წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოცხადება 11:1—19

11  მომეცა კვერთხის+ მსგავსი ლერწამი და ანგელოზმა მითხრა: „ადექი და გაზომე ღვთის ტაძრის+ საწმინდარი, სამსხვერპლო და თაყვანისმცემლები.  ეზო კი, რომელიც ტაძრის საწმინდრის გარეთ არის,+ გამოტოვე და არ გაზომო, რადგან ის უცხოტომელებს მიეცა.+ ისინი ფეხით გათელავენ წმინდა ქალაქს+ ორმოცდაორ თვეს.+  ჩემს ორ+ მოწმეს ათას ორას სამოცი დღის განმავლობაში ვაწინასწარმეტყველებინებ+ ჯვალოთი შემოსილებს“.+  ისინი წარმოდგენილნი არიან ორი ზეთისხილის ხით+ და ორი სალამპრით+ და დედამიწის უფლის წინაშე დგანან.+  თუ ვინმეს უნდა, რომ ავნოს მათ, ცეცხლი გამოდის მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს.+ და თუ ვინმე მოინდომებს, რომ ავნოს მათ, ამგვარად უნდა მოიკლას.  ისინი უფლებამოსილნი არიან, ჩაკეტონ ცა,+ რათა წვიმა არ მოვიდეს+ მათი წინასწარმეტყველების დღეებში; უფლებამოსილნი არიან, წყალი სისხლად+ აქციონ და ყველანაირი წყლული შეჰყარონ დედამიწას, როცა კი მოისურვებენ.  როცა დაამთავრებენ დამოწმებას, უფსკრულიდან+ ამომავალი მხეცი შეებრძოლება მათ, სძლევს და დახოცავს.+  მათი გვამები დიდი ქალაქის მთავარ ქუჩაზე ეყრება. ამ ქალაქს, სადაც მათი უფალიც გააკრეს ბოძზე,+ სულიერი გაგებით, სოდომი+ და ეგვიპტე ჰქვია.  ხალხები, ტომები, ენები და ერები+ უყურებენ მათ გვამებს სამ-ნახევარი დღე+ და არ დაამარხვინებენ გვამებს სამარხში. 10  დედამიწის მკვიდრნი ხარობენ+ მათი სიკვდილის გამო და მხიარულობენ, ერთმანეთს ძღვენს გაუგზავნიან,+ რადგან ეს ორი წინასწარმეტყველი ტანჯავდა დედამიწის მკვიდრთ. 11  სამ-ნახევარი დღის+ შემდეგ შევიდა მათში+ სიცოცხლის სული ღვთისგან, ფეხზე დადგნენ და თავზარი დასცეს თავიანთ მხილველებს. 12  ციდან მოისმინეს დიდი ხმა,+ რომელმაც უთხრა მათ: „ამოდით აქ“.+ ღრუბელში ავიდნენ ზეცად და მათი მტრები უყურებდნენ მათ. 13  იმავე საათს ძლიერი მიწისძვრა მოხდა და ქალაქის მეათედი+ დაეცა, მიწისძვრამ შვიდი ათასი კაცი შეიწირა, დანარჩენები კი შეშინდნენ და დიდება მიაგეს ზეციერ ღმერთს.+ 14  მეორე ვაიმ+ გადაიარა. მესამე სწრაფად ახლოვდება. 15  ჩაჰბერა საყვირს მეშვიდე ანგელოზმა+ და გაისმა ზეცაში დიდი ხმები: „ქვეყნიერების სამეფო ჩვენი უფლისა+ და მისი ქრისტეს+ სამეფო გახდა და ის იმეფებს მარადიულად“.+ 16  ოცდაოთხი უხუცესი,+ რომლებიც ღვთის წინაშე ისხდნენ თავიანთ ტახტებზე, პირქვე დაემხვნენ,+ თაყვანი სცეს ღმერთს+ 17  და უთხრეს: „გმადლობთ,+ იეჰოვა ღმერთო, ყოვლისშემძლეო,+ რომელიც ხარ+ და რომელიც იყავი, შენი დიდი ძალა+ რომ გამოიყენე და დაიწყე მეფობა,+ 18  მაგრამ ხალხები განრისხდნენ, მოვიდა შენი რისხვა და დანიშნული დრო, რათა გაასამართლო მკვდრები და საზღაური+ მიაგო შენს მონებს, წინასწარმეტყველებს,+ წმინდებსა და შენი სახელის მოშიშებს, პატარებსა და დიდებს,+ და მოსპო+ დედამიწის+ მომსპობნი“. 19  გაიხსნა ღვთის ტაძრის საწმინდარი ზეცაში+ და ტაძრის საწმინდარში+ გამოჩნდა მისი შეთანხმების კიდობანი.+ დაიწყო ელვა და ჭექა-ქუხილი, გაისმა ხმები, მოხდა მიწისძვრა და ძლიერი სეტყვა წამოვიდა.

სქოლიოები