წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

დაბადება 28:1—22

28  მოიხმო ისაკმა იაკობი, აკურთხა და უთხრა: „არ მოიყვანო ცოლად ქანაანელი ქალი!+  ადექი, წადი ფადან-არამში, ბეთუელის, დედაშენის მამის სახლში, და იქიდან მოიყვანე ცოლად დედაშენის ძმის ლაბანის ასულთაგანი.+  ყოვლისშემძლე ღმერთი გაკურთხებს, ნაყოფიერს გაგხდის, გაგამრავლებს და ხალხთა კრებულად იქცევი.+  ის მოგცემთ აბრაამის კურთხევას+ შენ და შენს შთამომავალს,+ რათა დაიმკვიდრო შენი ხიზნობის მიწა,+ რომელიც ღმერთმა აბრაამს მისცა“.+  გაგზავნა ისაკმა იაკობი. გაემართა იგი ფადან-არამში სირიელი ბეთუელის+ ვაჟთან, ლაბანთან, ესავისა და იაკობის დედის,+ რებეკას, ძმასთან.+  როცა დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისაკმა იაკობი და ცოლის მოსაყვანად ფადან-არამში გაგზავნა, აკურთხა და უთხრა, არ მოიყვანო ცოლად ქანაანელი ქალიო,+  და იაკობიც დაემორჩილა მამამისს და დედამისს და ფადან-არამის გზას დაადგა,+  მაშინ დაინახა ესავმა, რომ ქანაანელი ქალები არ მოსწონდა ისაკს, მამამისს.+  ამიტომ წავიდა ესავი ისმაელთან* და აბრაამის ვაჟის, ისმაელის ასული მახალათი მოიყვანა ცოლად, ნებაიოთის და. მას სხვა ცოლებიც ჰყავდა.+ 10  განაგრძო გზა იაკობმა ბეერ-შებადან და ხარანის+ გზას დაადგა. 11  მიადგა ერთ ადგილს ღამის გასათევად, რადგან მზე უკვე ჩასული იყო. აიღო ქვა თავის დასადებად და დაწვა იმ ადგილას,+ 12  და ესიზმრა:+ მიწაზე ცადაწვდენილი კიბე იდგა და ღვთის ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მასზე.+ 13  კიბის თავზე კი იეჰოვა იყო. მან უთხრა მას:+ „მე ვარ იეჰოვა, მამაშენის, აბრაამისა და ისაკის ღმერთი.+ მიწას, რომელზეც წევხარ, შენ და შენს შთამომავალს+ მოგცემთ. 14  ქვიშასავით გამრავლდება შენი შთამომავალი+ და განივრცობი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე და სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.+ შენი და შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ოჯახი.+ 15  შენთანა ვარ; მე დაგიცავ მთელ შენს გზაზე და დაგაბრუნებ ამ მიწაზე,+ არ მიგატოვებ, სანამ არ გავაკეთებ იმას, რაც გითხარი“.+ 16  გაიღვიძა იაკობმა და თქვა: „ნამდვილად ამ ადგილას არის იეჰოვა, მე კი არ ვიცოდი“. 17  შეშინდა იგი და თქვა:+ „რა შიშის მომგვრელი ადგილია!+ ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სახლი.+ ეს არის ზეცის კარიბჭე“. 18  დილაადრიან ადგა იაკობი. აიღო ის ქვა, რომელიც თავქვეშ ედო, სვეტად აღმართა და ზედ ზეთი დაასხა.+ 19  დაარქვა იმ ადგილს ბეთელი,+ მანამდე კი იმ ქალაქს ლუზი ერქვა.+ 20  დადო აღთქმა იაკობმა+ და თქვა: „თუ ჩემთან იქნება ღმერთი და დამიცავს ჩემს გზაზე, რომლითაც მივდივარ, მომცემს პურს საჭმელად და ტანსაცმელს შესამოსად+ 21  და მშვიდობით დავბრუნდები მამაჩემის სახლში, იეჰოვა ნამდვილად ჩემი ღმერთი ყოფილა.+ 22  ეს ქვა კი, რომელიც სვეტად აღვმართე, ღვთის სახლი+ იქნება, და მოგცემ იმ ყველაფრის მეათედს,+ რასაც შენ მომცემ“.

სქოლიოები

ან ისმაელელები. ამ დროისთვის ისმაელი უკვე მკვდარი იყო, ესავი კი — 77 წლის. იხილეთ 25:17, 26.