წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოცხადება 8:1—13

8  როცა მეშვიდე ბეჭედი ახსნა,+ ზეცაში ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა.  ვიხილე შვიდი ანგელოზი,+ რომლებიც ღვთის წინაშე იდგნენ, და შვიდი საყვირი მიეცა მათ.  მოვიდა სხვა ანგელოზი და სამსხვერპლოსთან+ დადგა. მას ოქროს საცეცხლური ჰქონდა და ბევრი საკმეველი+ მიეცა, რათა მიეტანა მსხვერპლად ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ, როცა წმინდები ლოცულობდნენ.  ავიდა ანგელოზის ხელიდან საკმევლის კვამლი ღვთის წინაშე, როცა წმინდები ლოცულობდნენ.+  ანგელოზმა მაშინვე აიღო საცეცხლური, სამსხვერპლოს ცეცხლით+ აავსო და ცეცხლი დედამიწაზე მოისროლა.+ დაიწყო ქუხილი+ და ელვა,+ გაისმა ხმები და მოხდა მიწისძვრა.+  შვიდი+ საყვირის+ მქონე შვიდი ანგელოზი ჩასაბერად მოემზადა.  პირველმა ჩაჰბერა საყვირს და წამოვიდა დედამიწაზე სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი,+ დედამიწისა და ხეების მესამედი დაიწვა+ და მწვანე ბალახი+ გადაიბუგა.  ჩაჰბერა მეორე ანგელოზმა საყვირს და რაღაცა ცეცხლმოდებული დიდი მთის+ მსგავსი ზღვაში+ ჩავარდა. ზღვის მესამედი სისხლად+ იქცა,  ამოწყდა ზღვის სულდგმულთა*+ მესამედი და ხომალდების მესამედი დაიმსხვრა. 10  ჩაჰბერა მესამე ანგელოზმა საყვირს და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი,+ რომელიც ლამპარივით იწვოდა, და დაეცა მდინარეთა მესამედს და წყაროს წყლებს.+ 11  ამ ვარსკვლავის სახელია აბზინდა. წყლების მესამედი აბზინდად იქცა და გამწარდა. ამ წყლებით მრავალი ადამიანი დაიხოცა.+ 12  ჩაჰბერა მეოთხე ანგელოზმა საყვირს და მზის, მთვარისა და ვარსკვლავების მესამედმა დარტყმა მიიღო, რათა მათი მესამედი დაბნელებულიყო+ და არ ყოფილიყო განათებული არც დღისა და არც ღამის მესამედი.+ 13  დავინახე ერთი არწივი,+ რომელიც ცაში დაფრინავდა,+ და გავიგონე, რომ ხმამაღლა ამბობდა: „ვაი, ვაი, ვაი+ დედამიწის მცხოვრებთ დანარჩენი საყვირების ხმებისგან, რადგან სადაცაა ჩაჰბერავს საყვირებს სამი ანგელოზი!“+

სქოლიოები

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.