წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

დაბადება 24:1—67

24  მოხუცი იყო აბრაამი, ხანში შესული. ყველაფერში აკურთხა იეჰოვამ იგი.+  აბრაამმა თავის მსახურს, რომელიც მის სახლეულობაში ყველაზე უფროსი იყო და მის ქონებას განაგებდა,+ სთხოვა: „ბარძაყქვეშ ამომიდე ხელი+  და დაიფიცე იეჰოვა,+ ზეცისა და დედამიწის ღმერთი, რომ არ მოუყვან ჩემს ვაჟს ცოლად ქანაანელთა ასულს, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ,+  არამედ წახვალ ჩემს ქვეყანაში ჩემს ნათესავებთან+ და იქიდან მოუყვან ცოლს ჩემს ვაჟს, ისაკს“.  მსახურმა მიუგო მას: „რომ არ ისურვოს ქალმა და არ წამომყვეს ამ ქვეყანაში? დავაბრუნო შენი ვაჟი იმ ქვეყანაში, საიდანაც წამოხვედი?“+  ამაზე აბრაამმა უთხრა: «იცოდე, არ დააბრუნო იქ ჩემი ვაჟი.+  იეჰოვა, ზეცის ღმერთი, რომელმაც წამომიყვანა მამაჩემის სახლიდან და ჩემი ნათესავების ქვეყნიდან+ და რომელიც მელაპარაკა და ფიცით აღმითქვა,+ შენს შთამომავალს+ მივცემ ამ ქვეყანასო,+ წაგიმძღვარებს ანგელოზს+ და იქიდან მოუყვან ცოლს ჩემს ვაჟს.+  თუ ქალი არ წამოგყვება, თავისუფალი იქნები ფიცისგან, რომელიც დაგადებინე;+ ოღონდ ჩემი ვაჟი იქ არ დააბრუნო».  ამოუდო მსახურმა ხელი ბარძაყქვეშ აბრაამს, თავის ბატონს, და დაუფიცა, რომ ასე მოიქცეოდა.+ 10  წაიყვანა მსახურმა თავისი ბატონის ათი აქლემი და თავისი ბატონის ქონებიდან ყოველივე საუკეთესო წაიღო.+ ადგა და შუამდინარეთის გზას დაადგა ნახორის ქალაქისკენ. 11  ბოლოს, საღამო ხანს, ქალაქის გარეთ, ჭასთან დაასვენა აქლემები;+ მაშინ გამოდიოდნენ ხოლმე ქალები წყლის ამოსაღებად.+ 12  მან სთხოვა: „იეჰოვა, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთო,+ გამიკეთე ეს საქმე დღეს და სიკეთე*+ გამოავლინე ჩემი ბატონი აბრაამისადმი.+ 13  წყაროსთან ვდგავარ და ამ ქალაქის მკვიდრთა ქალიშვილები წყლის ამოსაღებად გამოდიან.+ 14  ყმაწვილი ქალი, რომელსაც ვეტყვი, ჩამოიღე დოქი და წყალი დამალევინე-მეთქი, ის კი მეტყვის, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, აი ის იყოს, ვისაც შენს მსახურს, ისაკს აურჩევ.+ ასე გამაგებინე, რომ ჩემი ბატონისადმი ურყევი სიყვარული* გამოავლინე“.+ 15  ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა,+ რომ გამოჩნდა რებეკა, რომლის მამაც იყო ბეთუელი,+ აბრაამის ძმის, ნახორის ცოლის,+ მილქას+ ვაჟი; მას დოქი ჰქონდა მხარზე შემოდგმული.+ 16  ყმაწვილი ქალი ძალიან მიმზიდველი+ იყო, ქალწული იყო, არავინ წოლილა მასთან.+ ჩავიდა იგი წყაროსთან, აავსო დოქი და ამოვიდა. 17  მიირბინა მსახურმა მასთან და სთხოვა: „ცოტა წყალი დამალევინე შენი დოქიდან“.+ 18  მან მიუგო: „დალიე, ჩემო ბატონო“. სწრაფად ჩამოიღო დოქი და დაალევინა.+ 19  დაალევინა და უთხრა: „შენი აქლემებისთვისაც ამოვიღებ წყალს, სანამ არ დარწყულდებიან“.+ 20  სწრაფად ჩაცალა დოქი გეჯაში და ჭისკენ გაიქცა წყლის ამოსაღებად;+ წყალს მანამდე იღებდა, სანამ ყველა აქლემი არ დაურწყულა, 21  ის კი ჩუმად აკვირდებოდა, განცვიფრებული, რომ გაეგო, წარუმართა თუ არა იეჰოვამ მას გზა.+ 22  ბოლოს, როცა აქლემები დარწყულდნენ, ამოიღო მან ცხვირზე გასაკეთებელი ნახევარშეკელიანი ოქროს რგოლი,+ ათშეკელიანი ორი ოქროს სამაჯური+ 23  და ჰკითხა მას: „მითხარი, ვისი ასული ხარ? აქვს მამაშენს ჩვენთვის ღამის გასათევი ადგილი სახლში?“+ 24  მან მიუგო: „ბეთუელის ასული ვარ,+ მილქას ვაჟისა, რომელიც მან ნახორს გაუჩინა“.+ 25  შემდეგ უთხრა მას: „ბზეცა გვაქვს, ბევრი სხვა საკვებიც საქონლისთვის და ღამის გასათევი ადგილიც“.+ 26  მდაბლად თაყვანი სცა იმ კაცმა იეჰოვას,+ პირქვე დაემხო 27  და თქვა: „კურთხეული იყავ იეჰოვა,+ ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთო, სიკეთე* არ მოაკელი ჩემს ბატონს და ერთგულად მოექეცი მას. იეჰოვამ ჩემი ბატონის ძმების სახლში მიმიყვანა“.+ 28  გაიქცა ის ყმაწვილი ქალი და შეატყობინა ეს ყველაფერი დედამისის სახლეულობას. 29  რებეკას ჰყავდა ძმა, ლაბანი.+ გაიქცა ლაბანი, რომ შეგებებოდა იმ კაცს, რომელიც გარეთ იდგა წყაროსთან. 30  როცა თავის დას ცხვირზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები+ დაუნახა, და როცა გაიგონა რებეკას ნათქვამი, ასე მელაპარაკაო ეს კაცი, მივიდა იმ კაცთან, რომელიც წყაროსთან იდგა აქლემებთან, 31  და უთხრა: „წამოდი, იეჰოვას კურთხეულო.+ რატომ დგახარ გარეთ?! უკვე მოვამზადე სახლი და ადგილიც აქლემებისთვის“. 32  ის კაციც შევიდა სახლში; შეხსნა ლაბანმა საკაზმები აქლემებს, დაუყარა ბზე, საკვები და მასაც და მასთან მყოფებსაც მიუტანა წყალი ფეხის დასაბანად.+ 33  საჭმელიც მიართვეს მას, მაგრამ მან თქვა: „ვერ შევჭამ, სანამ ჩემს სათქმელს არ ვიტყვი“. მან უთხრა: „თქვი!“+ 34  მან დაიწყო: «მე აბრაამის მსახური ვარ.+ 35  დიდად აკურთხა იეჰოვამ ჩემი ბატონი, რადგან ამდიდრებს მას და აძლევს ცხვარ-ძროხას, ოქრო-ვერცხლს, მსახურებს, მოახლეებს, აქლემებსა და ვირებს.+ 36  სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, სიბერეში ვაჟი გაუჩინა ჩემს ბატონს.+ მან მთელი თავისი ქონება მას უნდა მისცეს.+ 37  ფიცი დამადებინა ჩემმა ბატონმა: „არ მოუყვანო ცოლად ჩემს ვაჟს ქანაანელთა ასული, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ,+ 38  არამედ წადი მამაჩემისა და ჩემი ნათესავების სახლში+ და იქიდან მოუყვანე ცოლი ჩემს ვაჟს“.+ 39  მე ვკითხე, რომ არ წამომყვეს-მეთქი ქალი?+ 40  მან მომიგო: „იეჰოვა, რომლის წინაშეც დავდივარ,+ ანგელოზს გამოგაყოლებს+ და წარგიმართავს გზას,+ რადგან ჩემი ოჯახიდან, მამაჩემის სახლიდან უნდა მოუყვანო ცოლი ჩემს ვაჟს.+ 41  მაშინ გათავისუფლდები ჩემ წინაშე ფიცით დაკისრებული მოვალეობისგან, როცა მიხვალ ჩემს ოჯახში, და არ მოგცემენ მას; მხოლოდ მაშინ გათავისუფლდები ჩემ წინაშე ფიცით დაკისრებული მოვალეობისგან“».+ 42  დღეს, როცა წყაროსთან მივედი, ვთქვი: «იეჰოვა, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთო, თუ წარმიმართავ გზას,+ 43  წყაროსთან ვდგავარ. გამოვიდეს წყლის ამოსაღებად ქალწული.+ ვთხოვ, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი დოქიდან, 44  მან კი მითხრას: „შენც დალიე და აქლემებსაც ამოვუღებ წყალს“. აი ის იყოს იეჰოვასგან ჩემი ბატონის ვაჟისთვის არჩეული ქალი.+ 45  ჯერ გულში+ ლაპარაკი არ დამემთავრებინა,+ რომ აი, რებეკა მოდიოდა მხარზე დოქშემოდგმული. ჩავიდა წყაროსთან და ამოიღო წყალი.+ ვთხოვე, დამალევინე-მეთქი.+ 46  მანაც სწრაფად ჩამოდგა დოქი და მითხრა, შენც დალიე+ და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებიც დამირწყულა. 47  ვკითხე: „ვისი ასული ხარ?“+ მან მომიგო: „ნახორის ძის, ბეთუელის ასული ვარ, რომელიც მილქამ გაუჩინა მას“. გავუკეთე მას რგოლი ცხვირის ნესტოზე და სამაჯურები — ხელებზე.+ 48  მდაბლად თაყვანი ვეცი იეჰოვას, პირქვე დავემხვე და ვაკურთხე იეჰოვა, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთი,+ რომელმაც სწორი გზით წამომიყვანა,+ ჩემი ბატონის ძმის ასული რომ წამეყვანა მისი ვაჟისთვის. 49  ახლა კი მითხარით, თუ ავლენთ სიკეთესა* და ერთგულებას ჩემი ბატონისადმი;+ თუ არა, ისიც მითხარით, და მერე ან მარჯვნივ წავალ ან მარცხნივ».+ 50  ლაბანმა და ბეთუელმა მიუგეს: „ეს საქმე იეჰოვასგან არის.+ ჩვენ ვერც ცუდს გეტყვით და ვერც კარგს.+ 51  აი, შენ წინაშეა რებეკა. წაიყვანე და წადი; გახდეს ის შენი ბატონის ვაჟის ცოლი, როგორც ეს იეჰოვას უთქვამს“.+ 52  მათი სიტყვების გაგონებაზე აბრაამის მსახური მიწაზე დაემხო იეჰოვას წინაშე.+ 53  ამოიღო ვერცხლისა და ოქროს ნივთები, ტანსაცმელი და მისცა რებეკას. ყოველივე საუკეთესო მისცა მის ძმასაც და დედასაც.+ 54  ჭამეს და სვეს მან და მასთან მყოფებმა; იქ გაათიეს ღამე და დილით ადგნენ. მან თქვა: „გამიშვით ჩემს ბატონთან“.+ 55  ამაზე მისმა ძმამ და დედამ მიუგეს: „ათ დღეს მაინც დარჩეს ჩვენთან ეს ყმაწვილი ქალი და მერე წამოვიდეს“. 56  მან უთხრა: „ნუ დამაყოვნებთ, რადგან იეჰოვამ წარმიმართა გზა.+ გამიშვით, წავალ ჩემს ბატონთან“.+ 57  მათ თქვეს: „მაშინ თვითონ ყმაწვილ ქალს დავუძახოთ და მისი პირით გავიგოთ პასუხი“.+ 58  დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: „წაჰყვები ამ კაცს?“ მან მიუგო: „წავყვები“.+ 59  გაუშვეს რებეკა+ თავის ძიძასთან+ ერთად და აბრაამის მსახური თავის თანმხლებებთან ერთად. 60  აკურთხეს მათ რებეკა: „ჩვენო დაო, ათასჯერ ათი ათასად გამრავლდი; თავის მოძულეთა კარიბჭეს* დაეუფლოს შენი შთამომავალი“.+ 61  ადგნენ რებეკა და მისი მოახლეები,+ აქლემებზე+ შესხდნენ და გაჰყვნენ იმ კაცს. მანაც წაიყვანა რებეკა და თავის გზას დაადგა. 62  ისაკი ბეერ-ლახაი-როის+ გზით მოსულიყო, რადგან ნეგების+ მიწაზე ცხოვრობდა. 63  საღამო ხანს მინდორში სეირნობდა და ფიქრობდა.+ გაიხედა და, აი, რას ხედავს! აქლემები მოდიან. 64  გაიხედა რებეკამ, ისაკს მოჰკრა თვალი და აქლემიდან ჩამოხტა. 65  იმ მსახურს ჰკითხა: „ვინ არის ის კაცი, ჩვენ შესახვედრად რომ მოდის?“ მან მიუგო: „ჩემი ბატონია“. აიღო მან თავსაბურავი და ჩამოიფარა.+ 66  ყველაფერს მოუყვა ის მსახური ისაკს. 67  შეიყვანა ისაკმა იგი დედამისის, სარას კარავში+ და ასე მოიყვანა მან რებეკა ცოლად.+ შეუყვარდა იგი+ და ნუგეში პოვა დედის დაკარგვის შემდეგ.+

სქოლიოები

იხილეთ 19:19-ის სქოლიო.
იხილეთ 19:19-ის სქოლიო.
იხილეთ 19:19-ის სქოლიო.
იხილეთ 19:19-ის სქოლიო.
იგულისხმება ქალაქის კარიბჭე.