არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

დაბადება 37:1—36

37  ცხოვრობდა იაკობი მამამისის ხიზნობის ქვეყანაში,+ ქანაანში.+  ეს არის იაკობის ამბავი. ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები,+ როცა თავის ძმებთან, მამამისის ცოლების, ბილჰასა+ და ზილფას,+ ვაჟებთან ერთად მწყემსავდა ფარას.+ ცუდი ამბავი მიუტანა მათზე იოსებმა მამას.+  თავის ყველა ვაჟზე მეტად უყვარდა ისრაელს იოსები,+ რადგან მისი სიბერის შვილი იყო იგი. მისთვის გრძელი ზოლებიანი ტანსაცმელი დაამზადებინა.+  როცა დაინახეს მისმა ძმებმა, რომ მამას მათზე მეტად უყვარდა ის, შეიძულეს იგი+ და მშვიდად ვეღარ ელაპარაკებოდნენ.+  გავიდა დრო, იოსებმა სიზმარი ნახა და თავის ძმებს მოუყვა,+ რის გამოც უფრო შეიძულეს.  მან უთხრა: „მომისმინეთ, აი რა მესიზმრა:+  შუა მინდორში ძნებს ვკრავდით. ჩემი ძნა წამოდგა და აღმართული იდგა, თქვენი ძნები კი გარს შემოეხვივნენ და მდაბლად თაყვანი სცეს ჩემს ძნას“.+  მისმა ძმებმა მიუგეს: „ჩვენი მეფე უნდა გახდე+ თუ ჩვენზე უნდა იბატონო?“+ კიდევ ერთი საბაბი მიეცათ, რომ მოეძულებინათ იგი მისი სიზმრისა და სიტყვების გამო.  სხვა სიზმარიც ნახა და თავის ძმებს მოუყვა: „კიდევ ვნახე სიზმარი: მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მდაბლად მცემდნენ თაყვანს“.+ 10  მარტო ძმებს კი არა, მამამისსაც მოუყვა, მამამისმა კი უსაყვედურა:+ „ეს რა გესიზმრა?! შენ უნდა გეახლოთ და მდაბლად უნდა გცეთ თაყვანი მე, დედაშენმა და შენმა ძმებმა?!“ 11  შურით აღივსნენ+ მისი ძმები, მამამისმა კი გულში დაიმარხა ეს ამბავი.+ 12  მისი ძმები მამის ფარას მწყემსავდნენ შექემთან.+ 13  ისრაელმა უთხრა იოსებს: „შენი ძმები შექემთან მწყემსავენ ფარას. გამეგზავნე მათთან“. მან მიუგო: „კარგი“.+ 14  მან უთხრა: „წადი, ნახე, ხომ მშვიდობით არიან შენი ძმები და ხომ მშვიდობითაა ფარა, და ამბავი მომიტანე“.+ გაგზავნა ხებრონის+ ველიდან და წავიდა იგი შექემისკენ. 15  დაინახა ერთმა კაცმა, რომ იგი მინდორში გზააბნეული დადიოდა და ჰკითხა: „რას ეძებ?“ 16  მან მიუგო: „ჩემს ძმებს ვეძებ. ხომ ვერ მიმასწავლი, სად მწყემსავენ ფარას?“ 17  მან უთხრა: „აქედან წავიდნენ. გავიგონე, რომ ამბობდნენ, დოთანში წავიდეთო. გაჰყვა იოსები ძმების კვალს და დოთანში მიაგნო მათ. 18  შორიდან დაინახეს და სანამ მათთან მივიდოდა, მზაკვრულად განიზრახეს მისი მოკვლა.+ 19  ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ნახეთ, სიზმარა+ მოდის. 20  მოდი მოვკლათ, ჭაში ჩავაგდოთ+ და ვთქვათ, რომ ნადირმა შეჭამა.+ მერე ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები“. 21  ეს რომ რეუბენმა გაიგო, სცადა მისი დახსნა მათი ხელიდან.+ მან თქვა: „ნუ მოვკლავთ“.+ 22  ეუბნებოდა რეუბენი: „სისხლს ნუ დაღვრით.+ უდაბნოს ჭაში ჩააგდეთ და ნუ აღმართავთ მასზე ხელს“.+ უნდოდა, დაეხსნა იგი მათი ხელიდან და მამამისთან დაებრუნებინა. 23  როგორც კი მივიდა იოსები თავის ძმებთან, გახადეს მას ტანსაცმელი, გრძელი ზოლებიანი ტანსაცმელი,+ 24  წაიყვანეს და ჩააგდეს ჭაში;+ ცარიელი იყო ჭა, წყალი არ იდგა მასში. 25  შემდეგ დასხდნენ პურის საჭმელად.+ გაიხედეს და რას ხედავენ?! ისმაელელთა+ ქარავანი მოდის გალაადიდან, აქლემებით საკმელი, ბალზამი და ხის ფისიანი ქერქი+ მოაქვთ ეგვიპტეში ჩასატანად. 26  იუდამ ძმებს უთხრა: „რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა?+ 27  მოდი მივყიდოთ ისმაელელებს+ და ნუ აღვმართავთ მასზე ხელს.+ ბოლოს და ბოლოს ჩვენი ძმაა, ჩვენი ხორცია“. მათაც მოუსმინეს თავიანთ ძმას.+ 28  ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა,+ მათ კი ამოიყვანეს იოსები ჭიდან+ და ოც ვერცხლად მიჰყიდეს+ ისმაელელებს. ეგვიპტეში ჩაიყვანეს მათ იოსები. 29  მივიდა რეუბენი იმ ჭასთან და აღარ დახვდა იგი ჭაში. შემოიხია ტანსაცმელი,+ 30  დაბრუნდა ძმებთან და უთხრა: „ბავშვი აღარ არის! რა ვქნა, სად წავიდე?!“+ 31  მათ კი აიღეს იოსების გრძელი ტანსაცმელი, დაკლეს ვაცი და ამოსვარეს მის სისხლში.+ 32  გაუგზავნეს გრძელი, ზოლებიანი ტანსაცმელი თავიანთ მამას და შეუთვალეს: „ეს ვიპოვეთ. ნახე,+ შენი ვაჟისა ხომ არ არის?“+ 33  მანაც ნახა და თქვა: „ჩემი ვაჟის გრძელი ტანსაცმელია! ნადირს შეუჭამია,+ დაუგლეჯია იოსები!“+ 34  შემოიხია იაკობმა მოსასხამი, წელზე ჯვალო შემოიხვია და მრავალი დღე გლოვობდა შვილს.+ 35  მიდიოდნენ მის სანუგეშებლად+ მისი ვაჟები და ასულები, მაგრამ არ იღებდა ნუგეშს, ამბობდა:+ „გლოვით ჩავალ ჩემს ვაჟთან სამარეში*!“ დასტიროდა მას მამამისი. 36  მიჰყიდეს იგი მიდიანელებმა ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს,+ მცველთა უფროსს.+

სქოლიოები

ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.