წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოცხადება 9:1—21

9  ჩაჰბერა საყვირს+ მეხუთე ანგელოზმა და ვიხილე ციდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი.+ მას უფსკრულის+ ნაპრალის გასაღები+ მიეცა.  გააღო უფსკრულის ნაპრალი და ამოვიდა კვამლი+ თითქოს დიდი ღუმლიდან.+ ნაპრალის კვამლმა მზე და ჰაერი დააბნელა.+  კვამლიდან კალიები+ გამოვიდნენ დედამიწაზე. მათ ისეთივე ძალაუფლება მიეცათ, როგორიც დედამიწის მორიელებს+ აქვთ.  მათ მითითება მიეცათ, რომ არ ევნოთ არც დედამიწის ბალახეულისთვის, არც რაიმე მწვანე მცენარისთვის და არც რომელიმე ხისთვის, არამედ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ღვთის ბეჭედი არ ექნებოდათ შუბლზე.+  კალიებს ნება მიეცათ, ხუთ თვეს დაეტანჯათ+ ისინი, მაგრამ არ დაეხოცათ; მათი ტანჯვა ჰგავდა მორიელის+ ნაკბენით მიყენებულ ტანჯვას.  იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას,+ მაგრამ ვერ იპოვიან, სიკვდილს ინატრებენ, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ.  შესახედაობით კალიები საბრძოლველად გამზადებულ ცხენებს ჰგავდნენ,+ თავებზე თითქოს ოქროს გვირგვინები ედგათ, სახეები ადამიანის სახეს მიუგავდათ,+  თმა ქალის თმასავით ჰქონდათ,+ კბილები კი — ლომის კბილებივით.+  მათი ჯავშნები+ რკინის ჯავშნებს ჰგავდა, მათი ფრთების ხმა — საბრძოლველად მიმქროლავი მრავალი ეტლისა+ და ცხენის ხმას,+ 10  კუდები და ნესტრები კი ისეთი ჰქონდათ, როგორიც მორიელებს.+ მათ კუდებში მათი ძალაუფლება იყო, რომ ხუთ თვეს ევნოთ ადამიანებისთვის. 11  მათ ჰყავდათ მეფე — უფსკრულის ანგელოზი.+ ებრაულად მას აბადონი* ჰქვია, ბერძნულად კი — აპოლიონი*.+ 12  ერთმა ვაიმ გადაიარა, ორი ვაი+ კიდევ მოსასვლელია. 13  ჩაჰბერა საყვირს+ მეექვსე ანგელოზმა+ და გავიგონე ღვთის წინაშე მდგარი ოქროს სამსხვერპლოს+ რქებიდან გამომავალი ხმა,+ 14  რომელიც საყვირის მქონე მეექვსე ანგელოზს ეუბნებოდა: „გაათავისუფლე ოთხი ანგელოზი,+ რომლებიც დიდ მდინარე ევფრატთან+ არიან შებოჭილნი“.+ 15  და გათავისუფლდა ოთხი ანგელოზი, რომლებიც მომზადებული იყვნენ იმ საათის, დღის, თვისა და წლისთვის, რათა ადამიანთა მესამედი დაეხოცათ. 16  ცხენოსანი ჯარის რიცხვი იყო ოცი ათასჯერ ათი ათასი. მე გავიგონე მათი რიცხვი. 17  აი, როგორები ვიხილე ცხენები და მათზე მსხდომნი: მათ ცეცხლისფერი, მუქი ლურჯი და გოგირდისფერი ჯავშნები ჰქონდათ; ცხენებს თავები ლომების თავებს+ მიუგავდათ და პირიდან ცეცხლი, კვამლი და გოგირდი+ გამოსდიოდათ. 18  ამ სამი წყლულისგან, მათი პირიდან გამომავალი ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისგან, ადამიანთა მესამედი დაიხოცა. 19  ცხენებს ძალაუფლება პირებსა და კუდებში ჰქონდათ, მათი კუდები გველებს+ ჰგავდა, რომელთა თავებსაც ზიანი მოჰქონდათ. 20  დანარჩენმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის ნამოქმედარი,+ რათა თაყვანი არ ეცათ დემონებისთვის+ და ოქროს, ვერცხლის,+ სპილენძის, ქვისა და ხის კერპებისთვის, რომლებიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ დადიან.+ 21  არ მოინანიეს მკვლელობები,+ არც ის, სპირიტიზმს რომ მისდევენ,+ არც სიძვა და არც ქურდობები.

სქოლიოები

ნიშნავს განადგურებას.
ნიშნავს გამანადგურებელს.