წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

დანიელი 10:1—21

10  სპარსეთის მეფე კიროსის+ მეფობის მესამე წელს სიტყვა გაუმჟღავნდა დანიელს, რომელსაც ბელტეშაცარი+ ერქვა; ეს სიტყვა ჭეშმარიტი იყო და დიდ ბრძოლას ეხებოდა.+ მან გაიგო ეს და მიხვდა ნანახს.+  იმ დროს მე, დანიელი, სამი სრული კვირა ვგლოვობდი.+  გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო არ გაჰკარებია ჩემს პირს და ზეთი არ მიცხია სამი სრული კვირის გასრულებამდე.+  პირველი თვის ოცდამეოთხე დღეს, როცა დიდი მდინარის, ხიდეკელის,+ პირას ვიყავი,  ავიხედე და დავინახე სელის სამოსლით შემოსილი კაცი,+ რომელსაც წელი უფაზის+ ოქროთი ჰქონდა შემოსარტყლული.+  მისი ტანი ქრიზოლითს+ ჰგავდა, მისი სახე — ელვას,+ თვალები — ჩირაღდნებს,+ მკლავები და ფეხები — გაპრიალებულ სპილენძს,+ მისი ლაპარაკი ხალხის ხმას ჰგავდა.  მე, დანიელმა ვიხილე ეს ხილვა, ჩემთან მყოფ კაცებს კი არ უხილავთ ის,+ თუმცა შიშისგან აკანკალდნენ, გაიქცნენ და დაიმალნენ.  მე მარტო დავრჩი და დიდებული ხილვა ვიხილე. ძალა გამომეცალა, დიდება წამერთვა და ძალა აღარ შემრჩა.+  გავიგე მისი ლაპარაკი და მისი ლაპარაკის გაგონებაზე ღრმად ჩამეძინა+ პირქვე დამხობილს.+ 10  აი, ხელი შემახო,+ შემანჯღრია და მუხლებსა და ხელისგულებზე დამაყენა 11  და მითხრა: „დანიელ, ძვირფასო ადამიანო,+ გაიგე სიტყვები, რომლებსაც გეუბნები,+ დადექი იქ, სადაც იდექი, რადგან შენთან ვარ გამოგზავნილი“. როცა ეს სიტყვა მითხრა, აკანკალებული წამოვდექი. 12  შემდეგ კი მითხრა: „ნუ გეშინია,+ დანიელ, რადგან იმ დღიდან, რაც გული გაგებისკენ+ და ღვთის წინაშე თავის დამდაბლებისკენ მიმართე,+ შესმენილ იქნა შენი სიტყვები, მეც შენი სიტყვების გამო წამოვედი,+ 13  მაგრამ სპარსეთის+ სამეფოს მთავარი+ ოცდაერთ დღეს მეწინააღმდეგებოდა.+ და, აი, მიქაელი*,+ ერთ-ერთი პირველი მთავარი,+ მოვიდა ჩემ დასახმარებლად; მე კი იქ დავრჩი სპარსეთის მეფეებთან.+ 14  ახლა მოვედი, რომ გაგაგებინო, რა დაემართება შენს ხალხს+ უკანასკნელ დღეებში,+ რადგან ეს ხილვა+ მომავალი დროისთვისაა“.+ 15  როცა ის ამ სიტყვებს მეუბნებოდა, მიწას დავცქეროდი+ და ვდუმდი. 16  აი, ადამიანის მსგავსი ვიღაც შემეხო ბაგეებზე,+ გავხსენი პირი, ავლაპარაკდი+ და ვუთხარი ჩემ წინაშე მდგომს: „ჩემო ბატონო,+ ამ ხილვის გამო კრუნჩხვებში ჩავვარდი და ძალა აღარ შემრჩა.+ 17  როგორ შეძლო ჩემი ბატონის მსახურმა ჩემს ბატონთან ლაპარაკი?!+ აქამდე ძალა არ მქონდა და სუნთქვა არ მყოფნიდა“.+ 18  კვლავ შემეხო ადამიანის მსგავსი და განმამტკიცა.+ 19  მან მითხრა: „ნუ გეშინია,+ ძვირფასო ადამიანო,+ მშვიდობა შენდა,+ გამაგრდი, გამაგრდი!“+ როგორც კი მან ეს მითხრა, ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი: „ილაპარაკოს ჩემმა ბატონმა,+ რადგან განმამტკიცე“.+ 20  მან მითხრა: „იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა დავბრუნდები სპარსეთის მთავართან შესაბრძოლებლად;+ მე წავალ და საბერძნეთის მთავარიც მოვა.+ 21  თუმცა გეტყვი ჭეშმარიტების წიგნში ჩაწერილს.+ ამაში მხარს ისე არავინ მიჭერს, როგორც თქვენი მთავარი+ მიქაელი“.+

სქოლიოები

ნიშნავს: ვინ არის ღვთის მსგავსი?