წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

დაბადება 22:1—24

22  ამის შემდეგ ჭეშმარიტმა ღმერთმა გამოსცადა აბრაამი,+ დაუძახა: „აბრაამ!“ მან მიუგო: „აქა ვარ!“+  მან სთხოვა: „წაიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი, რომელიც ძალიან გიყვარს,+ ისაკი,+ წადი მორიას მიწაზე+ და იქ აღავლინე იგი დასაწვავ შესაწირავად, იმ მთაზე, რომელზეც მოგითითებ“.+  დილაადრიან ადგა აბრაამი, შეკაზმა ვირი, დაუძახა თავის ორ მსახურს და ისაკს, თავის ვაჟს;+ დაჩეხა შეშა დასაწვავი შესაწირავისთვის, ადგა და გაუდგა გზას იმ ადგილზე მისასვლელად, რომელზეც ღმერთმა მიუთითა.  მესამე დღე იყო, როცა გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი.  აბრაამმა თავის მსახურებს+ უთხრა: „თქვენ აქ დარჩით და ვირიც აქ იყოს. მე და ჩემი ვაჟი კი იქ ავალთ თაყვანსაცემად+ და დავბრუნდებით“.  აიღო შეშა დასაწვავი შესაწირავისთვის და თავის ვაჟს, ისაკს აჰკიდა,+ თვითონ კი წაიღო ცეცხლი, დასაკლავი დანა და ორივენი ერთად წავიდნენ.+  უთხრა ისაკმა მამამისს, აბრაამს: „მამა!“+ მან მიუგო: „ჰო, შვილო!“+ მან უთხრა: „ცეცხლი და შეშა კი გვაქვს, მაგრამ ცხვარი სადღაა დასაწვავი შესაწირავისთვის?“+  აბრაამმა მიუგო: „შვილო, ღმერთი თვითონ გამოაჩენს ცხვარს დასაწვავი შესაწირავისთვის“;+ და ორივემ განაგრძო გზა.  ბოლოს მიადგნენ იმ ადგილს, რომელზეც ღმერთმა მიუთითა. ააგო აბრაამმა სამსხვერპლო,+ დაალაგა შეშა, შეუკრა ხელ-ფეხი ისაკს, თავის ვაჟს, და სამსხვერპლოზე დალაგებულ შეშაზე დააწვინა.+ 10  გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დასაკლავი დანა შვილის მოსაკლავად,+ 11  მაგრამ იეჰოვას ანგელოზმა დაუძახა ზეციდან:+ „აბრაამ! აბრაამ!“ მან მიუგო: „აქა ვარ!“ 12  უთხრა: „არ აღმართო ხელი ყმაწვილზე და არაფერი დაუშავო მას,+ რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ, ვინაიდან არ დაგენანა ჩემთვის ერთადერთი ვაჟი“.+ 13  აბრაამმა გაიხედა და მოშორებით, ბუჩქებში რქებით გახლართული ვერძი დაინახა. მივიდა, წამოიყვანა ვერძი და თავისი ვაჟის ნაცვლად შესწირა დასაწვავ შესაწირავად.+ 14  იმ ადგილს აბრაამმა იეჰოვა-ირე* უწოდა. დღეს ამიტომაც ამბობენ, იეჰოვას მთაზე გამოჩნდებაო.+ 15  მეორედაც დაუძახა იეჰოვას ანგელოზმა აბრაამს ზეციდან: 16  „ჩემს თავს ვფიცავ, — ამბობს იეჰოვა,+ — რადგან ეს გააკეთე და არ დაგენანა ერთადერთი ვაჟი,+ 17  ჭეშმარიტად გაკურთხებ, ცის ვარსკვლავებივითა და ზღვის ქვიშასავით გავამრავლებ შენს შთამომავალს+ და შენი მტრების კარიბჭეს* დაეუფლება შენი შთამომავალი.+ 18  შენი შთამომავლის მეშვეობით+ იკურთხება დედამიწის ყველა ერი, რადგან შენ მოისმინე ჩემი ხმა“.+ 19  დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურებთან; ადგნენ და ერთად დაადგნენ ბეერ-შებასკენ+ მიმავალ გზას. ცხოვრობდა აბრაამი ბეერ-შებაში. 20  ამის შემდეგ ასეთი ამბავი მიუვიდა აბრაამს: „ნახორს,+ შენს ძმას, მილქამ+ ვაჟები გაუჩინა: 21  უცი — პირმშო, ბუზი+ — მისი ძმა, კემუელი — არამის მამა, 22  ქესედი, ხაზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი“.+ 23  ბეთუელს შეეძინა რებეკა.+ მილქამ ეს რვა ვაჟი გაუჩინა ნახორს, აბრაამის ძმას. 24  ხარჭამაც, რომელსაც რეუმა ერქვა, გაუჩინა ტებახი, გახამი, თახაში და მააქა.+

სქოლიოები

ნიშნავს: იეჰოვა იზრუნებს, იეჰოვა გამოაჩენს.
იგულისხმება ქალაქის კარიბჭე.