წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ებრაელები 6:1—20

6  ამიტომ, რადგან დავტოვეთ ქრისტეს შესახებ სწავლების+ საწყისები,+ ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ+ და ხელახლა ნუღარ დავიწყებთ საფუძვლის ჩაყრას:+ მკვდარი საქმეების მონანიებას,+ ღვთისადმი რწმენას,+  სწავლებას სხვადასხვა ნათლობის,+ ხელების დადების,+ მკვდრეთით აღდგომისა+ და მარადიული გასამართლების შესახებ.+  ამას გავაკეთებთ, თუკი ღმერთი ნებას მოგვცემს.+  შეუძლებელია, რომ ვინც ერთხელ განათლდა,+ ვინც გემო გაუსინჯა ზეციურ უსასყიდლო ძღვენს+ და ეზიარა წმინდა სულს,+  ვინც გემო გაუსინჯა+ ღვთის კარგ სიტყვას და მომავლის* ძლიერებას,+  მაგრამ ჩამოშორდა,+ კვლავ გამოაცოცხლო მოსანანიებლად,+ რადგან ასეთები ღვთის ძეს ხელახლა აკრავენ ბოძზე და სახალხოდ არცხვენენ.+  მაგალითად, მიწა, რომელიც იწოვს მრავალჯერ მოსულ წვიმას და აღმოაცენებს გამოსადეგ მცენარეულობას მათთვის, ვისთვისაც მუშავდება,+ კურთხევას იღებს ღვთისგან.  მაგრამ, ეკალსა და ნარს თუ აღმოაცენებს, უვარგისია, ახლოა დაწყევლასთან+ და მისი ბოლო დაწვაა.+  თუმცა ასე ვლაპარაკობთ, საყვარელნო, დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ ეს არ დაგემართებათ და მიაღწევთ ხსნას, 10  ვინაიდან ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ,+ რადგან ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმინდებს.+ 11  მაგრამ გვსურს, რომ თითოეული თქვენგანი ამავე მონდომებას იჩენდეს, რათა აღსასრულამდე+ სრულად იყოს დარწმუნებული+ იმედში,+ 12  რომ არ გაზარმაცდეთ,+ არამედ მიბაძოთ მათ,+ რომლებიც რწმენითა და მოთმინებით იმკვიდრებენ ყველა დანაპირებს.+ 13  როცა ღმერთმა პირობა მისცა აბრაამს,+ საკუთარი თავი დაიფიცა, რადგან თავისზე დიდს ვერავის დაიფიცებდა,+ 14  და თქვა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ და გამრავლებით გაგამრავლებ“.+ 15  აბრაამმაც მოთმინება გამოავლინა და მიიღო დანაპირები.+ 16  ადამიანები თავიანთზე დიდს იფიცებენ+ და მათი ფიცი, როგორც თავდები, ყოველგვარი დავის დასასრულია.+ 17  მსგავსად ამისა, როცა ღმერთმა განიზრახა, უფრო ნათლად ეჩვენებინა დანაპირების მემკვიდრეთათვის+ თავისი განზრახვის უცვლელობა,+ დაიფიცა კიდეც, 18  რათა ორი უცვლელი რამით, რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს,+ ჩვენ, თავშესაფარში გაქცეულები, დიდად გავმხნევდეთ, რომ ჩავეჭიდოთ ჩვენ წინ მდებარე იმედს.+ 19  ეს სანდო+ და მტკიცე იმედი ღუზასავით არის ჩვენი სულისთვის და შედის ფარდის მიღმა,+ 20  სადაც ჩვენი გულისთვის შევიდა წინამორბედი,+ იესო, რომელიც მღვდელმთავარი გახდა მარადიულად მელქისედეკის წესით.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — მომავალი სისტემის. ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.