წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

დაბადება 36:1—43

36  ეს არის ესავის ანუ ედომის+ ამბავი.  ესავმა ქანაანელი ცოლები მოიყვანა:+ ხეთელი ელონის+ ასული ადა,+ ანას ასული ოჰოლიბამა,+ ხიველი ციბეონის შვილიშვილი,  და ბასმათი,+ ისმაელის ასული, ნებაიოთის და.+  ადამ ესავს გაუჩინა ელიფაზი, ბასმათმა კი — რეუელი,  ოჰოლიბამამ გააჩინა იეუში, იალამი და კორახი.+ ესენი არიან ესავის ვაჟები, რომლებიც მას ქანაანის მიწაზე შეეძინა.  წაიყვანა ესავმა თავისი ცოლები, ვაჟები და ასულები, ყველა სული თავისი სახლიდან, თავისი ჯოგი და მთელი პირუტყვი, წაიღო ქანაანის ქვეყანაში დაგროვილი მთელი სიმდიდრე+ და წავიდა თავისი ძმისგან, იაკობისგან, სხვა მიწაზე,+  ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდათ და ერთად ვერ იცხოვრებდნენ, რადგან არ ეყოფოდათ ხიზნობის მიწა მათი ჯოგების სიმრავლის გამო.+  დასახლდა ესავი სეირის მთიან მხარეში.+ ესავი იგივე ედომია.+  ეს არის სეირის მთიან მხარეში+ მცხოვრები ესავის, ედომის მამის ამბავი. 10  ესავის ვაჟებს ერქვათ: ელიფაზი, რომელიც ესავის ცოლის, ადას ვაჟი იყო, და რეუელი, რომელიც ესავის ცოლის, ბასმათის ვაჟი იყო.+ 11  ელიფაზის ვაჟები იყვნენ: თემანი,+ ომარი, ცეფო, გათამი და კენაზი.+ 12  ელიფაზის, ესავის ვაჟის, ხარჭა იყო თიმნა.+ ელიფაზს მან ამალეკი+ გაუჩინა. ესენი არიან ესავის ცოლის, ადას ვაჟები. 13  რეუელის ვაჟები იყვნენ: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა.+ ესენი იყვნენ ესავის ცოლის, ბასმათის+ ვაჟები. 14  ესენი იყვნენ ესავის ცოლის, ოჰოლიბამას, ციბეონის შვილიშვილის, ანას ასულის ვაჟები, რომლებიც მან გაუჩინა ესავს: იეუში, იალამი და კორახი.+ 15  ესენი არიან ესავის ვაჟები, რომლებიც თავკაცები+ იყვნენ, ესავის პირმშოს, ელიფაზის ვაჟები: თავკაცი თემანი,+ თავკაცი ომარი, თავკაცი ცეფო, თავკაცი კენაზი, 16  თავკაცი კორახი, თავკაცი გათამი და თავკაცი ამალეკი. ედომის ქვეყანაში ესენი არიან თავკაცები, ელიფაზის+ ვაჟები, ადას ვაჟები. 17  ესენი არიან ესავის ვაჟის, რეუელის ვაჟები: თავკაცი ნახათი, თავკაცი ზერახი, თავკაცი შამა და თავკაცი მიზა. ესენი არიან ედომის მიწის+ თავკაცები, რეუელის ვაჟები, ესავის ცოლის, ბასმათის ვაჟები. 18  ესენი კი ესავის ცოლის, ოჰოლიბამას ვაჟები არიან: თავკაცი იეუში, თავკაცი იალამი და თავკაცი კორახი. ესენი არიან თავკაცები, ესავის ცოლის, ოჰოლიბამას, ანას ასულის ვაჟები. 19  ესენი არიან ესავის ვაჟები და თავკაცები. ის იგივე ედომია.+ 20  ხორიელი სეირის ვაჟები, რომლებიც იმ მიწაზე მკვიდრობდნენ,+ იყვნენ: ლოტანი, შობალი, ციბეონი, ანა,+ 21  დიშონი, ეცერი და დიშანი.+ ესენი არიან ედომის მიწის ხორიელი თავკაცები, სეირის ვაჟები. 22  ლოტანს შეეძინა ვაჟები: ხორი და ჰემამი. ლოტანის და იყო თიმნა.+ 23  შობალის ვაჟები იყვნენ: ალვანი, მანახათი, ებალი, შეფო და ონამი. 24  ციბეონის ვაჟები იყვნენ: აია და ანა. ეს ის ანაა, რომელმაც უდაბნოში ცხელი წყაროები იპოვა, როცა მამამისის, ციბეონის+ ვირებს მწყემსავდა. 25  ანას შვილები იყვნენ: დიშონი და ოჰოლიბამა, რომელიც ანას ასული იყო. 26  დიშონის ვაჟები იყვნენ: ხემდანი, ეშბანი, ითრანი და ქერანი.+ 27  ეცერის ვაჟები იყვნენ: ბილჰანი, ზაავანი და აკანი. 28  დიშანის ვაჟები იყვნენ: უცი და არანი.+ 29  ესენი არიან ხორიელი თავკაცები: თავკაცი ლოტანი, თავკაცი შობალი, თავკაცი ციბეონი, თავკაცი ანა, 30  თავკაცი დიშონი,+ თავკაცი ეცერი და თავკაცი დიშანი. ესენი არიან ხორიელი თავკაცები სეირის მიწის თავკაცთა მიხედვით. 31  ესენი იყვნენ ედომის მიწის მეფეები,+ სანამ ისრაელის ძეებს მეფე ეყოლებოდათ.+ 32  ედომში ბეორის ვაჟი ბელა მეფობდა.+ მის ქალაქს დინჰაბა ერქვა. 33  მოკვდა ბელა და მის შემდეგ იობაბი, ბოცრელი+ ზერახის ვაჟი გამეფდა.+ 34  მოკვდა იობაბი და მის შემდეგ გამეფდა+ ხუშამი თემანელთა+ ქვეყნიდან. 35  მოკვდა ხუშამი და მის შემდეგ გამეფდა ჰადადი, ბედადის ვაჟი, რომელმაც მოაბის მიწაზე+ მიდიანელები+ დაამარცხა. მის ქალაქს ავითი+ ერქვა. 36  მოკვდა ჰადადი და მის შემდეგ გამეფდა მასრეკელი სამლა.+ 37  მოკვდა სამლა და მის შემდეგ გამეფდა შაული მდინარისპირა რეხობოთიდან.+ 38  მოკვდა შაული და მის შემდეგ ბაალ-ხანანი, აქბორის ვაჟი გამეფდა.+ 39  მოკვდა აქბორის ვაჟი, ბაალ-ხანანი და მის შემდეგ ჰადარი გამეფდა. მის ქალაქს ფაუ ერქვა. მისი ცოლის სახელი იყო მეჰეტაბელი. იგი იყო მეზაჰაბის ასულის, მატრედის ასული.+ 40  ესენი არიან ესავის თავკაცები თავიანთი საგვარეულოების, ადგილებისა და სახელების მიხედვით: თავკაცი თიმნა, თავკაცი ალვა, თავკაცი იეთეთი,+ 41  თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელაჰი, თავკაცი ფინონი,+ 42  თავკაცი კენაზი, თავკაცი თემანი, თავკაცი მიბცარი,+ 43  თავკაცი მაგდიელი და თავკაცი ირამი. ესენი არიან ედომის თავკაცები+ თავიანთი სამკვიდროსა და კუთვნილი მიწის მიხედვით.+ ესავია ედომის მამა.+

სქოლიოები