არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

დაბადება 42:1—38

42  გაიგო იაკობმა, რომ ეგვიპტეში იყო მარცვლეული.+ უთხრა იაკობმა თავის ვაჟებს: „რას უყურებთ ერთმანეთს?  გავიგე, ეგვიპტეში ყოფილა მარცვლეული.+ ჩადით და იქ გვიყიდეთ, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ ამოვწყდეთ“.  ჩავიდა ეგვიპტეში იოსების ათი ძმა+ მარცვლეულის საყიდლად.  მაგრამ იოსების ძმა, ბენიამინი,+ არ გაუშვა იაკობმა ძმებთან ერთად, რადგან თქვა, რაიმე უბედურება არ შეემთხვესო.+  ისრაელის ვაჟები სხვებთან ერთად მივიდნენ საყიდლად, რადგან შიმშილობა იყო ქანაანის მიწაზე.+  იოსებს ჰქონდა ძალაუფლება იმ ქვეყანაში.+ ის ყიდდა მარცვლეულს მთელი დედამიწის ხალხზე.+ მივიდნენ იოსების ძმები, მდაბლად თაყვანი სცეს მას და პირქვე დაემხვნენ მიწაზე.+  დაინახა თუ არა, მაშინვე იცნო იოსებმა ძმები, მაგრამ თავისი ვინაობა არ გაუმხილა.+ მკაცრად დაელაპარაკა და უთხრა: „საიდან მოხვედით?“ რაზეც მიუგეს: „ქანაანის მიწიდან, საკვების საყიდლად“.+  იცნო იოსებმა ძმები, მაგრამ მათ ვერ იცნეს იგი.  მაშინვე გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათზე რომ იხილა,+ და უთხრა: „მზვერავები ხართ! ამ მიწის დაუცველი ადგილების სანახავად ხართ მოსულები!“+ 10  მათ მიუგეს: „არა, ჩემო ბატონო,+ შენი მსახურები+ საკვების საყიდლად მოვიდნენ. 11  ჩვენ ყველანი ერთი კაცის შვილები ვართ. მართალი ხალხი ვართ. შენი მსახურები არ არიან მზვერავები“.+ 12  მან კი უთხრა: „არა! იმიტომ მოხვედით, რომ ამ მიწის დაუცველი ადგილები ნახოთ!“+ 13  მათ მიუგეს: „შენი მსახურები თორმეტი ძმანი არიან.+ ქანაანის მიწაზე მცხოვრები ერთი კაცის შვილები ვართ.+ უმცროსი მამაჩვენთან დარჩა,+ ერთი კი აღარა გვყავს“.+ 14  იოსებმა უთხრა: „ასეა, როგორც გეუბნებით: მზვერავები ხართ-მეთქი. 15  აი, როგორ გამოიცდებით. ცოცხალია ფარაონი, ვერ წახვალთ აქედან, სანამ თქვენს უმცროს ძმას არ მომიყვანთ.+ 16  გაგზავნეთ ერთი თქვენგანი თქვენი ძმის მოსაყვანად, დანარჩენები კი დატყვევებული იქნებით, რათა გამოიცადოს თქვენი სიტყვების ჭეშმარიტება.+ თუ არადა, ცოცხალია ფარაონი, მზვერავები ხართ“. 17  სამ დღეს ჰყავდა ყველა ერთად დაპატიმრებული. 18  უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: „ასე გააკეთეთ და იცოცხლებთ. მე ჭეშმარიტი ღვთის შიში მაქვს.+ 19  თუ მართლები ხართ, დარჩეს ერთ-ერთი თქვენი ძმა საპატიმროში,+ დანარჩენები კი წადით და წაიღეთ მარცვლეული თქვენ-თქვენს სახლებში, რადგან შიმშილობაა.+ 20  მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რომ სარწმუნო იყოს თქვენი სიტყვები, და არ მოკვდებით“.+ ისინიც ასე მოიქცნენ. 21  ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „უეჭველად დამნაშავეები ვართ ჩვენი ძმის გამო,+ რადგან ვხედავდით, როგორ იტანჯებოდა მისი სული, როცა შებრალებას გვთხოვდა, მაგრამ ჩვენ არ მოვუსმინეთ. ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს უბედურება“.+ 22  რეუბენმა უთხრა მათ: „ხომ გეუბნებოდით, ბავშვის წინააღმდეგ ნუ შესცოდავთ-მეთქი, მაგრამ თქვენ არ მომისმინეთ.+ ახლა მოგვეკითხა მისი სისხლი“.+ 23  თარჯიმანი იყო მათთან და ამიტომ ეგონათ, რომ არ ესმოდა იოსებს. 24  გავიდა იგი და ატირდა.+ შემდეგ ისევ მივიდა მათთან და დაელაპარაკა. გამოიყვანა სიმონი+ და მათ თვალწინ შებორკა.+ 25  გასცა იოსებმა ბრძანება, რომ მარცვლეულით აევსოთ მათი ტომრები, ფულიც უკან ჩაედოთ თითოეულის ტომარაში+ და საგზალიც მიეცათ.+ ასეც გააკეთეს. 26  დატვირთეს მარცვლეულით თავიანთი ვირები და გაუდგნენ გზას. 27  ღამის გასათევ ადგილზე გახსნა ერთ-ერთმა ტომარა, ვირისთვის საკვები რომ მიეცა,+ და დაინახა ტომარაში თავისი ფული.+ 28  უთხრა მან ძმებს: „დაუბრუნებიათ ჩემი ფული და, აი, ჩემს ტომარაშია!“ გულს შემოეყარათ და ერთმანეთს აკანკალებულები+ ეუბნებოდნენ: „ეს რა გვიყო ღმერთმა!“+ 29  მივიდნენ თავიანთ მამასთან, იაკობთან, ქანაანის მიწაზე და ყველაფერს მოუყვნენ, რაც თავს გადახდათ: 30  «იმ ქვეყნის ბატონი მკაცრად გველაპარაკა,+ რადგან მზვერავებად ჩაგვთვალა.+ 31  მაგრამ ვუთხარით: „ჩვენ მართალი ხალხი ვართ,+ არა ვართ მზვერავები. 32  თორმეტი ძმანი ვართ,+ მამაჩვენის შვილები.+ ერთი აღარ არის,+ უმცროსი კი მამაჩვენთან დარჩა ქანაანის ქვეყანაში“.+ 33  მაგრამ იმ ქვეყნის ბატონმა გვითხრა:+ „აი, რით გავიგებ, მართლები ხართ თუ არა:+ ერთი თქვენი ძმა აქ დარჩეს,+ თქვენ კი წაიღეთ რამე და წადით თქვენ-თქვენს სახლებში, რადგან შიმშილობაა.+ 34  მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რათა გავიგო, რომ მზვერავები კი არა, მართალი ხალხი ხართ. დაგიბრუნებთ თქვენს ძმას და ივაჭრეთ ამ ქვეყანაში“».+ 35  როცა ტომრებს ცლიდნენ, ყველამ ნახა თავის ტომარაში ფულით სავსე ქისა. მათმა მამამაც ნახა ფულით სავსე ქისები და შეეშინდათ. 36  იაკობმა, მათმა მამამ, უთხრა: „შვილები დამაკარგვინეთ!+ იოსები აღარ არის, აღარც სიმონია+ და ბენიამინის წაყვანასაც აპირებთ. ყველაფერი მე დამატყდა თავს!“ 37  რეუბენმა უთხრა მამას: „ორივე ვაჟი მომიკალი, თუ არ დაგიბრუნო იგი.+ მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ მას“.+ 38  მაგრამ მან თქვა: „არ წამოვა ჩემი ვაჟი თქვენთან ერთად, რადგან მკვდარია მისი ძმა და მარტოა დარჩენილი.+ თუ რაიმე უბედურება შეემთხვევა გზაზე, მაშინ მწუხარებით ჩამიყვანთ ჭაღარას სამარეში*“.+

სქოლიოები

იხილეთ 37:35-ის სქოლიო.