წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

დაბადება 46:1—34

46  დაიძრა ისრაელი და ყველა მისიანი; მივიდნენ ბეერ-შებაში+ და მან თავისი მამის, ისაკის ღმერთს+ მსხვერპლი შესწირა.  ელაპარაკა ღმერთი ღამის ხილვაში ისრაელს და უთხრა:+ „იაკობ, იაკობ!“ მან მიუგო: „აქა ვარ!“+  ღმერთმა უთხრა: „მე ვარ ჭეშმარიტი ღმერთი,+ მამაშენის ღმერთი.+ ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.+  შენთან ერთად წამოვალ ეგვიპტეში და მე თვითონ გამოგიყვან.+ იოსები თავისი ხელით დაგიხუჭავს თვალებს“.+  გამოვიდა იაკობი ბეერ-შებადან. ისრაელის ვაჟებს თავიანთი მამა, იაკობი და თავიანთი ცოლ-შვილი ურმებით მოჰყავდათ, რომლებიც ფარაონმა გაუგზავნა მას სამგზავროდ.+  წაასხეს საქონელი და წაიღეს ქანაანის მიწაზე დაგროვილი ქონება.+ ბოლოს ჩავიდნენ ეგვიპტეში იაკობი და მისი შთამომავლობა.  თან ჩაიყვანა ეგვიპტეში+ თავისი ვაჟებიცა და მათი ვაჟებიც, თავისი ასულებიცა და თავისი ვაჟების ასულებიც, მთელი თავისი შთამომავლობა.  ისრაელის ანუ იაკობის ვაჟები, რომლებიც ეგვიპტეში ჩავიდნენ,+ იყვნენ: რეუბენი — იაკობის პირმშო.+  რეუბენის ვაჟები იყვნენ: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.+ 10  სიმონის+ ვაჟები იყვნენ: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი,+ ცოხარი და შაული,+ ქანაანელი ქალის ვაჟი. 11  ლევის+ ვაჟები იყვნენ: გერშონი,+ კეჰათი+ და მერარი.+ 12  იუდას+ ვაჟები იყვნენ: ერი,+ ონანი,+ შელახი,+ ფერეცი+ და ზერახი;+ მაგრამ ერი და ონანი ქანაანის მიწაზე დაიხოცნენ.+ ფერეცის ვაჟები იყვნენ: ხეცრონი+ და ხამული.+ 13  ისაქარის+ ვაჟები იყვნენ: თოლა,+ ფუვა,+ იობი და შიმრონი.+ 14  ზებულონის+ ვაჟები იყვნენ: სერედი, ელონი და იახლელი.+ 15  ესენი არიან ლეას+ ვაჟები, რომლებიც მან იაკობს ფადან-არამში გაუჩინა; იქ გაუჩინა მისი ასული დინაც.+ ყველა მისი ვაჟი და ასული ოცდაცამეტი სული იყო. 16  გადის+ ვაჟები იყვნენ: ციფიონი, ხაგი, შუნი, ეცბონი, ერი, აროდი და არელი.+ 17  აშერის+ ვაჟები იყვნენ: იმნაჰი, იშვა, იშვი, ბერია.+ მათი და იყო სერა. ბერიას ვაჟები იყვნენ: ხებერი და მალქიელი.+ 18  ესენი არიან ზილფას+ ვაჟები, რომელიც ლაბანმა გააყოლა თავის ასულ ლეას. იაკობს მან თექვსმეტი სული გაუჩინა. 19  იაკობის ცოლის, რახელის+ ვაჟები იყვნენ: იოსები+ და ბენიამინი.+ 20  იოსებს ეგვიპტის მიწაზე შეეძინა მენაშე+ და ეფრემი*,+ რომლებიც მას ონის ქურუმის, ფოტიფერას ასულმა, ასენათმა+ გაუჩინა. 21  ბენიამინის ვაჟები იყვნენ: ბელა,+ ბექერი,+ აშბელი, გერა,+ ნაამანი,+ ეხი, როში, მუფიმი,+ ხუფიმი+ და არდი. 22  ესენი არიან რახელის ვაჟები, რომლებიც იაკობს შეეძინა. სულ თოთხმეტი სული. 23  დანის+ ვაჟები იყვნენ: ხუშიმი...+ 24  ნაფთალის+ ვაჟები იყვნენ: იახცეელი, გუნი,+ იეცერი და შილემი.+ 25  ესენი არიან ბილჰას+ ვაჟები, რომელიც ლაბანმა გააყოლა თავის ასულ რახელს. მან იაკობს შვიდი სული გაუჩინა. 26  ყველა სული, რომლებიც იაკობს ეგვიპტეში ჰყავდა, მისი საზარდულიდან+ გამოვიდა იაკობის ვაჟების ცოლების გარდა. სულ იყო სამოცდაექვსი სული. 27  იოსებს ეგვიპტეში ორი ვაჟი შეეძინა. იაკობის მთელი სახლეულობა, რომელიც ეგვიპტეში ჩავიდა, სულ სამოცდაათი* სული იყო.+ 28  გაუგზავნა მან იუდა+ იოსებს, რომ წინასწარ ჩაეტანა ამბავი გოშენში. ჩავიდნენ ისინი გოშენის მიწაზე.+ 29  მოამზადებინა იოსებმა თავისი ეტლი და წავიდა გოშენში ისრაელთან,+ მამამისთან შესახვედრად. როცა დაინახა იგი, მაშინვე კისერზე შემოეხვია და დიდხანს ტიროდა მის კისერზე.+ 30  ისრაელმა უთხრა იოსებს: „ახლა თუნდაც მოვკვდე,+ რადგან დავინახე შენი სახე, რომ ცოცხალი ხარ“. 31  იოსებმა უთხრა თავის ძმებს და მამამისის სახლეულობას: „წავალ, შევატყობინებ ფარაონს:+ ჩემი ძმები და მამაჩემის სახლეულობა, რომლებიც ქანაანის მიწაზე იყვნენ, ახლა ჩემთან ჩამოვიდნენ.+ 32  მწყემსები არიან ისინი,+ მესაქონლეობას მისდევენ.+ თან ჩამოიყვანეს თავიანთი ცხვარ-ძროხა და წამოიღეს მთელი ქონება.+ 33  ფარაონი რომ მოგიხმობთ და გკითხავთ, რა საქმეს მისდევთო, 34  უთხარით, შენი მსახურები, ჩვენც და ჩვენი წინაპრებიც,+ ბავშვობიდან მესაქონლეობას მისდევენ-თქო, რათა დასახლდეთ გოშენის მიწაზე,+ რადგან სისაძაგლეა ეგვიპტისთვის ყველა მეცხვარე“.+

სქოლიოები

სეპტუაგინტა კიდევ ხუთ სახელს მოიხსენიებს. ამით აიხსნება, რატომ იხსენიებს სტეფანე საქმეების 7:14-ში 70-ის ნაცვლად 75-ს. როგორც ჩანს, ის სეპტუაგინტიდან ციტირებდა.
სეპტუაგინტის თანახმად სამოცდათხუთმეტი. იხილეთ 46:20-ის სქოლიო.