წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ებრაელები 10:1—39

10  კანონი მომავალ კურთხევათა ჩრდილია+ და არა თვით ეს კურთხევა და ამიტომ შეუძლებელია იგივე მსხვერპლმა, რომელსაც ყოველწლიურად გამუდმებით სწირავენ, სრულყოფილი გახადოს მასთან მისულები.+  სხვაგვარად, განა არ შეწყდებოდა მსხვერპლის შეწირვა, თუ წმინდა მსახურების შემსრულებელნი ერთხელ და სამუდამოდ განიწმინდებოდნენ და ცოდვის შეგნება აღარ ექნებოდათ?+  მაგრამ ეს მსხვერპლი ცოდვების ყოველწლიური შეხსენებაა,+  რადგან ხარებისა და თხების სისხლით შეუძლებელია ცოდვების წაშლა.+  ამიტომ ქვეყნიერებაში მოსვლისას ის ამბობს: «„მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე,+ მაგრამ სხეული გამიმზადე.+  არ მოიწონე მთლიანად დასაწვავი შესაწირავი და ცოდვის შესაწირავი“.+  მაშინ მე ვთქვი: „აი, მოვედი (ჩემ შესახებ გრაგნილზე წერია)+ შენი ნების შესასრულებლად, ღმერთო“».+  ზემოთ თქვა: „არ ისურვე და არ მოიწონე მსხვერპლი, შესაწირავი, მთლიანად დასაწვავი შესაწირავი და ცოდვის შესაწირავი“,+ რომლებსაც კანონის თანახმად სწირავენ.+  შემდეგ კი ამბობს: „აი, მოვედი შენი ნების შესასრულებლად“.+ ის აუქმებს პირველს, რათა დაამტკიცოს მეორე.+ 10  ამ ნებით+ ვართ განწმენდილნი+ იესო ქრისტეს სხეულის მხოლოდ ერთხელ+ შეწირვით.+ 11  ყოველი მღვდელი ყოველდღე+ თავის ადგილას დგას,+ რომ ხალხს ემსახუროს და მრავალჯერ შესწიროს იგივე მსხვერპლი, რადგან ისინი სრულად ვერასოდეს წაშლიან ცოდვებს.+ 12  მან კი სამუდამოდ+ შესწირა ერთი მსხვერპლი ცოდვებისთვის და ღვთის მარჯვნივ დაჯდა.+ 13  მას შემდეგ ელის იმ დროს, როცა მისი მტრები მის ფეხსადგამად იქცევიან.+ 14  მან ერთი შესაწირავით+ სამუდამოდ სრულყოფილი გახადა+ ისინი, ვინც წმინდავდებიან. 15  გარდა ამისა, წმინდა სულიც+ გვიმოწმებს, რადგან ამის შემდეგ ამბობს: 16  „ეს არის შეთანხმება, რომელსაც დავუდებ მათ იმ დროის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა, — ჩემს კანონებს გულებში ჩავუდებ და გონებაში ჩავუწერ“.+ 17  შემდეგ კი ამბობს: „აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებსა და უკანონობას“.+ 18  სადაც ცოდვების მიტევებაა,+ იქ საჭირო აღარ არის ცოდვის შესაწირავი.+ 19  ამიტომ, ძმებო, რადგან გამბედაობა გვაქვს იესოს სისხლის მეშვეობით წმინდა ადგილზე+ შესასვლელად+ 20  ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც მან გაგვიხსნა ფარდით,+ ანუ თავისი ხორცით,+ 21  და რადგან გვყავს დიდი მღვდელი ღვთის სახლზე,+ 22  მივუახლოვდეთ წრფელი გულით და სრული რწმენით, სხურებით გულგაწმენდილნი ბოროტი სინდისისგან+ და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.+ 23  მტკიცედ და უყოყმანოდ+ განვაგრძოთ ჩვენი იმედის+ სახალხოდ გაცხადება, რადგან ერთგულია+ ის, ვინც დაგვპირდა. 24  ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ+ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის.+ 25  ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს,+ როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ+ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას.+ 26  თუ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის+ მიღების შემდეგ კვლავ შეგნებულად+ ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის,+ 27  არამედ სასამართლოს შიშის+ მომგვრელი მოლოდინი და რისხვის ცეცხლი, რომელიც მზად არის მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად.+ 28  ვინც არაფრად აგდებს მოსეს კანონს, დაუნდობლად ისჯება სიკვდილით, როცა ორი ან სამი კაცი მოწმობს მის წინააღმდეგ.+ 29  როგორ ფიქრობთ, რამდენად უფრო მკაცრ სასჯელს დაიმსახურებს ის,+ ვინც გათელა+ ღვთის ძე და სათანადოდ არ დააფასა შეთანხმების სისხლი,+ რომლითაც განიწმინდა, და ვინც ზიზღით შეურაცხყო წყალობის სული?+ 30  ჩვენ ვიცნობთ მას, ვინც თქვა: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ“.+ და კიდევ: „იეჰოვა გაასამართლებს თავის ხალხს“.+ 31  საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა.+ 32  გახსოვდეთ წინანდელი დღეები: მას შემდეგ, რაც განათლდით,+ დიდ ბრძოლას გაუძელით, როცა მრავალი ტანჯვა გამოიარეთ;+ 33  ხან საყვედურებსა და გასაჭირში იყავით როგორც სანახაობა+ სხვებისთვის, ხანაც მათ ედექით მხარში, ვინც ეს გადაიტანა.+ 34  პატიმრებსაც თანაუგრძნობდით და თქვენი ქონების დატაცებასაც+ სიხარულით იტანდით, რადგან იცოდით, რომ უკეთესი და უხრწნელი საკუთრება გაქვთ.+ 35  ამიტომ, ნუ შეწყვეტთ თამამად ლაპარაკს,+ რასაც დიდი ჯილდო+ მოაქვს. 36  მოთმინება გჭირდებათ,+ რომ შეასრულოთ ღვთის ნება+ და მიიღოთ დანაპირები,+ 37  რადგან „სულ ცოტაც“+ და „მოვა ის, ვინც მოდის, არ დააყოვნებს“.+ 38  „ხოლო მართალი რწმენით იცოცხლებს“+ და „თუ უკან დაიხევს, ჩემი სული* არ მოიწონებს მას“.+ 39  ჩვენ იმათ არ ვგავართ, ვინც უკან იხევს დასაღუპავად,+ არამედ რწმენა გვაქვს სულის ცოცხლად შესანარჩუნებლად.+

სქოლიოები

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.