წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

დაბადება 4:1—26

4  დაწვა ადამი თავის ცოლთან, ევასთან, და ის დაორსულდა.+ შეეძინა ევას კაენი+ და თქვა: „ვაჟი გავაჩინე იეჰოვას შეწევნით“.+  მოგვიანებით შეეძინა აბელი,+ კაენის ძმა. აბელი მეცხვარე+ გახდა, კაენი — მიწათმოქმედი.+  გავიდა ხანი და კაენმა მიწის ნაყოფი+ მიიტანა იეჰოვასთვის შესაწირავად,+  აბელმა კი მიიტანა თავისი ფარის პირველმოგებულიდან,+ ქონთან ერთად.+ იეჰოვამ მოიწონა აბელი და მისი შესაწირავი,+  კაენი და მისი შესაწირავი კი არ მოიწონა.+ რისხვით აენთო+ კაენი და სახე მოეღუშა.  მაშინ იეჰოვამ კაენს ჰკითხა: „რატომ აენთე რისხვით და რატომ მოგეღუშა სახე?  თუ კარგს გააკეთებ, განა არ მიგიღებ?!+ მაგრამ თუ არ გააკეთებ კარგს, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ ისწრაფვის.+ იბატონებ მასზე?!“+  ამის შემდეგ კაენმა უთხრა აბელს, თავის ძმას: „წამო, მინდორში წავიდეთ“. მინდორში დაჰკრა კაენმა აბელს და მოკლა.+  ცოტა ხნის შემდეგ იეჰოვამ ჰკითხა კაენს: „სად არის შენი ძმა აბელი?“+ მან მიუგო: „მე რა ვიცი, ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?!“+ 10  მაშინ ღმერთმა უთხრა: „ეს რა ჩაიდინე?! ყური დაუგდე, შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.+ 11  დაწყევლილი და განდევნილი ხარ ამ მიწიდან,+ რომელმაც გახსნა პირი, რომ შენი ხელიდან შენი ძმის სისხლი მიეღო.+ 12  დაამუშავებ მიწას, ის კი არ მოგცემს ნაყოფს.+ დედამიწაზე იხეტიალებ და განდევნილი იქნები“.+ 13  მაშინ კაენმა უთხრა იეჰოვას: „ჩემი დანაშაულის სასჯელი მეტისმეტად ძნელი სატარებელია. 14  აჰა, მაძევებ დღეს ამ მიწიდან და დამალული ვიქნები შენი სახისგან.+ დედამიწაზე ვიხეტიალებ,+ დევნილი ვიქნები და ნებისმიერი შემხვედრი მომკლავს“.+ 15  მაშინ იეჰოვამ უთხრა მას: „ნებისმიერს, ვინც კაენს მოკლავს, შვიდჯერ მიეზღვება“.+ ამგვარად იეჰოვამ ნიშანი დაადო კაენს, რომ არც ერთ შემხვედრს არ მოეკლა იგი.+ 16  გაეცალა კაენი იეჰოვას+ და დასახლდა ნოდის* ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით. 17  ამის შემდეგ დაწვა კაენი თავის ცოლთან,+ დაორსულდა ის და შეეძინა ენოქი. კაენმა ქალაქის მშენებლობა დაიწყო და ამ ქალაქს თავისი ვაჟის, ენოქის სახელი უწოდა.+ 18  მოგვიანებით ენოქს შეეძინა ირადი. ირადს შეეძინა მეხუალელი, მეხუალელს — მეთუშაელი, მეთუშაელს — ლამექი. 19  ლამექმა ორი ცოლი მოიყვანა; პირველს ერქვა ადა, მეორეს — ცილა. 20  ადას შეეძინა იაბალი. მისგან წამოვიდნენ კარვებში მცხოვრებნი+ და მესაქონლეები.+ 21  მის ძმას ერქვა იუბალი. მისგან წამოვიდა ყველა მექნარე+ და მესტვირე.+ 22  ცილას კი შეეძინა თუბალ-კაენი, სპილენძისა და რკინის ყოველგვარი იარაღის+ მჭედელი. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაამა. 23  ლამექმა ასეთი სიტყვები შეთხზა და თავის ცოლებს, ადასა და ცილას უთხრა: „ისმინეთ ჩემი ხმა, ლამექის ცოლებო, ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს: კაცი მოვკალი, რომელმაც დამჭრა, ახალგაზრდა, რომელმაც დამარტყა. 24  თუ კაენისთვის შვიდჯერ მიეზღვებათ,+ ლამექისთვის შვიდჯერ და კიდევ სამოცდაათჯერ“. 25  კვლავ დაწვა ადამი თავის ცოლთან, ევასთან, და მას ვაჟი შეეძინა. შეთი*+ დაარქვა, თქვა, ღმერთმა სხვა შთამომავალი მომცა აბელის ნაცვლად, რადგან კაენმა მოკლაო იგი.+ 26  შეთსაც შეეძინა ვაჟი და მას ენოში+ დაარქვა. იმ დროს დაიწყეს იეჰოვას სახელის ხსენება.+

სქოლიოები

ნიშნავს დევნილობას.
ნიშნავს სხვის ნაცვლად დანიშნულს, დაყენებულს.