არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოსვლა 6:1—30

6  იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ახლა ნახავ, რას ვუზამ ფარაონს;+ ძლიერი ხელი აიძულებს, გაუშვას ისინი, და ძლიერი ხელი აიძულებს, გაყაროს თავისი ქვეყნიდან“.+  კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: «მე ვარ იეჰოვა.+  მე ვეცხადებოდი აბრაამს,+ ისაკსა+ და იაკობს,+ როგორც ყოვლისშემძლე ღმერთი,+ მაგრამ ჩემი სახელით, იეჰოვათი+ არ გამიმჟღავნებია+ მათთვის ჩემი თავი.  შეთანხმებაც დავუდე მათ, რომ მივცემდი ქანაანის მიწას, მათი ხიზნობის მიწას, სადაც ხიზნები იყვნენ.+  მოვისმინე ისრაელის ძეთა კვნესა,+ რომლებიც ეგვიპტელებს ჰყავთ დამონებული, და მახსოვს ჩემი შეთანხმება.+  ამიტომ უთხარი ისრაელის ძეებს: „მე ვარ იეჰოვა და მე გაგათავისუფლებთ ეგვიპტელთა ტვირთისგან და გიხსნით მათი მონობისგან.+ მე დაგაბრუნებთ გაწვდილი მკლავითა და დიდი სასჯელებით.+  ჩემს ხალხად მიგიღებთ+ და მე ვიქნები თქვენი ღმერთი.+ გეცოდინებათ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელიც ეგვიპტის ტვირთისგან გათავისუფლებთ.+  მიგიყვანთ იმ ქვეყანაში, რომელზეც ხელაწვდილმა დავიფიცე,+ რომ აბრაამს, ისაკსა და იაკობს მივცემდი. საკუთრებად მოგცემთ მას.+ მე ვარ იეჰოვა“».+  ასე ელაპარაკა მოსე ისრაელის ძეებს, მაგრამ არ მოუსმინეს მას გულგატეხილობისა და მძიმე მონობის გამო.+ 10  იეჰოვამ უთხრა მოსეს: 11  „შედი, დაელაპარაკე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს,+ რომ გაუშვას თავისი მიწიდან ისრაელის ძეები“.+ 12  მაგრამ მოსემ იეჰოვას მიუგო: „ისრაელის ძეებმა არ მომისმინეს+ და ფარაონი როგორღა მომისმენს?!+ მე ხომ ბაგედაუცვეთელი* ვარ?!“+ 13  განაგრძო იეჰოვამ მოსესთან და აარონთან ლაპარაკი, რათა მათი პირით ებრძანებინა ისრაელის ძეებისა და ფარაონისთვის, ეგვიპტის მეფისთვის, ისრაელის ძეების გამოყვანა ეგვიპტის მიწიდან.+ 14  ესენი არიან მათი საგვარეულოთა თავკაცები. რეუბენის, ისრაელის პირმშოს+ ვაჟები იყვნენ: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.+ ესენი არიან რეუბენის შტოები.+ 15  სიმონის ვაჟები იყვნენ: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და შაული, ქანაანელი ქალის ვაჟი.+ ესენი არიან სიმონის შტოები.+ 16  ლევის ვაჟები+ თავიანთი საგვარეულოს მიხედვით იყვნენ:+ გერშონი, კეჰათი და მერარი.+ ლევის სიცოცხლის წლები ას ოცდაჩვიდმეტ წელს ითვლიდა. 17  გერშონის ვაჟები იყვნენ: ლიბნი და შიმეი+ თავიანთი საგვარეულოს მიხედვით.+ 18  კეჰათის ვაჟები იყვნენ: ამრამი, იცჰარი, ხებრონი და უზიელი.+ კეჰათის სიცოცხლის წლები ას ოცდაცამეტ წელს ითვლიდა. 19  მერარის ვაჟები იყვნენ მახლი და მუში.+ ეს არის ლევიანთა საგვარეულო თავიანთი შთამომავლების მიხედვით.+ 20  ამრამმა ცოლად მამამისის და, იოქებედი მოიყვანა.+ მან გაუჩინა მას აარონი და მოსე.+ ამრამის სიცოცხლის წლები ას ოცდაჩვიდმეტ წელს ითვლიდა. 21  იცჰარის ვაჟები იყვნენ: კორახი,+ ნეფეგი და ზიქრი. 22  უზიელის ვაჟები იყვნენ: მიშაელი, ელიცაფანი და სითრი.+ 23  აარონმა ცოლად მოიყვანა ელიშება, ამინადაბის ასული, ნახშონის+ და. მან გაუჩინა მას ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.+ 24  კორახის ვაჟები იყვნენ: ასირი, ელკანა და აბიასაფი.+ ეს არის კორახელების საგვარეულო.+ 25  აარონის ვაჟმა,+ ელეაზარმა, ფუტიელის ასული მოიყვანა ცოლად. მან გაუჩინა მას ფინხასი.+ ესენი არიან ლევიანთა მამები, თავკაცები, და მათი საგვარეულოები.+ 26  ესენი არიან აარონი და მოსე, რომლებსაც იეჰოვამ უთხრა:+ „გამოიყვანეთ ისრაელის ძეები ეგვიპტის მიწიდან თავიანთი ლაშქრების მიხედვით“.+ 27  ესენი ელაპარაკებოდნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გამოეყვანათ ისრაელის ძეები ეგვიპტის მიწიდან.+ ესენი არიან მოსე და აარონი. 28  იმ დღეს, როცა იეჰოვა ელაპარაკა მოსეს ეგვიპტის მიწაზე,+ 29  ასე უთხრა იეჰოვამ: „მე ვარ იეჰოვა.+ უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ყველაფერი, რასაც მე გეუბნები“. 30  მოსემ იეჰოვას მიუგო: „ბაგედაუცვეთელი* ვარ და როგორ მომისმენს მე ფარაონი?“+

სქოლიოები

თითქოს ბაგეზე ჩუჩა გადაკვროდა, დაგრძელებოდა და გასქელებოდა ბაგეები, რაც ხელს უშლიდა ლაპარაკში. შესაძლოა ეს გულისხმობდეს მეტყველების დეფექტს (შეადარეთ 6:30).
იხილეთ 6:12-ის სქოლიო.