წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

დაბადება 15:1—21

15  აბრამს ხილვაში იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა:+ „აბრამ, ნუ გეშინია!+ მე ვარ შენი ფარი.+ დიდ ჯილდოს მიიღებ“.+  აბრამმა მიუგო: „უზენაესო უფალო იეჰოვა, რას მომცემ? შვილი არა მყავს და ჩემი სახლი დამასკოელმა ელიეზერმა უნდა დაიმკვიდროს“.+  განაგრძო აბრამმა: „არ მოგიცია ჩემთვის შთამომავალი+ და, აი, ჩემი სახლის მსახური ხდება ჩემი მემკვიდრე“.+  მაგრამ იეჰოვამ ასე უთხრა: „არ გახდება ეს კაცი შენი მემკვიდრე. შენგან გამოსული გახდება შენი მემკვიდრე“.+  გარეთ გაიყვანა და სთხოვა: „ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეძლებ მათ დათვლას“.+ შემდეგ უთხრა: „ასევე იქნება შენი შთამომავლობაც“.+  ერწმუნა* იგი იეჰოვას+ და მან სიმართლედ ჩაუთვალა ეს.+  მან განაგრძო: „მე ვარ იეჰოვა, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რათა დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა“.+  ამაზე მან მიუგო: „უზენაესო უფალო იეჰოვა, როგორ გავიგო, რომ მე დავიმკვიდრებ მას?“+  პასუხად მან უთხრა: „მომიყვანე სამი წლის დეკეული, სამი წლის დედალი თხა, სამი წლის ვერძი, გვრიტი და მტრედის ხუნდი“.+ 10  წაიყვანა ისინი, ორად გაკვეთა და ნაჭრები ერთიმეორის შესაბამისად დააწყო; ფრინველები არ გაუკვეთავს.+ 11  დააცხრნენ მტაცებელი ფრინველები დაკლულ ცხოველებს,+ აბრამი კი იგერიებდა. 12  მოგვიანებით, მზის ჩასვლისას, ღრმა ძილმა შეიპყრო აბრამი+ და, აი, შიშის მომგვრელმა უკუნმა სიბნელემ მოიცვა იგი. 13  უთხრა ღმერთმა აბრამს: „შენი შთამომავლობა ხიზნად იცხოვრებს სხვების მიწაზე+ და მათი მსახურები გახდებიან; ოთხას წელიწადს დაჩაგრავენ მათ.+ 14  მაგრამ მე გავასამართლებ იმ ერს,+ რომლის მსახურებიც იქნებიან, და გამოვლენ იქიდან დიდძალი ქონებით.+ 15  შენ კი მშვიდობით წახვალ შენს წინაპრებთან; კარგი სიბერით მოკვდები.+ 16  მეოთხე თაობაში დაბრუნდებიან ისინი,+ რადგან ამორეველთა დანაშაული ზღვარს ჯერ არ გასცდენია“.+ 17  მზე ჩავიდა, უკუნი სიბნელე ჩამოწვა და, აი, აბოლებულმა ღუმელმა და ცეცხლოვანმა ჩირაღდანმა ჩაიარა იმ ნაჭრებს შორის.+ 18  იმ დღეს დაუდო იეჰოვამ აბრამს შეთანხმება:+ „შენს შთამომავალს მივცემ ამ ქვეყანას,+ ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე, ევფრატამდე:+ 19  კენიელთა,+ კენიზელთა, კადმონელთა, 20  ხეთელთა,+ ფერიზელთა,+ რეფაიმთა,+ 21  ამორეველთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსელთა+ ქვეყანას“.

სქოლიოები

პირველად აქ მოიხსენიება რწმენის გამოვლენა. შეადარეთ რმ. 4:11.