წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოცხადება 10:1—11

10  ვიხილე ციდან ჩამომავალი სხვა ძლიერი ანგელოზი,+ ღრუბლით+ შემოსილი, თავზე ცისარტყელა ჰქონდა, სახე მზეს+ მიუგავდა, ფეხები+ კი — ცეცხლის სვეტებს;  ხელში პატარა გაშლილი გრაგნილი ეჭირა. მან მარჯვენა ფეხი ზღვას დააბიჯა, მარცხენა — მიწას,+  ლომივით+ დაიღრიალა და შვიდი ქუხილი+ თავ-თავისი ხმით ალაპარაკდა.  როცა შვიდი ქუხილი ლაპარაკობდა, დაწერა დავაპირე, მაგრამ გავიგონე ხმა ციდან:+ „ბეჭედი დაადე+ შვიდი ქუხილის მიერ ნათქვამს და ნუ დაწერ“.  ანგელოზმა, რომელიც ზღვასა და მიწაზე მდგომი ვიხილე, მარჯვენა ხელი ცისკენ აღაპყრო,+  დაიფიცა მარადიულად+ ცოცხალი,+ ის, ვინც შექმნა ცა და ყოველივე, რაც მასშია, დედამიწა+ და ყოველივე, რაც მასშია, ზღვა და ყოველივე, რაც მასშია,+ და თქვა: „აღარ დაყოვნდება,+  არამედ იმ დღეებში, როცა მეშვიდე ანგელოზის ხმა გაისმება,+ როცა ის საყვირის ჩაბერვას+ დააპირებს, დასრულდება ღვთის წმინდა საიდუმლო,+ როგორც მან ახარა თავის მონებს, წინასწარმეტყველებს“.+  ხმა,+ რომელიც ციდან გავიგონე, კვლავ მეუბნებოდა: „წადი, აიღე გაშლილი გრაგნილი, ზღვასა და მიწაზე მდგომ ანგელოზს რომ უჭირავს ხელში“.+  წავედი ანგელოზთან და ვუთხარი, მოეცა ჩემთვის პატარა გრაგნილი. მან კი მითხრა: „აიღე და შეჭამე,+ მუცელს გაგიმწარებს, მაგრამ პირში თაფლივით ტკბილი იქნება“. 10  გამოვართვი ხელიდან ანგელოზს პატარა გრაგნილი და შევჭამე.+ პირში თაფლივით ტკბილი+ იყო, მაგრამ როცა შევჭამე, მუცელი გამიმწარდა. 11  მეუბნებოდნენ: „კვლავ იწინასწარმეტყველე ხალხების, ერების, ენებისა და მრავალი მეფის შესახებ“.+

სქოლიოები