არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ებრაელები 5:1—14

5  ადამიანთაგან ამორჩეული ყოველი მღვდელმთავარი ადამიანთა გულისთვის არის ღვთის საკუთრებაზე დანიშნული,+ რათა ძღვენი და მსხვერპლი შესწიროს ცოდვებისთვის.+  მას შეუძლია გაგებით მოეპყროს უცოდინართ და შეცდომის დამშვებთ, რადგან მასაც თავისი სისუსტეები აქვს.+  ამიტომ ვალდებულია, ცოდვების გამო თავისთვისაც შესწიროს შესაწირავი და ხალხისთვისაც.+  ამასთანავე, ადამიანი თავისით კი არ იღებს ამ პატივს,+ არამედ, როცა მას ღმერთი მოუწოდებს,+ როგორც აარონს+ მოუწოდა.  ქრისტესაც არ განუდიდებია საკუთარი თავი+ იმით, რომ მღვდელმთავარი+ გახდა, არამედ ის მან განადიდა,+ ვინც უთხრა: „შენ ჩემი ძე ხარ; მე დღეს გავხდი შენი მამა“.+  როგორც სხვაგანაც ამბობს: „შენ ხარ მღვდელი მარადიულად მელქისედეკის წესით“.+  ხორცში ყოფნისას ქრისტემ ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით შესწირა ვედრება და თხოვნა+ მას, ვისაც სიკვდილისგან მისი ხსნა შეეძლო,+ და შესმენილ იქნა ღვთის შიშის გამო.+  თუმცა ძე იყო, მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა,+  და მას შემდეგ, რაც სრულყოფილი გახდა,+ თავის მორჩილთა სამუდამო ხსნაზე+ გახდა პასუხისმგებელი,+ 10  რადგან ღმერთმა სწორედ მას უწოდა მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით.+ 11  მის შესახებ ბევრი რამ გვაქვს სათქმელი, რისი ახსნაც ძნელია იმის გამო, რომ ყურმძიმენი გახდით.+ 12  დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მასწავლებლები უნდა იყოთ,+ მაგრამ თქვენ თვითონ გჭირდებათ ვინმე, რომ თავიდან გასწავლოთ ღვთის წმინდა სიტყვების+ საფუძვლები.+ თქვენ მაგარი საჭმელი კი არა, რძე გჭირდებათ,+ 13  ვინაიდან ყოველი, ვინც რძით იკვებება, არ გასცნობია სიმართლის სიტყვას, რადგან ჩვილია.+ 14  მაგარი საჭმელი კი მოწიფულთათვის არის, რომლებიც იყენებენ აღქმის უნარს+ და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად.+

სქოლიოები