წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოცხადება 20:1—15

20  ვიხილე ციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც უფსკრულის+ გასაღები და დიდი ჯაჭვი ეჭირა ხელში.  შეიპყრო დრაკონი,+ ძველი გველი,+ რომელიც არის ეშმაკი+ და სატანა,+ და შებოჭა იგი ათასი წლით.  ჩააგდო ის უფსკრულში,+ რომელიც ჩაკეტა და დაბეჭდა, რათა შეცდომაში აღარ შეიყვანოს ხალხები, სანამ ათასი წელი არ დასრულდება. ამის შემდეგ კი ცოტა ხნით უნდა გათავისუფლდეს.+  ვიხილე ტახტები+ და ისინი, ვინც მათზე დასხდნენ და ვისაც გასამართლების უფლებამოსილება მიეცა.+ აგრეთვე ვიხილე იესოს შესახებ დამოწმებისა და ღვთის შესახებ ლაპარაკის გამო სიკვდილით დასჯილები*, რომლებმაც არც მხეცს სცეს თაყვანი,+ არც მის ქანდაკებას+ და არც ნიშანი მიიღეს თავიანთ შუბლსა და ხელზე.+ ისინი გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად ათას წელს მეფობდნენ+  (დანარჩენი მკვდრები+ არ გაცოცხლდნენ, სანამ ათასი წელი არ დასრულდა).+ ეს არის პირველი+ აღდგომა.  ბედნიერი+ და წმინდაა+ ის, ვისაც წილი აქვს პირველ აღდგომაში. მათზე ძალაუფლება+ არა აქვს მეორე სიკვდილს,+ არამედ ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები+ და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს.+  როგორც კი ათასი წელი დასრულდება, სატანა გათავისუფლდება საპყრობილიდან  და გამოვა, რათა შეცდომაში შეიყვანოს დედამიწის ოთხივე კუთხეში მცხოვრები ხალხები, გოგი და მაგოგი, და საომრად შეკრიბოს ისინი. მათი რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა.+  გამოვიდნენ მთელ დედამიწაზე და გარს შემოერტყნენ წმინდათა ბანაკსა+ და საყვარელ ქალაქს,+ მაგრამ ციდან ცეცხლი ჩამოვიდა და შთანთქა ისინი.+ 10  ეშმაკი+ კი, რომელსაც შეცდომაში შეჰყავდა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი+ და ცრუწინასწარმეტყველი იყვნენ.+ ისინი დაიტანჯებიან დღედაღამ, მარადიულად. 11  ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომი.+ მისგან გარბოდა ცა და დედამიწა+ და აღარ იყო ადგილი მათთვის. 12  ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები,+ რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გაშლილი იყო გრაგნილები. გაშლილი იყო სხვა გრაგნილიც — სიცოცხლის გრაგნილი.+ მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ.+ 13  ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა+ და სამარემაც* მისცეს მათში მყოფი მკვდრები და თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა.+ 14  სიკვდილი+ და სამარე ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ცეცხლის ტბა მეორე სიკვდილს+ ნიშნავს.+ 15  ცეცხლის ტბაში იქნენ ჩაყრილი ისინიც, ვინც სიცოცხლის წიგნში+ არ იყო ჩაწერილი.+

სქოლიოები

ანუ ცულით დახოცილები.
იხილეთ 1:18-ის სქოლიო.