წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოცხადება 21:1—27

21  ვიხილე ახალი ცა+ და ახალი დედამიწა,+ რადგან წინანდელი ცა+ და წინანდელი დედამიწა+ მოისპო და ზღვა+ აღარ არის.  ვიხილე აგრეთვე წმინდა ქალაქი,+ ახალი იერუსალიმი, ზეციდან,+ ღვთისგან ჩამომავალი და გამზადებული, როგორც ქმრისთვის+ მორთული პატარძალი.+  გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა: „აი, ღვთის კარავი+ ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება,+ ისინი მისი ხალხი იქნებიან+ და თვითონ ღმერთი მათთან იქნება.+  მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს+ თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი,+ აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი,+ რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“.+  ტახტზე მჯდომმა+ თქვა: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“.+ შემდეგ თქვა: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“.  მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული.+ მწყურვალს უსასყიდლოდ მივცემ სიცოცხლის წყლის წყაროდან.+  მძლეველი დაიმკვიდრებს ამ ყოველივეს, მე ვიქნები მისი ღმერთი+ და ის იქნება ჩემი ძე.+  მხდალებისა და ურწმუნოების,+ ბინძურებისა+ და მკვლელების,+ მეძავების,+ სპირიტიზმის მიმდევრების, კერპთაყვანისმცემლებისა+ და ყველა მატყუარას+ ხვედრი ტბაშია, რომელიც ცეცხლითა+ და გოგირდით+ იწვის. ეს მეორე სიკვდილს ნიშნავს“.+  მოვიდა ერთ-ერთი იმ შვიდი ანგელოზიდან, რომელთაც შვიდი უკანასკნელი წყლულით+ სავსე შვიდი თასი ჰქონდათ, და მითხრა: „მოდი, გიჩვენებ პატარძალს, კრავის ცოლს“.+ 10  მან სულის ძალით გადამიყვანა ძალიან დიდსა და მაღალ მთაზე+ და მაჩვენა წმინდა ქალაქი+ იერუსალიმი, რომელიც ზეციდან ღვთისგან ეშვებოდა+ 11  და რომელსაც ღვთის დიდება ჰქონდა.+ ის უძვირფასეს ქვასავით ბზინავდა, როგორც გამჭვირვალე ბროლივით მბზინავი იასპი.+ 12  მას ჰქონდა დიდი და მაღალი გალავანი+ და თორმეტი კარიბჭე. კარიბჭეებთან თორმეტი ანგელოზი იდგა და იქ ისრაელის ძეთა თორმეტი ტომის სახელები ეწერა.+ 13  სამი კარიბჭე აღმოსავლეთით იყო, სამი — ჩრდილოეთით, სამი — სამხრეთით, და სამიც — დასავლეთით.+ 14  ქალაქის გალავანს საძირკვლად ჰქონდა თორმეტი+ ქვა კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტი+ სახელით. 15  მას, ვინც მელაპარაკებოდა, ოქროს ლერწამი+ ეჭირა ქალაქის, მისი კარიბჭეებისა და გალავნის გასაზომად.+ 16  ქალაქს კვადრატის ფორმა ჰქონდა, თანაბარი სიგრძე და სიგანე. მან ქალაქი+ ლერწმით გაზომა და თორმეტი ათასი სტადიონი* გამოვიდა. სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანაბარი ჰქონდა. 17  გაზომა მისი გალავანი და ას ორმოცდაოთხი წყრთა* გამოვიდა ადამიანის საზომით, რაც ანგელოზის საზომიც არის. 18  გალავანი იასპით+ იყო ნაგები, ხოლო ქალაქი სუფთა ოქროსი იყო, სუფთა მინის მსგავსი. 19  ქალაქის გალავნის საძირკვლები+ ყველანაირი ძვირფასი ქვით იყო ნაშენი:+ პირველი საძირკველი იყო იასპით,+ მეორე — საფირონით,+ მესამე — ქალცედონით, მეოთხე — ზურმუხტით,+ 20  მეხუთე — სარდონიქსით, მეექვსე — სარდიონით, მეშვიდე — ქრიზოლითით,+ მერვე — ბივრილით, მეცხრე — ტოპაზით,+ მეათე — ქრიზოპრაზით, მეთერთმეტე — ჰიაცინთით, მეთორმეტე — ამეთვისტოთი.+ 21  თორმეტი კარიბჭე თორმეტი მარგალიტისა იყო, თითო კარიბჭე — თითო მარგალიტისა.+ ქალაქის მთავარი ქუჩა სუფთა ოქროსი იყო, როგორც გამჭვირვალე მინა. 22  ტაძარი არ მიხილავს მასში,+ რადგან მისი ტაძარია+ ყოვლისშემძლე+ იეჰოვა+ ღმერთი და კრავი.+ 23  ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებით იყო განათებული+ და კრავი იყო მისი ლამპარი.+ 24  ხალხები მისი სინათლით ივლიან+ და დედამიწის მეფეები მასში მიიტანენ თავიანთ დიდებას.+ 25  დღისით მისი კარიბჭეები არ დაიკეტება,+ იქ ღამე საერთოდ არ იქნება.+ 26  მიიტანენ იქ ხალხების დიდებასა და პატივს.+ 27  ვერ შევა იქ+ ვერაფერი უწმინდური, ვერც ერთი სისაძაგლის ჩამდენი+ და მატყუარა.+ მხოლოდ ისინი შევლენ, ვინც კრავის სიცოცხლის გრაგნილში იქნებიან ჩაწერილნი.+

სქოლიოები

დაახლოებით 2 200 კილომეტრი. იხილეთ 14:20-ის სქოლიო.
დაახლოებით 64 მეტრი.