წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

დაბადება 38:1—30

38  ძმებს რომ დაშორდა, იუდამ კარავი გაშალა ადულამელი+ კაცის მეზობლად, რომელსაც ხირა ერქვა.  დაინახა იუდამ ქანაანელი შუას ასული,+ წაიყვანა და დაწვა მასთან.  დაორსულდა იგი, გააჩინა ვაჟი და ერი+ დაარქვა.  კიდევ დაორსულდა, გააჩინა ვაჟი და ონანი დაარქვა.  კიდევ გააჩინა ვაჟი და შელა დაარქვა; აქციბში იყო იუდა, როცა მისმა ცოლმა ის გააჩინა.+  მოუყვანა იუდამ თავის პირმშოს, ერს, ცოლი, რომელსაც თამარი+ ერქვა.  ერი, იუდას პირმშო, იეჰოვას თვალში ბოროტი ადამიანი იყო+ და ამიტომ მოკლა იგი იეჰოვამ.+  ეს რომ მოხდა, უთხრა იუდამ ონანს: „დაწექი შენი ძმის ცოლთან, შეასრულე მასთან მაზლის ვალდებულება და აღუდგინე შთამომავლობა შენს ძმას“.+  იცოდა ონანმა, რომ შთამომავლობა მისი არ იქნებოდა+ და ამიტომ, როცა წვებოდა ხოლმე თავისი ძმის ცოლთან, თესლს მიწაზე ღვრიდა, თავისი ძმისთვის შთამომავლობა რომ არ აღედგინა.+ 10  ბოროტებას სჩადიოდა ონანი იეჰოვას თვალში+ და ამიტომ მან ისიც მოკლა.+ 11  უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: „იცხოვრე მამაშენის სახლში როგორც ქვრივმა, სანამ შელა, ჩემი ვაჟი, გაიზრდება“,+ რადგან თავისთვის ამბობდა, ესეც თავისი ძმებივით არ მოკვდესო.+ თამარიც წავიდა და ცხოვრობდა მამამისის სახლში.+ 12  გავიდა ხანი; მოკვდა იუდას ცოლი,+ შუას ასული, და გამოიგლოვა იგი იუდამ.+ ავიდა იუდა თიმნაში+ თავისი ცხვრის მპარსველებთან და წაიყოლა ადულამელი+ მეგობარი ხირა. 13  თამარს უთხრეს: „შენი მამამთილი თიმნაში ადის თავისი ცხვრის გასაპარსად“.+ 14  გაიხადა მან ქვრივობის ტანსაცმელი, თავშალი მოიფარა, რიდე ჩამოიფარა და დაჯდა ენაიმის შესასვლელთან, თიმნას გზაზე, რადგან ხედავდა, რომ გაიზარდა შელა, მაგრამ არ მიუთხოვებიათ იგი მისთვის ცოლად.+ 15  დაინახა იგი იუდამ და მეძავი+ ეგონა, რადგან სახე დაფარული ჰქონდა.+ 16  გზიდან მიბრუნდა და სთხოვა მას: „დავწვები შენთან“.+ არ იცოდა, რომ მისი რძალი იყო.+ მან ჰკითხა: „რას მომცემ, ჩემთან რომ დაწვე?“+ 17  მან მიუგო: „თიკანს გამოგიგზავნი ჩემი ფარიდან“. ქალმა ჰკითხა: „გირაოდ რას მომცემ, სანამ თიკანს გამომიგზავნიდე?“+ 18  მან მიუგო: „რა მოგცე გირაოდ?“ ქალმა უპასუხა: „შენი საბეჭდავი ბეჭედი,+ ზონარი და ჯოხი, ხელში რომ გიჭირავს“. მანაც მისცა, დაწვა მასთან და დაორსულდა იგი. 19  ადგა ის და წავიდა; მოიხსნა თავშალი და ისევ თავისი ქვრივობის ტანსაცმელი+ ჩაიცვა. 20  გაუგზავნა იუდამ თიკანი თავისი ადულამელი მეგობრის+ ხელით, რომ დაებრუნებინა გირაო იმ ქალის ხელიდან, მაგრამ ვეღარ იპოვა იგი. 21  ჰკითხა იქაურებს მისი ადგილსამყოფელი: „სად არის ტაძრის მეძავი, გზაზე რომ იყო ენაიმში?“ მათ მიუგეს: „აქ არასოდეს ყოფილა ტაძრის მეძავი“.+ 22  ბოლოს დაბრუნდა იგი იუდასთან და უთხრა: „ვერ ვიპოვე; იქაურებმაც თქვეს, აქ არასოდეს ყოფილა ტაძრის მეძავიო“. 23  იუდამ თქვა: „ჰქონდეს მას, რომ არ მოგვიძულონ.+ მე ხომ გავუგზავნე თიკანი, მაგრამ შენ ვერ იპოვე“. 24  სამი თვის შემდეგ იუდას შეატყობინეს: „უმეძავია+ შენს რძალს, თამარს, და თავისი მეძაობით დაორსულებულა+ კიდეც“. ამაზე იუდამ თქვა: „გამოიყვანეთ და დაწვით“.+ 25  როცა გამოჰყავდათ, მან თავის მამამთილს შეუთვალა: „ესენი ვისიც არის, იმ კაცისგანა ვარ ორსულად.+ ნახე,+ ვისია ეს საბეჭდავი ბეჭედი, ზონარი და ჯოხი“.+ 26  ნახა ისინი იუდამ და თქვა:+ „ის ჩემზე მართალია,+ რადგან არ მივეცი იგი ჩემს ვაჟს, შელას“.+ მას შემდეგ აღარ დაწოლილა მასთან.+ 27  მშობიარობის დრო რომ დაუდგა, ტყუპები აღმოაჩნდა მუცელში. 28  როცა მშობიარობდა, ერთმა ხელი გამოყო; ბებიაქალმა მაშინვე აიღო ალისფერი ნაჭერი, ხელზე შეაბა და თქვა, ეს პირველი გამოვიდაო. 29  ბავშვმა უკან წაიღო ხელი და ახლა უკვე მისი ძმა გამოვიდა. ბებიაქალმა წამოიძახა: „ეს რა ქენი, ზღუდე რომ გამოარღვიე?!“ ამიტომ მას ფერეცი*+ დაარქვეს. 30  შემდეგ მისი ძმა გამოვიდა, რომელსაც ხელზე ალისფერი ნაჭერი ჰქონდა, და მას ზერახი+ დაარქვეს.

სქოლიოები

ნიშნავს შორისის გარღვევას.