წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოცხადება 6:1—17

6  დავინახე, რომ კრავმა+ ახსნა შვიდი ბეჭდიდან+ ერთი, და გავიგონე, რომ ოთხიდან ერთმა ცოცხალმა არსებამ+ თითქოს ქუხილის ხმით თქვა: „მოდი!“+  გავიხედე და, აი, თეთრი ცხენი.+ მასზე მჯდომს+ მშვილდი+ ჰქონდა. მას გვირგვინი მიეცა,+ გამოვიდა და იპყრობდა,+ რათა სრულად დაეპყრო.+  როცა მეორე ბეჭედი ახსნა, გავიგონე, რომ მეორე ცოცხალმა არსებამ+ თქვა: „მოდი!“  გამოვიდა მეორე, ალისფერი ცხენი. მასზე მჯდომს ნება მიეცა, მშვიდობა წაეღო დედამიწიდან, რათა ადამიანებს ერთმანეთი დაეხოცათ, და მიეცა მას დიდი მახვილი.+  როცა მესამე ბეჭედი ახსნა,+ გავიგონე, რომ მესამე ცოცხალმა არსებამ+ თქვა: „მოდი!“ გავიხედე და, აი, შავი ცხენი. მასზე მჯდომს ხელში სასწორი+ ეჭირა.  გავიგონე ხმა, თითქოს ოთხ ცოცხალ არსებას+ შორის,+ რომელიც ამბობდა: „ერთი კილო* ხორბალი დინარად+ და სამი კილო ქერი დინარად, ნუ გამოლევ ზეითუნის ზეთსა და ღვინოს“.+  როცა მეოთხე ბეჭედი ახსნა, გავიგონე მეოთხე ცოცხალი არსების+ ხმა, რომელმაც თქვა: „მოდი!“  გავიხედე და, აი, ფერმიხდილი ცხენი. მასზე მჯდომს სიკვდილი ერქვა. მას სამარე*+ მოჰყვებოდა. მათ მიცემული ჰქონდათ ძალაუფლება დედამიწის მეოთხედ ნაწილზე, რათა დაეხოცათ დიდი მახვილით,+ შიმშილით,+ სასიკვდილო ჭირითა და დედამიწის მხეცებით.+  როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს+ ძირთან დავინახე ღვთის სიტყვისა და დამოწმების+ საქმის გამო დახოცილთა+ სულები.+ 10  ისინი ღაღადებდნენ: „უზენაესო+ უფალო, წმინდაო და ჭეშმარიტო,+ როდემდე უნდა იკავებდე თავს გასამართლებისგან+ და დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისთვის+ შურისძიებისგან?“ 11  თითოეულ მათგანს თეთრი+ გრძელი სამოსელი მისცეს და უთხრეს, რომ ცოტა ხანს კიდევ დაესვენათ, სანამ არ შეივსებოდა მათნაირი მონებისა და მათი ძმების რიცხვი, რომლებიც მათსავით უნდა დაეხოცათ.+ 12  როცა მეექვსე ბეჭედი ახსნა, დავინახე, რომ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მზე ჯვალოსავით+ გაშავდა და მთვარე მთლიანად სისხლივით+ გახდა, 13  ცის ვარსკვლავები დედამიწაზე ჩამოცვივდა მკვახე ლეღვივით, ძლიერი ქარით შერხეულ ლეღვის ხეს რომ სცვივა. 14  ცა გრაგნილივით დაიხვა+ და გაუჩინარდა, ყოველი მთა და ყოველი კუნძული მოშორებულ იქნა თავისი ადგილიდან.+ 15  დედამიწის მეფეები, დიდებულები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყველა მონა და თავისუფალი გამოქვაბულებსა და კლდოვან+ მთებში დაიმალნენ. 16  ეუბნებიან მთებსა და კლდეებს: „ზედ დაგვემხეთ+ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომის+ სახისგან და კრავის+ რისხვისგან, 17  რადგან მოვიდა მათი რისხვის+ დიდი დღე+ და ვინ გაუძლებს?“+

სქოლიოები

ბერძნულად ქოინიქს. დაახლოებით 700 გრამი.
იხილეთ 1:18-ის სქოლიო.