანონიერად ეფუძნება უკეთეს დანაპირებს.+  პირველი შეთანხმება რომ უნაკლო ყოფილიყო, მეორისთვის ადგილს აღარ მოძებნიდნენ.+  ამიტომ ღმერთი საყვედურობს თავის ხალხს: «„აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — და ახალ შეთანხმებას დავუდებ ისრაელის სახლსა და იუდას სახლს,+  მაგრამ არა ისეთ შეთანხმებას,+ მათ მამა-პაპას რომ დავუდე იმ დღეს, როცა ხელი ჩავკიდე ეგვიპტის მიწიდან გამოსაყვანად;+ ისინი არ დარჩნენ ჩემს შეთანხმებაში,+ ამიტომ შევწყვიტე მათზე ზრუნვა“, — ამბობს იეჰოვა.+ 10  „ეს არის შეთანხმება, რომელსაც დავუდებ ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა. — გონებაში ჩავუდებ და გულში+ ჩავუწერ მათ ჩემს კანონებს. მათი ღმერთი ვიქნები+ და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან.+ 11  აღარავინ ასწავლის თავის თანამემამულეს ან თავის ძმას და არ ეტყვის, შეიცანიო იეჰოვა!+ რადგან ყოველ მათგანს, დიდიან-პატარიანად, შეცნობილი ვეყოლები.+ 12  გულმოწყალებით ვაპატიებ მათ უმართლობებს და მათ ცოდვებს+ აღარ გავიხსენებ“».+ 13  „ახალი შეთანხმება“ რომ ახსენა, ამით აჩვენა, რომ წინანდელმა თავისი დრო მოჭამა;+ ხოლო რაც დრომოჭმული და ძველია, ახლოსაა მოსპობასთან.+

სქოლიოები