წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ებრაელები 2:1—18

2  ამიტომ საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მოსმენილს,+ რათა გზას არ ავცდეთ.+  თუ ანგელოზების პირით ნათქვამი სიტყვა+ მტკიცე იყო და ყოველ დარღვევასა და ურჩობას სამართლიანი საზღაური მოსდევდა,+  ჩვენ როგორ დავაღწევთ თავს,+ თუკი უგულებელვყოფთ+ ასეთ დიად ხსნას,+ რომელზეც თავდაპირველად უფალმა ილაპარაკა+ და რომელიც ჩვენ მისმა მსმენელებმა დაგვიდასტურეს+  და რომელზეც ღმერთმაც დაამოწმა ნიშნებით, საკვირველებებით, სასწაულებითა+ და წმინდა სულის განაწილებით+ თავისი ნებისამებრ?+  მას ანგელოზებისთვის არ დაუმორჩილებია მომავალი ქვეყნიერება,+ რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ.  ერთ მოწმეს სადღაც მტკიცება მოუყვანია და უთქვამს: „რა არის კაცი, რომ გახსოვს?+ ანდა მისი ძე, რომ ზრუნავ მასზე?+  ანგელოზებზე ოდნავ დაბლა დააყენე, დიდებისა და პატივის+ გვირგვინი დაადგი და შენს ნახელავზე დანიშნე.+  ყოველივე დაუმორჩილე ფეხქვეშ“.+ ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა,+ არაფერი დაუტოვებია, რომ მისთვის არ დაემორჩილებინა.+ თუმცა ჯერ ვერ ვხედავთ, რომ ყველაფერი მას ემორჩილებოდეს,+  ჩვენ ვხედავთ იესოს, რომელსაც ანგელოზებზე ოდნავ დაბალი მდგომარეობა მიეცა+ და სიკვდილის განცდის+ გამო დიდებისა+ და პატივის გვირგვინი მიიღო, რათა ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით სიკვდილი ეგემა ყველას გულისთვის.+ 10  ეს შეჰფეროდა მას, ვისთვისაც+ და ვისი მეშვეობითაც არის ყოველივე და ვისაც მრავალი ძე მიჰყავს დიდებამდე,+ რომ ტანჯვის მეშვეობით+ სრულყოფილი გაეხადა მათი ხსნის მეთაური.+ 11  განმწმენდელიც და განწმენდილნიც+ ყველანი ერთისგან არიან,+ ამიტომაც არ რცხვენია, რომ მათ ძმები უწოდოს,+ 12  როცა ამბობს: „ჩემს ძმებს ვაუწყებ შენს სახელს; კრებულში ქებას გიმღერებ“,+ 13  და კიდევ: „მივენდობი მას“+ და „აი მე და შვილები, რომლებიც იეჰოვამ მომცა“.+ 14  ამიტომ, რადგან შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, ისიც მსგავსადვე ეზიარა მათ,+ რათა თავისი სიკვდილით+ ბოლო მოუღოს+ მას, ვინც სიკვდილს იწვევს,+ ესე იგი ეშმაკს,+ 15  და გაათავისუფლოს+ ყოველი, ვინც სიკვდილის შიშით+ მთელი სიცოცხლე მონობაში იყო,+ 16  რადგან ის ანგელოზებს კი არ ეხმარება, არამედ აბრაამის შთამომავლობას.+ 17  მაშასადამე, ის ყველაფერში თავის ძმებს უნდა დამსგავსებოდა,+ რათა გულმოწყალე და ერთგულ მღვდელმთავრად დანიშნულიყო ღვთის საკუთრებაზე,+ რომ შერიგების მსხვერპლი+ შეეწირა ხალხის ცოდვებისთვის.+ 18  რაკი თვითონ იტანჯა, როცა იცდებოდა,+ შეუძლია დაეხმაროს მათაც, ვინც ახლა იცდება.+

სქოლიოები