წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

დაბადება 10:1—32

10  ეს არის ნოეს ვაჟების+ — სემის, ქამისა და იაფეთის ამბავი. წარღვნის შემდეგ მათ ვაჟები შეეძინათ.+  იაფეთის ვაჟები იყვნენ: გომერი,+ მაგოგი,+ მადაი,+ იავანი,+ თუბალი,+ მეშექი+ და თირასი.+  გომერის ვაჟები იყვნენ: აშქენაზი,+ რიფათი+ და თოგარმა.+  იავანის ვაჟები იყვნენ: ელიშა,+ თარშიში,+ ქითიმი+ და დოდანიმი.+  მათგან გამრავლდნენ კუნძულებზე მცხოვრებნი თავიანთ მიწაზე, ყველა თავისი ენის მიხედვით, თავისი საგვარეულოსა და თავისი ერის მიხედვით.  ქამის ვაჟები იყვნენ: ქუში,+ მიცრაიმი,+ ფუტი+ და ქანაანი.+  ქუშის ვაჟები იყვნენ: სება,+ ხავილა, საბთა, რაამა+ და საბთექა. რაამას ვაჟები იყვნენ: შება და დედანი.+  ქუშს შეეძინა ნიმროდი.+ ის იყო პირველი ძლევამოსილი ადამიანი დედამიწაზე,  ძლიერი მონადირე, იეჰოვას მოწინააღმდეგე. ამიტომაც ამბობენ, ნიმროდივით იეჰოვას მოწინააღმდეგე ძლიერი მონადირეაო.+ 10  ბაბილონით*,+ ერექით,+ აქადითა და ქალნით ჩაეყარა საფუძველი მის სამეფოს შინარის მიწაზე,+ 11  საიდანაც შევიდა ასურეთში+ და ააშენა ნინევე,+ რეხობოთ-ირი, ქალახი 12  და რესენი ნინევესა და ქალახს შორის, და ამგვარად წარმოიქმნა ერთი დიდი ქალაქი*. 13  მიცრაიმს+ შეეძინა ლუდიმი,+ ანამიმი, ლეჰაბიმი, ნაფთუხიმი,+ 14  ფათრუსიმი,+ ქასლუხიმი+ (ფილისტიმელთა+ წინაპარი) და ქაფთორიმი.+ 15  ქანაანს შეეძინა სიდონი+ — პირმშო, ხეთი,+ 16  აგრეთვე იებუსელები,+ ამორეველები,+ გირგაშელები, 17  ხიველები,+ არკიელები, სინელები, 18  არვადელები,+ ცემარელები და ხამათელები;+ ამის შემდეგ ქანაანელების საგვარეულო გაიფანტა. 19  ქანაანელების საზღვარი იყო სიდონიდან გერარამდე,+ ღაზას+ მახლობლად, სოდომსა და გომორამდე,+ ადმასა+ და ცებოიმამდე,+ ლაშას მახლობლად. 20  ესენი იყვნენ ქამის ვაჟები თავიანთი საგვარეულოებისა და ენების მიხედვით თავიანთ მიწაზე, თავიანთი ხალხების მიხედვით. 21  სემს, ებერის+ ყველა ვაჟის წინაპარსაც (მისი უფროსი ძმა იაფეთი იყო) შეეძინა შთამომავლობა. 22  სემის ვაჟები იყვნენ: ელამი,+ აშური,+ არფაქშადი,+ ლუდი და არამი. 23  არამის ვაჟები იყვნენ: უცი, ხული, გეთერი და მაში.+ 24  არფაქშადს შეეძინა შელახი,+ შელახს — ებერი. 25  ებერს შეეძინა ორი ვაჟი. ერთს ერქვა ფელეგი*,+ რადგან მის დროს დაიყო დედამიწა*,+ მის ძმას კი — იოკტანი.+ 26  იოკტანს შეეძინა ალმოდადი, შალეფი, ხაცარმავეთი, იარახი,+ 27  ჰადორამი, უზალი, დიკლა,+ 28  ობალი, აბიმაელი, შება,+ 29  ოფირი,+ ხავილა+ და იობაბი;+ ესენი ყველანი იოკტანის ვაჟები იყვნენ. 30  მათი საცხოვრებელი მეშადან სეფარამდე იყო გადაჭიმული, აღმოსავლეთის მთაგორიან მხარემდე. 31  ესენი იყვნენ სემის ვაჟები თავიანთი საგვარეულოებისა და ენების მიხედვით თავიანთ მიწაზე, თავიანთი ხალხების მიხედვით.+ 32  ესენი იყვნენ ნოეს ვაჟების ოჯახები თავიანთი საგვარეულოებისა და თავიანთი ხალხების მიხედვით. წარღვნის შემდეგ მათგან გამრავლდნენ ხალხები დედამიწაზე.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ბაბელით. ებრაულად ბაველი. ეს სიტყვა ნაწარმოებია ზმნიდან ბალალ, რაც ნიშნავს არევ-დარევას.
„ამგვარად წარმოიქმნა ერთი დიდი ქალაქი“, სიტყვასიტყვით — ეს არის დიდი ქალაქი.
ნიშნავს დაყოფას, დინებას.
ანუ დედამიწის მოსახლეობა.