არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

დანიელი 6:1—28

6  დარიოსმა საჭიროდ ჩათვალა, სამეფოში ას ოცი სატრაპი დაეყენებინა, რომლებსაც მთელი სამეფო უნდა განეგოთ;+  დაუყენა მათ სამი უმაღლესი მოხელე — რომელთაგანაც ერთ-ერთი დანიელი იყო+ — რათა სატრაპებს+ მათთვის ჩაებარებინათ ანგარიში და არ ეზარალა მეფეს.+  დანიელი გამოირჩეოდა+ უმაღლეს მოხელეებსა და სატრაპებს შორის, რადგან საკვირველი სული იყო მასში.+ მეფეს განზრახული ჰქონდა, დაეწინაურებინა იგი და მთელ სამეფოზე დაეყენებინა.  ამ დროს უმაღლესი მოხელეები და სატრაპები გამუდმებით ეძებდნენ საბაბს, რომ დანიელისთვის ბრალი დაედოთ სამეფოს მართვის საქმეში,+ მაგრამ ვერც საბაბს პოულობდნენ და ვერც რაიმე დანაშაულს, რადგან ის სანდო იყო და დაუდევრობა და დანაშაული არ იყო მასში.+  ბოლოს ამ კაცებმა თქვეს: ვერ მოვუძებნითო დანიელს ვერანაირ საბაბს, თუ მისი საწინააღმდეგო მისივე ღვთის კანონში არ მოვძებნეთ.+  მიცვივდნენ უმაღლესი მოხელეები და სატრაპები მეფესთან+ და უთხრეს: „მარადიულად იცოცხლე, მეფე დარიოს!+  სამეფოს ყველა უმაღლესმა მოხელემ, გამგებლებმა, სატრაპებმა, სამეფო კარის უმაღლესმა მოხელეებმა და მმართველებმა მოითათბირეს, რომ დაედგინათ სამეფო წესი+ და გაეცათ ბრძანება, რომ ვინც ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს მიმართავს თხოვნით შენ გარდა, მეფეო, ლომების ხაროში ჩააგდონ.+  ახლა, მეფეო, დაადგინე წესი და ხელი მოაწერე ამ საბუთს,+ რათა უცვლელი იყოს სპარსელებისა და მიდიელების კანონისამებრ,+ რომლის გაუქმებაც არ შეიძლება“.+  მეფე დარიოსმაც ხელი მოაწერა საბუთსა და ბრძანებას.+ 10  დანიელი კი ამ საბუთის ხელმოწერის ამბის გაგებისთანავე შევიდა თავის სახლში, ზემოთა ოთახში, საიდანაც ღია სარკმლები იერუსალიმს გაჰყურებდა.+ დღეში სამჯერ+ იყრიდა ის მუხლს, ლოცულობდა+ და ხოტბას ასხამდა თავის ღმერთს,+ რასაც მანამდეც გამუდმებით აკეთებდა.+ 11  ამ დროს ის კაცები შიგნით შეცვივდნენ და ნახეს, რომ დანიელი თავის ღმერთს ევედრებოდა და წყალობას სთხოვდა.+ 12  მივიდნენ ისინი მეფესთან და ჰკითხეს მეფის ბრძანების შესახებ: „შენ არ მოაწერე ხელი ბრძანებას, რომ ვინც ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს მიმართავს თხოვნით შენ გარდა, მეფეო, ლომების ხაროში ჩააგდონ?!“+ მეფემ მიუგო: „ეს საქმე დამტკიცებულია მიდიელებისა და სპარსელების კანონით, რომლის გაუქმება არ შეიძლება“.+ 13  მაშინვე უთხრეს მეფეს: „დანიელი,+ იუდადან გადმოსახლებულთაგანი,+ შენც არაფრად გაგდებს, მეფეო, და შენ მიერ ხელმოწერილ ბრძანებასაც. დღეში სამჯერ მიმართავს თავის ღმერთს“.+ 14  არ ესიამოვნა მეფეს ამ სიტყვის მოსმენა+ და გადაწყვიტა, ეხსნა დანიელი;+ მზის ჩასვლამდე ცდილობდა მის დახსნას. 15  ბოლოს ის კაცები მეფესთან მიცვივდნენ და უთხრეს მეფეს: „ნუ დაივიწყებ, მეფეო, რომ მიდიელებისა და სპარსელების კანონით, არ შეიძლება მეფის დადგენილი ბრძანებისა+ და წესის შეცვლა“.+ 16  მაშინ მეფის ბრძანებისამებრ მოიყვანეს დანიელი და ლომების ხაროში ჩააგდეს.+ უთხრა მეფემ დანიელს: „გიხსნის შენი ღმერთი, რომელსაც გამუდმებით ემსახურები“.+ 17  მოიტანეს ლოდი და დააფარეს ხაროს პირს და დაბეჭდა ის მეფემ თავისი და დიდგვაროვნების ბეჭდებით, რათა არაფერი შეცვლილიყო დანიელისთვის.+ 18  შევიდა მეფე თავის სასახლეში და ღამე მარხვაში გაატარა.+ არ დაუკრავთ მის წინაშე არანაირი მუსიკალური საკრავი, ძილიც არ მიჰკარებია მას.+ 19  დილით, განთიადისას ადგა მეფე და ლომების ხაროსკენ გაემართა. 20  მივიდა მეფე ხაროსთან და ნაღვლიანი ხმით ჩასძახა დანიელს: „დანიელ, ცოცხალი ღვთის მსახურო, შეძლო შენმა ღმერთმა, რომელსაც გამუდმებით ემსახურები,+ ლომებისგან შენი დახსნა?“+ 21  დანიელმა მაშინვე მიუგო მეფეს: „მარადიულად იცოცხლე, მეფეო! 22  ჩემმა ღმერთმა+ თავისი ანგელოზი გამოგზავნა+ და ლომებს პირი აუკრა.+ მათ არაფერი დაუშავებიათ ჩემთვის, რადგან სუფთა აღმოვჩნდი მის წინაშე და,+ მეფეო, შენ წინაშეც ცუდი არაფერი გამიკეთებია“.+ 23  დიდად გაიხარა მეფემ+ და ბრძანა, დანიელი ხაროდან ამოეყვანათ. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან. უვნებელი იყო იგი, რადგან თავის ღმერთს ენდობოდა.+ 24  მეფის ბრძანებით, მოიყვანეს ის კაცები, დანიელს რომ ბრალი დასდეს,+ და ჩაყარეს ლომების ხაროში+ თავიანთ ცოლ-შვილთან ერთად;+ ვიდრე ხაროს ძირამდე ჩააღწევდნენ, ეცნენ მათ ლომები და ყველა ძვალი გადაუმტვრიეს.+ 25  მაშინ მეფე დარიოსმა დედამიწის ყველა ხალხს, ერსა და ენას მისწერა:+ „მშვიდობა გაგიმრავლდეთ!+ 26  ვბრძანებ,+ რომ ჩემი სამეფოს ყველა მხარეში ცახცახებდეს ხალხი და ეშინოდეს დანიელის ღვთისა,+ რადგან ის არის ცოცხალი და მარადიული ღმერთი.+ მისი სამეფო+ არ დაიქცევა,+ მისი მეფობა მარადიულია.+ 27  ის იხსნის+ და გადაარჩენს, ნიშნებსა და საკვირველებებს ახდენს ცაში+ და დედამიწაზე.+ მან იხსნა დანიელი ლომის ტორებიდან“. 28  დანიელი წარმატებული იყო დარიოსის სამეფოში+ და სპარსელი კიროსის სამეფოში.+

სქოლიოები