წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

დაბადება 40:1—23

40  ეგვიპტის მეფის მერიქიფემ+ და მცხობელმა თავიანთ ბატონს, ეგვიპტის მეფეს,+ შესცოდეს.  განრისხდა ფარაონი იმ ორ მოხელეზე,+ მერიქიფეთა და მცხობელთა უფროსებზე.+  ჩაყარა ისინი მცველთა უფროსის სახლის+ საპატიმროში,+ საპყრობილეში, სადაც იოსები იყო.  მცველთა უფროსმა მოსამსახურედ იოსები დაუნიშნა მათ.+ ისინი რამდენიმე დღე იყვნენ საპატიმროში.  ეგვიპტის მეფის მერიქიფემ და მცხობელმა, რომლებიც საპყრობილეში იყვნენ,+ ერთ ღამეს+ ნახეს სიზმრები,+ თითოეულმა თავისი სიზმარი, რომლებსაც თავ-თავისი ახსნა ჰქონდა.+  მივიდა დილით იოსები მათთან და ნახა, რომ დამწუხრებულები+ იყვნენ.  გამოჰკითხა ფარაონის მოხელეებს, რომლებიც თავიანთი ბატონის სახლის საპატიმროში იყვნენ მასთან ერთად: „დღეს რაღაც დაღვრემილი სახეები გაქვთ“.+  მათ მიუგეს: „სიზმარი ვნახეთ და ამხსნელი არა გვყავს“. იოსებმა უთხრა: „განა ღვთისგან არ არის ახსნა?+ მომიყევით“.  მოუყვა მერიქიფეთა უფროსმა თავისი სიზმარი იოსებს: „სიზმრად ვნახე, რომ ჩემ წინ ვაზი იყო. 10  ვაზს კარგად ამოეყარა, სამი ლერწი ჰქონდა.+ გაიფურჩქნა და დამწიფდა მტევნები. 11  ხელში ფარაონის სასმისი მეჭირა. ავიღე ყურძენი, სასმისში ჩავწურე+ და ხელში მივაწოდე ფარაონს“.+ 12  იოსებმა უთხრა მას: „აი, ეს არის ახსნა:+ სამი ლერწი სამი დღეა. 13  სამ დღეში აგამაღლებს ფარაონი და შენს სამსახურში დაგაბრუნებს.+ კვლავ მიაწოდებ ფარაონს ხელში სასმისს, როგორც ამას მერიქიფედ ყოფნის დროს აკეთებდი,+ 14  ოღონდ არ დამივიწყო, როგორც კი ხელი მოგემართება.+ სიკეთე* გამიკეთე, მომიხსენიე ფარაონთან+ და გამომიყვანე ამ სახლიდან, 15  რადგან მოტაცებული ვარ ებრაელთა მიწიდან;+ არც აქ გამიკეთებია ისეთი რამ, რომ მათ დილეგში ჩავეგდე“.+ 16  როცა დაინახა მცხობელმა, რომ კარგად აუხსნა, უთხრა იოსებს: „მეც ვნახე სიზმარი: თავზე სამი კალათა მედგა, რომლებშიც თეთრი პური ეწყო. 17  სულ ზემოთა კალათაში მცხობლის ნაირ-ნაირი ნახელავი ეწყო ფარაონისთვის,+ რასაც ფრინველები+ ჭამდნენ ჩემს თავზე დადგმული კალათიდან“. 18  იოსებმა მიუგო: „ეს არის ახსნა:+ სამი კალათა სამი დღეა. 19  სამ დღეში წაგიყვანს ფარაონი, თავს მოგკვეთს, ძელზე ჩამოგკიდებს+ და ფრინველები შეჭამენ შენს ხორცს“.+ 20  მესამე დღეს ფარაონმა, თავის დაბადების დღეს,+ ნადიმი გაუმართა ყველა მსახურს; მოიყვანა მერიქიფეთა უფროსიც და მცხობელთა უფროსიც.+ 21  თავის ადგილზე დააბრუნა მერიქიფეთა უფროსი,+ რომელიც კვლავ აწვდიდა ფარაონს ხელში სასმისს, 22  მცხობელთა უფროსი კი ძელზე ჩამოკიდა.+ ისე მოხდა, როგორც იოსებმა აუხსნა მათ.+ 23  მაგრამ არ გახსენებია მერიქიფეთა უფროსს იოსები, დაავიწყდა იგი.+

სქოლიოები

იხილეთ 19:19-ის სქოლიო.