წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოსვლა 8:1—32

8  უთხრა იეჰოვამ მოსეს: «შედი ფარაონთან და უთხარი, ასე გეუბნება-თქო იეჰოვა: „გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახუროს.+  თუ არც ამჯერად გაუშვებ, ბაყაყებს დავასევ მთელ შენს მხარეს.+  აფუთფუთდებიან ბაყაყები მდინარე ნილოსში, ამოხტებიან და შეესევიან შენს სახლს, საძინებელს, ტახტს, შენს მსახურთა სახლებს, შენს ხალხს, შენს ღუმლებსა და ვარცლებს.+  დაგესევათ ბაყაყები შენ, შენს ხალხსა და შენს მსახურებს“».+  უთხრა იეჰოვამ მოსეს: «ასე უთხარი აარონს: „გაიწოდე ჯოხი,+ ხელში რომ გიჭირავს, მდინარეებისკენ, ნილოსის არხებისა და ლერწმიანი ტბორებისკენ და ამოიყვანე ბაყაყები ეგვიპტის მიწაზე“».  აარონმაც გაიწოდა ხელი ეგვიპტის წყლებისკენ; ამოვიდნენ ბაყაყები და მოედვნენ ეგვიპტის მიწას.  გრძნეულმა ქურუმებმაც იგივე გააკეთეს თავიანთი ჯადოქრობით და ამოიყვანეს ბაყაყები ეგვიპტის მიწაზე.+  მოუხმო ფარაონმა მოსესა და აარონს და უთხრა: „შეევედრეთ იეჰოვას,+ რომ მოგვაშოროს ბაყაყები მე და ჩემს ხალხს; გავუშვებ ამ ხალხს, რომ მსხვერპლი შესწირონ იეჰოვას“.+  მიუგო მოსემ ფარაონს: „მიბრძანე, როდის აღვავლინო ვედრება შენთვის, შენი მსახურებისა და შენი ხალხისთვის, რომ მოგშორდნენ ბაყაყები შენ და შენს სახლებს. მხოლოდ მდინარე ნილოსში დარჩებიან“. 10  მან მიუგო: „ხვალ“. მოსემ უთხრა: „შენი სიტყვისამებრ იქნება, რათა იცოდე, რომ არავინაა ჩვენი ღვთის, იეჰოვას მსგავსი;+ 11  მოგშორდებიან ბაყაყები შენ, შენს სახლს, შენს მსახურებსა და შენს ხალხს. მხოლოდ მდინარე ნილოსში დარჩებიან“.+ 12  გავიდნენ მოსე და აარონი ფარაონისგან. შეღაღადა მოსემ იეჰოვას,+ მოეშორებინა ბაყაყები, ფარაონს რომ დაასია. 13  მოსეს სიტყვისამებრ გააკეთა იეჰოვამ+ და ამოწყდნენ ბაყაყები სახლებში, ეზოებსა და მინდვრებში. 14  გროვას გროვაზე ახვავებდნენ და აყროლდა ქვეყანა.+ 15  როცა დაინახა ფარაონმა, რომ შვება იგრძნო ქვეყანამ, გაიჯიუტა გული+ და არ მოუსმინა მათ, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი.+ 16  უთხრა იეჰოვამ მოსეს: «უთხარი აარონს: „გაიწოდე ჯოხი,+ დაჰკარი მიწის მტვერს და ქინქლად გადაიქცევა მთელი ეგვიპტის მიწაზე“». 17  მათაც ასე გააკეთეს. გაიწოდა აარონმა ჯოხი, ხელში რომ ეჭირა, დაჰკრა მიწის მტვერს და ქინქლა დაესია კაცსაც და ცხოველსაც. მთელი ეგვიპტის მიწის მტვერი ქინქლად გადაიქცა.+ 18  გრძნეულმა ქურუმებმაც სცადეს თავიანთი ჯადოქრობით ქინქლის გაჩენა,+ მაგრამ ვერ შეძლეს.+ დაესია ქინქლა კაცსაც და ცხოველსაც. 19  გრძნეულმა ქურუმებმა ფარაონს უთხრეს: „ღვთის+ ხელია*+ ეს!“ მაგრამ კვლავ გაუჯიუტდა გული ფარაონს+ და არ მოუსმინა მათ, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი. 20  იეჰოვამ უთხრა მოსეს: «დილით ადრე ადექი და ფარაონის წინაშე წარდექი.+ აი, წყალთან მიდის! უთხარი, ასე გეუბნება-თქო იეჰოვა: „გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახუროს.+ 21  თუ არ გაუშვებ ჩემს ხალხს, ბუზანკლებს დაგასევთ შენ, შენს მსახურებს, შენს ხალხსა და შენს სახლებს.+ ბუზანკლებით აივსება ეგვიპტის სახლები და მათი მიწაც. 22  გამოვყოფ იმ დღეს გოშენის მიწას, სადაც ჩემი ხალხი ცხოვრობს, და არ იქნება იქ არც ერთი ბუზანკალი,+ რათა იცოდე, რომ მე ვარ იეჰოვა დედამიწაზე.+ 23  გავმიჯნავ ჩემს ხალხს შენი ხალხისგან.+ ხვალ შესრულდება ეს ნიშანი“». 24  ასეც გააკეთა იეჰოვამ. უამრავი ბუზანკალი შეესია ფარაონის სახლს, მისი მსახურების სახლებსა და მთელი ეგვიპტის მიწას.+ ააოხრა ბუზანკალმა ის მიწა.+ 25  ბოლოს მოუხმო ფარაონმა მოსესა და აარონს და უთხრა: „წადით, შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს ამ მიწაზე“.+ 26  მოსემ მიუგო: „ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან რასაც შევწირავთ იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, სისაძაგლეა ეგვიპტელებისთვის;+ და თუ იმას შევწირავთ, რაც სისაძაგლეა ეგვიპტელთა თვალში, განა არ ჩაგვქოლავენ?! 27  წავალთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და შევწირავთ მსხვერპლს იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, ზუსტად ისე, როგორც მან გვითხრა“.+ 28  ფარაონმა უთხრა: „გაგიშვებთ+ და შესწირეთ უდაბნოში მსხვერპლი იეჰოვას, თქვენს ღმერთს.+ ოღონდ ასე შორს ნუ წახვალთ. შეევედრეთ ჩემთვის“.+ 29  მოსემ მიუგო: „აი მივდივარ შენგან და შევევედრები იეჰოვას. ხვალ მოსცილდება ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებსა და მის ხალხს, ოღონდ ნუღარ მოიტყუება ფარაონი, რომ გაუშვებს ხალხს იეჰოვასთვის მსხვერპლის შესაწირავად“.+ 30  გავიდა მოსე ფარაონისგან და შეევედრა იეჰოვას.+ 31  იეჰოვამაც მოსეს სიტყვისამებრ გააკეთა+ და მოსცილდა ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებსა და მის ხალხს.+ არც ერთი არ დარჩენილა. 32  მაგრამ ამჯერადაც გაიჯიუტა გული ფარაონმა და არ გაუშვა ხალხი.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ღვთის თითი.