წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

დაბადება 23:1—20

23  ას ოცდაშვიდი წელი იცოცხლა სარამ; ეს იყო მისი სიცოცხლის წლები.+  მოკვდა სარა კირიათ-არბაში,+ იგივე ხებრონში,+ ქანაანის მიწაზე+ და შევიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად.  შემდეგ მოსცილდა აბრაამი თავის მკვდარს და ხეთის ძეებს+ დაელაპარაკა:  „ხიზანი ვარ და თქვენ შორის ვმკვიდრობ.+ გამომიყავით სამარხი, რომ ჩემი მკვდარი დავმარხო“.+  ხეთის ძეებმა აბრაამს მიუგეს:  „მოგვისმინე, ჩემო ბატონო.+ შენ ღვთისგან დანიშნული მთავარი ხარ ჩვენ შორის.+ ჩვენს საუკეთესო სამარხში დამარხე მკვდარი,+ არც ერთი ჩვენგანი არ გეტყვის უარს სამარხში მკვდრის დამარხვაზე“.+  ადგა აბრაამი, მდაბლად თაყვანი სცა იქაურებს,+ ხეთის ძეებს,+  და უთხრა: „თუ თანახმა ხართ, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი, მომისმინეთ: დაელაპარაკეთ ეფრონს, ცოხარის ძეს,+  რომ მომცეს მაქფელას გამოქვაბული,+ რომელიც მას ეკუთვნის და მისივე მინდვრის ბოლოშია. რაც ღირს, იმდენ ვერცხლად მომცეს ის სამარხად თქვენი თანდასწრებით“.+ 10  იჯდა ეფრონი ხეთის ძეებს შორის. ხეთის ძეებისა და მათ გასაგონად, ვინც მისი ქალაქის კარიბჭეში შედიოდა, ხეთელმა ეფრონმა+ აბრაამს უთხრა:+ 11  „არა, ჩემო ბატონო! მომისმინე. მინდორსაც მოგცემ და იქ მდებარე გამოქვაბულსაც ჩემი ხალხის ძეების თვალწინ;+ დამარხე მკვდარი“. 12  აბრაამმა მდაბლად თაყვანი სცა იქაურებს 13  და მათ გასაგონად უთხრა ეფრონს: „თუ მხოლოდ... არა, მომისმინე! მოგცემ მინდვრის საფასურ ვერცხლს. აიღე,+ რომ დავმარხო იქ ჩემი მკვდარი“. 14  ეფრონმა მიუგო აბრაამს: 15  „ჩემო ბატონო, მომისმინე. ჩვენ შორის რა სალაპარაკოა ოთხასი შეკელი* ვერცხლის საფასური მიწა? მიდი და დამარხე შენი მკვდარი“.+ 16  აბრაამმაც მოუსმინა ეფრონს, მიუწონა მას ვერცხლი, რომელზეც მან ხეთის ძეების გასაგონად თქვა, ვაჭართა საზომით ოთხასი შეკელი ვერცხლიო.+ 17  ასე რომ, ეფრონის მინდორი, რომელიც მამრეს წინ მდებარე მაქფელაში იყო, გამოქვაბული, რომელიც ამავე მინდორში იყო,+ და მინდვრის ყველა ხე, მის საზღვრებში რომ იდგა, გადაეცა+ 18  აბრაამს, როგორც საკუთრება, რომელიც ხეთის ძეებისა და ქალაქის კარიბჭეში ყველა შემსვლელთა თვალწინ შეიძინა.+ 19  დამარხა აბრაამმა სარა მამრეს წინ მდებარე მაქფელას მინდვრის გამოქვაბულში, ხებრონში, ქანაანის მიწაზე.+ 20  ასე გადაეცა აბრაამს საკუთრებად ხეთის ძეთა ხელიდან მინდორი და გამოქვაბული სამარხად.+

სქოლიოები

შეკელი იყო წონისა და ფულის ძირითადი ერთეული. იხილეთ დანართი 6ა.