არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

დაბადება 3:1—24

3  გველი+ ყველაზე ფრთხილი+ იყო გარეულ ცხოველებს შორის, რომლებიც იეჰოვა ღმერთმა შექმნა.+ უთხრა გველმა ქალს:+ „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“+  ქალმა გველს მიუგო: „ბაღის ხის ნაყოფები შეგვიძლია ვჭამოთ,+  მაგრამ იმ ხის ნაყოფზე, რომელიც ბაღის შუაგულში დგას,+ ღმერთმა გვითხრა: არ შეჭამოთ, არც კი შეეხოთ, რომ არ მოკვდეთო“.+  ამაზე გველმა უთხრა ქალს: „არა, არ მოკვდებით.+  იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“.+  მაშინ დაინახა ქალმა, რომ იმ ხეს საჭმელად კარგი და თვალისთვის მიმზიდველი ნაყოფი ჰქონდა. ხე მართლაც თვალწარმტაცი იყო.+ მოწყვიტა მისი ნაყოფი და შეჭამა. მოგვიანებით კი ქმარსაც მისცა, როცა ერთად იყვნენ, და მანაც შეჭამა.+  ორივეს აეხილათ თვალი და დაინახეს, რომ შიშვლები იყვნენ.+ გადააბეს ლეღვის ფოთლები ერთმანეთს და წელზე შემოირტყეს.+  მოგვიანებით იეჰოვა ღმერთის ხმა შემოესმათ. ის საღამო ხანს, როცა ნიავი უბერავს, ბაღში მიმოდიოდა.+ დაემალნენ იეჰოვა ღმერთს კაცი და მისი ცოლი ბაღის ხეებს შორის.+  ეძახდა იეჰოვა ღმერთი კაცს: „სადა ხარ?“+ 10  ბოლოს მან უპასუხა: „შენი ხმა შემომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვიყავი, და დავიმალე“.+ 11  მაშინ ღმერთმა უთხრა: „ვინ გითხრა, რომ შიშველი იყავი?+ იმ ხის ნაყოფი ხომ არ ჭამე, მე რომ გიბრძანე, არ ჭამო-მეთქი?“+ 12  კაცმა მიუგო: „შენ რომ ქალი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც ვჭამე“.+ 13  მაშინ იეჰოვა ღმერთმა ქალს უთხრა: „ეს რა ჩაიდინე?!“ ქალმა მიუგო: „გველმა... მან მაცდუნა და მეც ვჭამე“.+ 14  იეჰოვა ღმერთმა გველს+ უთხრა: „რადგან ეს ჩაიდინე, დაწყევლილი ხარ ყველა შინაურ და გარეულ ცხოველს შორის. მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ მთელი შენი სიცოცხლე.+ 15  მტრობას+ ჩამოვაგდებ+ შენსა+ და ქალს+ შორის, შენს შთამომავლობასა*+ და მის შთამომავლობას+ შორის. ის+ თავს+ გაგიჭეჭყავს,+ შენ+ კი ქუსლს+ დაუგესლავ“.+ 16  ქალს კი უთხრა: „გაგიძლიერებ ტკივილებს ორსულობისას+ და მშობიარობის ტკივილებით გააჩენ შვილებს.+ ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე“.+ 17  შემდეგ ადამს უთხრა: „რადგან მოუსმინე შენი ცოლის ხმას და შეჭამე იმ ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი,+ არ ჭამო-მეთქი, დაწყევლილია მიწა შენ გამო.+ ტანჯვით შეჭამ მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე;+ 18  ნარსა და ეკალს აღმოგიცენებს+ და მიწის მცენარეებს შეჭამ; 19  პიროფლიანი შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რადგან მისგან ხარ აღებული;+ მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“.+ 20  ამის შემდეგ ადამმა თავის ცოლს ევა*+ უწოდა, რადგან ის უნდა გამხდარიყო ყოველი ცოცხლის დედა.+ 21  იეჰოვა ღმერთმა ტყავის გრძელი სამოსელი მისცა ადამსა და მის ცოლს და შემოსა ისინი.+ 22  შემდეგ თქვა იეჰოვა ღმერთმა: „აი, ადამიანი გახდა როგორც ერთი ჩვენგანი, სიკეთისა და ბოროტების მცოდნე.+ ახლა, ხელი რომ არ გაიწოდოს, სიცოცხლის ხის ნაყოფიც+ არ მოწყვიტოს, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს...“ 23  მაშინ გააძევა იეჰოვა ღმერთმა იგი ედემის ბაღიდან,+ რათა დაემუშავებინა მიწა, რომლისგანაც იყო აღებული.+ 24  გააძევა კაცი, ედემის ბაღის+ აღმოსავლეთით ქერუბიმები+ დააყენა და გააკეთა მბრუნავი ცეცხლოვანი მახვილი, რომ დაეცვა სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — თესლს. ებრაულად ზერა, მხოლობით რიცხვში, თუმცა გამოიყენება, როგორც კრებითი არსებითი სახელიც.
ნიშნავს ცოცხალს.