წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოცხადება 22:1—21

22  მან სიცოცხლის წყლის მდინარე მაჩვენა,+ ბროლივით სუფთა, რომელიც ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა+  ქალაქის მთავარი ქუჩის შუაში. მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეები იყო,+ რომლებიც თორმეტჯერ იძლეოდნენ მოსავალს, ყოველთვიურად იძლეოდნენ ნაყოფს.+ ხეების ფოთლები ხალხების განსაკურნავად იყო.+  აღარ იქნება არანაირი წყევლა.+ ღვთისა და კრავის+ ტახტი+ იქნება ქალაქში და ღმერთს თავისი მონები წმინდა მსახურებას შეუსრულებენ,+  იხილავენ მის სახეს+ და შუბლებზე მისი სახელი ეწერებათ.+  ღამე აღარ იქნება+ და აღარ დასჭირდებათ არც ლამპრის შუქი და არც მზის შუქი, რადგან იეჰოვა ღმერთი მოჰფენს მათ შუქს+ და იმეფებენ მარადიულად.+  და მითხრა: „ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია.+ იეჰოვამ, წინასწარმეტყველთა+ შთამაგონებელმა+ ღმერთმა, თავისი ანგელოზი გამოგზავნა, რათა თავისი მონებისთვის ეჩვენებინა, რაც უნდა მოხდეს მალე.+  აი, მალე მოვალ.+ ბედნიერია ამ გრაგნილზე დაწერილი წინასწარმეტყველების სიტყვების დამცველი“.+  მე, იოანემ, მოვისმინე და ვიხილე ეს ყველაფერი და, როცა მოვისმინე და ვიხილე, თაყვანსაცემად დავემხვე+ ანგელოზის ფეხებთან, რომელიც ამას მაჩვენებდა,  მაგრამ მან მითხრა: „იცოდე, ნუ იზამ ამას! მეც ისეთივე მონა ვარ, როგორც შენ, შენი ძმები —წინასწარმეტყველები+ — და ამ გრაგნილის სიტყვების დამცველნი. ღმერთს ეცი თაყვანი“.+ 10  მან აგრეთვე მითხრა: «ბეჭედს ნუ დაადებ ამ გრაგნილზე დაწერილ წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან დანიშნული დრო ახლოსაა.+ 11  ვინც უმართლობას სჩადის, კვლავ სჩადიოდეს უმართლობას,+ ბინძური კვლავ ბინძურდებოდეს,+ ხოლო მართალი+ კვლავ სიმართლით მოქმედებდეს და წმინდა კვლავ წმინდავდებოდეს.+ 12  „აი, მალე მოვალ+ და საზღაური+ ჩემთან არის, რათა თითოეულს თავისი საქმეებისამებრ მივუზღა.+ 13  მე ვარ ალფა და ომეგა,+ პირველი და უკანასკნელი,+ დასაწყისი და დასასრული. 14  ბედნიერნი არიან ისინი, ვინც გაირეცხა გრძელი სამოსელი,+ რათა სიცოცხლის+ ხეებთან მისვლის უფლება ჰქონდეთ და კარიბჭეებით ქალაქში შევიდნენ.+ 15  გარეთ არიან ძაღლები,+ სპირიტიზმის მიმდევრები,+ მეძავები,+ მკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა სიცრუის მოყვარული და ცრუ“.+ 16  „მე, იესომ, გამოვგზავნე ჩემი ანგელოზი, რათა დაემოწმებინა ეს თქვენთვის კრებებში. მე ვარ დავითის ფესვი+ და შთამომავალი+ და კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი“».+ 17  სული+ და პატარძალი+ ამბობენ: „მოდი!“ მომსმენმაც თქვას: „მოდი!“+ მოვიდეს მწყურვალი+ და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.+ 18  «ვმოწმობ ყველასთვის, ვინც ისმენს ამ გრაგნილზე დაწერილ წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაამატებს ამას,+ ღმერთი გაუმრავლებს მას ამ გრაგნილზე დაწერილ წყლულებს.+ 19  და თუ ვინმე რამეს მოაკლებს გრაგნილზე დაწერილ ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხეებიდან+ და წმინდა ქალაქიდან,+ რაც ამ გრაგნილზეა დაწერილი. 20  ვინც ამის შესახებ მოწმობს, ამბობს: „მალე მოვალ“».+ „ამინ! მოდი, უფალო იესო“. 21  უფალ იესო ქრისტეს წყალობა იყოს წმინდებთან.+

სქოლიოები