წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

დანიელი 1:1—21

1  იუდას მეფე იეჰოიაკიმის+ მეფობის მესამე წელს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი იერუსალიმს მიადგა და ალყა შემოარტყა.+  იეჰოვამ ხელში ჩაუგდო მას იუდას მეფე იეჰოიაკიმი+ და ჭეშმარიტი ღვთის სახლის ნივთების+ ნაწილი. წაიღო მან ისინი შინარის+ მიწაზე თავისი ღვთის სახლში და თავისი ღვთის საგანძურში მიიტანა ეს ნივთები.+  უთხრა მეფემ მთავარ კარისკაცს,+ აშფენაზს, მოეყვანა ყმაწვილები ისრაელის ძეთაგან, სამეფო შთამომავალთაგან და წარჩინებულთაგან,+  უნაკლო,+ კარგი შესახედაობის ბავშვები, რომლებსაც ექნებოდათ ყოველგვარი სიბრძნის წვდომის უნარი,+ ცოდნა, სწავლის უნარი+ და რომლებიც მეფის სასახლეში მსახურებას შეძლებდნენ,+ და ესწავლებინა მათთვის ქალდეველთა ენა და დამწერლობა*.  გამოუყო მათ მეფემ ყოველდღიური ულუფა მეფის ნუგბარიდან+ და ღვინიდან, რომელსაც ის სვამდა; და ბრძანა, რომ მოევლოთ მათთვის სამი წელიწადი, ამ დროის გასვლის შემდეგ კი მეფის წინაშე წარედგინათ.  მათ შორის იუდას ძეთაგან იყვნენ: დანიელი,+ ხანანია, მიშაელი და აზარია.+  კარისკაცთა უფროსმა სხვა სახელები დაარქვა მათ.+ დანიელს ბელტეშაცარი+ დაარქვა, ხანანიას — შადრაქი, მიშაელს — მეშაქი და აზარიას — აბედნეგო.+  დანიელმა გულში გადაწყვიტა, თავი არ გაეუწმინდურებინა+ მეფის ნუგბარითა და მეფის ღვინით. სთხოვდა კარისკაცთა უფროსს, ნება დაერთო მისთვის, რომ არ გაუწმინდურებულიყო.+  ჭეშმარიტმა ღმერთმა სიკეთე* და წყალობა აპოვნინა დანიელს კარისკაცთა უფროსის წინაშე.+ 10  კარისკაცთა უფროსმა დანიელს უთხრა: „მეშინია ჩემი მეფე-ბატონისა, რომელმაც საჭმელ-სასმელი გამოგიყოთ.+ ნახავს იგი, რომ დაგმწუხრებიათ სახეები, თქვენს თანატოლებს კი არა, და თქვენ გამო დამნაშავე გამოვალ მეფის წინაშე“. 11  მაშინ დანიელმა სთხოვა მეურვეს, რომელიც კარისკაცთა უფროსმა+ დაუნიშნა დანიელს, ხანანიას, მიშაელსა და აზარიას: 12  „გამოცადე შენი მსახურები ათ დღეს, საჭმელად მოგვეცი მცენარეული+ საზრდო და სასმელად წყალი; 13  და ნახე ჩვენი სახეები და იმ ბავშვების სახეები, რომლებიც მეფის ნუგბარს ჭამენ, და რასაც იხილავ, იმის მიხედვით მოექეცი შენს მსახურებს“. 14  ბოლოს დაუჯერა მათ და ათ დღეს ცდიდა. 15  ათი დღის ბოლოს ისინი უფრო უკეთესად გამოიყურებოდნენ და უფრო ხორცსავსენი იყვნენ, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც მეფის ნუგბარს შეექცეოდნენ.+ 16  ამიტომ, ამის შემდეგაც არ აძლევდა მეურვე მათ ნუგბარსა და ღვინოს და მცენარეულ+ საზრდოს აძლევდა მათ. 17  ამ ოთხ ბავშვს ჭეშმარიტმა ღმერთმა მისცა ცოდნა და წვდომის უნარი ყოველგვარი დამწერლობისა და სიბრძნის გასაგებად;+ ამასთანავე დანიელს ყოველგვარი ხილვისა და სიზმრის გაგებაც შეეძლო.+ 18  როცა ამოიწურა დღეები, რომელთა შემდეგაც, მეფის ბრძანებისამებრ, მის წინაშე უნდა წარედგინათ,+ კარისკაცთა უფროსმა ისინი ნაბუქოდონოსორს წარუდგინა. 19  ესაუბრა მათ მეფე და არავინ აღმოჩნდა მათ შორის დანიელის, ხანანიას, მიშაელისა და აზარიას+ მსგავსი; იმ დროიდან მოყოლებული მეფის წინაშე მსახურობდნენ ისინი.+ 20  მეფემ თავის მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე მიღებული პასუხით, რაც სიბრძნესა და გაგების უნარს+ მოითხოვდა, დაინახა, რომ ისინი ათჯერ სჯობდნენ მისი სამეფოს გრძნეულ ქურუმებსა+ და შემლოცველებს.+ 21  დანიელი იქ კიროსის მეფობის პირველ წლამდე დარჩა.+

სქოლიოები

ან მწერლობა.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.