წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოცხადება 7:1—17

7  ამის შემდეგ ვიხილე დედამიწის ოთხ კუთხეში მდგომი ოთხი ანგელოზი,+ რომლებსაც მაგრად ეჭირათ დედამიწის ოთხი ქარი,+ რათა არ ექროლა ქარს არც მიწაზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხეზე.+  ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის ამოსავლიდან+ ამომავალი, რომელსაც ცოცხალი ღვთის+ ბეჭედი ჰქონდა. მან ხმამაღლა მიმართა ოთხ ანგელოზს, რომელთაც ნება ჰქონდათ მიცემული, ევნოთ მიწისა და ზღვისთვის:  „ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას და ნურც ხეებს, სანამ ბეჭედს არ დავასვამთ+ შუბლზე ჩვენი ღვთის მონებს“.+  გავიგონე ბეჭედდასმულთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი,+ ბეჭედდასმულნი ისრაელის ძეთა+ ყველა ტომიდან:+  იუდას+ ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული; რეუბენის+ ტომიდან თორმეტი ათასი; გადის+ ტომიდან თორმეტი ათასი;  აშერის+ ტომიდან თორმეტი ათასი; ნაფთალის+ ტომიდან თორმეტი ათასი; მენაშეს+ ტომიდან თორმეტი ათასი;  სიმონის+ ტომიდან თორმეტი ათასი; ლევის+ ტომიდან თორმეტი ათასი; ისაქარის+ ტომიდან თორმეტი ათასი;  ზებულონის+ ტომიდან თორმეტი ათასი; იოსების+ ტომიდან თორმეტი ათასი; ბენიამინის+ ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული.+  ამის შემდეგ გავიხედე და, აი, უამრავი ხალხი,+ რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან+ და ტომიდან, ხალხიდან+ და ენიდან,+ იდგნენ ტახტისა+ და კრავის წინ თეთრი გრძელი სამოსლით+ შემოსილნი, ხელში პალმის ტოტები+ ეჭირათ 10  და ხმამაღლა ამბობდნენ: „ხსნას ჩვენს ღმერთს,+ ტახტზე მჯდომს,+ და კრავს ვუმადლით“.+ 11  ყველა ანგელოზი+ ტახტის, უხუცესებისა+ და ოთხი ცოცხალი არსების+ ირგვლივ იდგა. ისინი პირქვე დაემხვნენ ტახტის წინ, თაყვანი სცეს ღმერთს+ 12  და თქვეს: „ამინ! კურთხევა, დიდება, სიბრძნე, მადლობა, პატივი, ძლიერება+ და ძალა ჩვენს ღმერთს მარადიულად. ამინ!“+ 13  მაშინ ერთ-ერთმა უხუცესმა+ მკითხა: „ვინ არიან ეს თეთრი გრძელი სამოსლით+ შემოსილნი, და საიდან მოვიდნენ?“ 14  მე მაშინვე მივუგე: „ჩემო ბატონო, შენ იცი“. მან კი მითხრა: „ესენი დიდი გასაჭირიდან+ მოსულები არიან, მათ გაირეცხეს თავიანთი გრძელი სამოსელი და გაათეთრეს+ კრავის სისხლით.+ 15  ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინ,+ მის ტაძარში წმინდა მსახურებას+ ასრულებენ მისთვის დღე და ღამე. ტახტზე მჯდომი+ კი თავის კარავს+ გაშლის მათზე. 16  აღარ მოშივდებათ, აღარც მოსწყურდებათ, აღარც მზე დაჰკრავთ და აღარც პაპანაქება შეაწუხებთ,+ 17  რადგან ტახტთან მყოფი კრავი+ დამწყემსავს+ და სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ+ წაუძღვება მათ. და მოსწმენდს მათ ღმერთი ყოველ ცრემლს თვალებიდან“.+

სქოლიოები