წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

დაბადება 20:1—18

20  დაიძრა აბრაამი იქიდან+ და ნეგების მიწაზე დაბანაკდა. კადეშსა+ და შურს+ შორის დასახლდა და ხიზნობდა გერარში.+  აბრაამმა კვლავ თქვა თავის ცოლზე, ჩემი დააო.+ გერარის მეფე აბიმელექმა* კი გაგზავნა კაცები და მოაყვანინა სარა.+  გამოეცხადა ღმერთი აბიმელექს ღამით სიზმარში და უთხრა: „იცოდე, მოკვდები მაგ ქალის გამო, რომელიც წამოიყვანე,+ რადგან სხვისი ცოლია იგი*“.+  აბიმელექი ჯერ არ გაჰკარებოდა მას,+ ამიტომ უთხრა: „იეჰოვა, განა გაანადგურებ ნამდვილად მართალ ერს?+  მან ხომ მითხრა, ჩემი დააო, და ქალმაც — ჩემი ძმააო იგი?! ეს პატიოსანი გულითა და სუფთა ხელით გავაკეთე“.+  ამაზე ჭეშმარიტმა ღმერთმა მიუგო სიზმარში: „ვიცი, რომ ეს პატიოსანი გულით გააკეთე.+ მე გაკავებდი ჩემ წინააღმდეგ შეცოდებისგან;+ ამიტომ არ დავუშვი, რომ მას გაჰკარებოდი.+  ახლა კი დაუბრუნე ცოლი იმ კაცს, რადგან წინასწარმეტყველია იგი,+ და ის ილოცებს შენთვის.+ ასე იცოცხლებ. მაგრამ თუ არ დაუბრუნებ მას, იცოდე, რომ მოკვდებით შენც და ყველა შენიანიც“.+  ადგა დილით ადრე აბიმელექი, მოუხმო თავის მსახურებს და ყველაფერი თქვა მათ გასაგონად. მათ ძალიან შეეშინდათ.  შემდეგ მოუხმო აბიმელექმა აბრაამს და უთხრა: „ეს რა გვიყავი, რა შეგცოდე, ასეთ დიდ ცოდვაში რომ გაგვხვიე მე და ჩემი სამეფო?!+ ასეთი რამ არ უნდა გაგეკეთებინა ჩემთვის“.+ 10  კვლავ უთხრა აბიმელექმა აბრაამს: „რა განზრახვით გააკეთე ეს?“+ 11  აბრაამმა მიუგო: „ვფიქრობდი, არ არის აქ ღვთის შიში+ და მომკლავენ-მეთქი ჩემი ცოლის გამო, ამიტომ მოვიქეცი ასე.+ 12  თანაც, მართლა ჩემი დაა იგი, მამაჩემის ქალიშვილია, მაგრამ არა დედაჩემისგან; ჩემი ცოლი გახდა.+ 13  როცა ღმერთმა მამაჩემის სახლიდან წამომიყვანა,+ ვუთხარი მას, სიკეთეს*+ გამიკეთებ თუ იტყვი, სადაც მივალთ, რომ შენი ძმა ვარ-მეთქი“.+ 14  მისცა აბიმელექმა აბრაამს ცხვარ-ძროხა, მსახურები და მოახლეები და დაუბრუნა მას სარა, მისი ცოლი,+ 15  და უთხრა მას აბიმელექმა: „აი, ჩემი მიწა. სადაც მოგეწონოს, იქ იცხოვრე“.+ 16  შემდეგ სარას უთხრა: „ათას ვერცხლს ვაძლევ შენს ძმას.+ ეს იქნება ნიშანი+ შენთან მყოფებისა და ყველას თვალში, რომ არ ყოფილხარ შეურაცხყოფილი“. 17  ილოცა აბრაამმა ჭეშმარიტი ღვთის მიმართ+ და განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი და მხევლები და დაუბრუნდათ შვილების შობის უნარი, 18  რადგან აბრაამის ცოლის, სარას გამო, იეჰოვამ ყველა ქალს დაუხშო საშვილოსნო აბიმელექის სახლში.+

სქოლიოები

როგორც ჩანს, ეს ტიტულია.
ანუ მას სხვა პატრონი ჰყავს.
იხილეთ 19:19-ის სქოლიო.